მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 554 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მგელი ზაფხულში მეტად კარგ ყოფაში იყო. ტყე და მინდორი სავსე იყო მგლის საკბილო ნადირით და ფრინველებით. ცხვრის ფარებსაც ადვილად მიეპარებოდა ხოლმე და ბატკნის ხორცით იტკბარუნებდა პირს. ისე გასუქდა, რომ ტყავში აღარ ეტეოდა. მაგრამ გავიდა ზაფხული, გაჰყვა უკან შემოდგომა და დადგა ძალიან ყინვიანი ზამთარი. ნადირები სოროებში შეიმალნენ, ფრინველები შორს, თბილ ქვეყნებში გაეშურნენ, მეცხვარეებმა ცხვარი საზამთრო ფარეხებში დააბინავეს.

გაუთავდა ჩვენს მგელს ყველიერი და დაუდგა დიდმარხვა. მთელი დღეები მშიერი იყო. დაღონდა, ყურები ჩამოყარა, გახდა. მეტი ღონე აღარ იყო, სოფელში ქურდობა უნდა დაეწყო. მგელმა კარგად იცოდა, რომ ასეთი ქურდობა სახიფათო და საშიში იყო: სოფლის ქოფაკი ძაღლები ადვილად დაგლეჯავდნენ მას, გლეხს შეეძლო ქურდობაზე მიესწრო, კეტი ჩაერტყა და მოეკლა, ან მონადირე გლეხს ეკრა ტყვია ღამის სიბნელეში. ეს ყველაფერი კარგად იცოდა ჩვენმა მსუნაგმა, მაგრამ შიმშილმა ისე შეაწუხა, რომ საჭმლის საშოვნელად თავი უნდა გაეწირა, მეტი ჯანი არ იყო.

ტყიდან ბინდისას გამოვიდა და ახლო სოფლისკენ ფრთხილად გასწია. მიეპარა ერთ ფარეხს; მაგრამ ფარეხის კარები მაგრად დახვდა დაკეტილი. მაშინ მგელმა გამოთხარა ღობის ძირი და იქიდან შეძვრა ფარეხში. სტაცა პირი ერთ ცხვარს, გამოჭრა ყელი, ღობის გამოთხრილ ძირში გამოაძვრინა, ზურგზედ წამოიკიდა და შორს წაიღო, რომ უფრო მოსვენებით შეეჭამა.

მუდმივმა საშიშმა მდგომარეობამ, მგელს მოსაზრება, ეშმაკობა და სიფრთხილე შესძინა, ამიტომ სოფლელებმა ვერაფერი დააკლეს და ვერც შეაშინეს. დღეს ცხვარს მოსტაცებდა, ხვალ ბატკანს, ზეგ გოჭს, მაზეგ ბატს და სხვებს. მთელი სოფელი დააღონა: ზოგმა თოფით სდია, ზოგმა ხაფანგი დაუგო, ზოგმა კიდევ სხვა ღონისძიება იხმარა, მაგრამ ვერაფერი დააკლეს.

ბოლოს ერთმა მონადირემ იკისრა ამოსავარდნი მგლის მოკვლა. აიღო მკვდარი ცხენი და სოფლის გარეთ საბძლის გვერდით დადო. ამ მხრიდან მოდიოდა ხოლმე მგელი ღამ-ღამით სოფელში. ახლო-მახლო მცხოვრებ გლეხებს ძაღლები შინ დაამწყვდევინა, რომ ღამე მგლისთვის მოსვლა არ დაეშალათ და გატენილი თოფით საბძელში ჩასაფრდა. ღამე მთვარიანი იყო. ცოტა ხანი უცადა მონადირემ და აი მგელიც გამოჩნდა. ის სიფრთხილით მიუახლოვდა ლეშს და პირში ნერწყვი მოუვიდა. მონადირემ თოფი ნელ-ნელა დაუმიზნა, მაგრამ დახე იმის უბედურებას! უცებ ცხვირს დააცემინა. მგელი, რასაკვირველია, მაშინვე დაფრთხა, მოკურცხლა და ჩვენი მონადირე ხელცარიელი დარჩა. ბევრი იჯავრა, მაგრამ რაღას უშველიდა.

მეორე და მესამე ღამეს მგელი აღარ მოსულა, მაგრამ მეოთხე ღამეს ისევ მოძუნძულდა, რადგანაც შიმშილმა ძალა დაატანა. ლეშს რომ მიუახლოვდა, მგელმა მაღლა აიღო ცხვირი და ჰაერს ყნოსვა დაუწყო, რითაც შეიტყო მონადირის ისევ იქ ყოფნა და უკანვე გაკურცხლა. საწყალი მონადირე სიცივით კინაღამ გაიყინა და მგელს თოფიც კი ვერ ესროლა.

დილით რომ სოფელში გამოვიდა, მეზობელს უამბო თავისი გასაჭირი. ხნიერმა მონადირეებმა სასაცილოდ აიგდეს: „აი სულელი,“ ეუბნებოდნენ ისინი, - „განა შეიძლება ასეთი ნადირობა იმისთანა გონიერ, ყურ-მახვილ და ცხვირმახვილ ნადირზე, როგორიც მგელია? აგიღია ლეში და დაგიდევს იქით, საითაც ქარი მიქრის. ქარს შენი სუნი მიაქვს მგლისკენ და ატყობინებს მტრის სიახლოვეს. რასაკვირველია, ის ლეშს არ მიეკარება. უნდა მოუცადო, სანნამ ქარი მობრუნდებოდეს, რომ შენი სუნი აქეთ მოქონდეს და არა მგლისკენ. ამის გარდა ისე გაუნძრევლად უნდა იჯდე საბძელში, რომ ჩამი-ჩუმი არ ისმოდეს, თორემ მგელი გაიგებს და შორი-ახლოც აღარ მოგეკარება“.

მონადირე სწორედ ისე მოიქცა, როგორც ურჩიეს. როგორც კი ქარმა მიმართულება იცვალა, მონადირე მეორე დღესვე ჩაუსაფრდა მგელს და ლოდინი დაუწყო. მგელი გვიანობამდე არსად ჩანდა. ბოლოს, შუაღამე რომ გადავიდა, გამოჩნდა, მაგრამ ძალიან ფრთხილად იქცეოდა. რადგან მგლისთვის ზურგ-ქარი იყო, ამიტომ მონადირის სუნი ვეღარ აიღო. მიძუნძულდა ლეშთან, მაგრამ ისე მარჯვედ ამოეფარა, რომ თოფის სროლა შეუძლებელი იყო: ტყვია ლეშს მოხვდებოდა და მგელი სამუდამოდ დაფრთხებოდა. მთელი ღამე უცადა მონადირემ, იქნებ ან აქეთ, ან იქით მოტრიალდეს მგელიო, მაგრამ სულ ამაოდ: მგელი კარგა მიაძღა ლეშს და ისე სწრაფად გაიქცა, რომ მონადირემ თოფის სროლა ისევ ვერ მოასწრო. გაყინული მონადირე დილით ხელ-ცალიერი დაბრუნდა სახლში. „მოიცა, შე ეშმაკო, ემუქრებოდა მგელს მონადირე, თავი ცოცხალი რაღად მინდა, თუ შენ ვერ მოგკალი“.

როცა პირქარი ამოვარდა, მონადირემ ლეშს ერთი გვერდიდან ხის წკნელებით მოწნული ლასტი ააფარა. მგელი რომ მოვიდა, ლასტის აფარება არ ეჭაშნიკა და უკან უნდოდა დაბრუნება, მაგრამ, ყოყმანის შემდეგ, ფრთხილად მივიდა ლეშთან. მოუარა ლასტს, გვერდით მოუდგა და დაუწყო ლეშს ჭამა. „ახლა კი ვეღარსად წამიხვალ“, იმედიანად იფიქრა მონადირემ, გაასწორა თოფი, დაუმიზნა მგელს და ესროლა. მაგრამ ტყვია საშიშ ადგილზე არ მოხვდა და მგელი მხოლოდ დაიჭრა. ნადირი შეხტა, ჯერ პირით მიწვდა იმ ადგილ, სადაც ტყვია მოხვდა, და მერე გაკურცხლა.

მონადირე საფარიდან გამოვარდა, რომ მგელს გამოსდგომოდა. მგელი მართალუა დაჭრილი იყო, მაგრამ მაინც ჩქარა გარბოდა. მონადირემ მალე მიხვდა, რომ მგელს ვერ დაეწეოდა, და დევნას თავი დაანება. მგელი ჭრილობისაგან მალე განიკურნა, მაგრამ იმ სოფელს აღარ გაკარებია და სხვა ახლო-მახლო სოფლებში დაიწყო მტაცებლობა.

ბევრის ვაი-ვაგლახისა და ოინების შემდეგ მგელს სიბერე შეეპარა. ტყავი ძირს დაეკიდა, ბეწვი გაცვივდა და ცოტაღა შერჩა, ისიც სულ გაუშეშდა და გაუთეთრდა. ღონე გამოელია, კბილები სრულიად დაუჩლუნგდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთხელ დღისით მინდორში ხბოს შეხვდა, მიწაზე წააქცია, მაგრამ ვეღარაფერი დააკლო, რადგან კბილები აღარ უჭრიდა, რომ ყელი გამოეჭრა და უცდიდა სხვა ახალგაზდა მგლის შველას. თვითონაც კბენდა, მაგრამ მისი ნაკბენი ხბოს არც კი ემჩნეოდა.

ბოლოს დაღონებულმა მგელმა დაანება თავი ხბოს და მშიერმა გასწია ახლომახლო ტყისკენ, სადაც მალე სული დალია.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ