კალოობა იყო. ქარმა ბევრი ბზე მიჰყარა საბძლის კართან და დაუძახა:
- საბძელო, კარი გამიღე, ბზე უნდა შემოვიტანოო.
საბძელმა უთხრა:
- ძამიავ, შენი ამბავი რომ ვიცი, ერთი მხრიდან შემოტანილს, მეორე მხრიდან გაიტან და ჩემს საკუთარ ბზესაც თან გააყოლებ. თუ დამეხსნები, არც შენი შემოტანილი მინდა და არც გატანილიო.
ანდაზა: ქარის მოტანილს, ისევ ქარი წაიღებსო.