დიდი მუხის ახლოს პატარა ლერწამი ამოსულიყო. მუხა ზევიდან მედიდურად დასცქეროდა და ძლიერ დასცინოდა ლერწამს:
- შე საწყალო, პატარა ნიავიც კი გერევა, ძირამდე გარხევს და მიწამდე გღუნავსო; ღონიერი ქარი რომ ამოვარდეს, ბუმბულივით თან წაგიღებსო.
საწყალი ლერწამი ჩუმად იყო.
ერთხელაც ამოვარდა საშინელი ქარიშხალი, ლერწამი დაიზნიქა, დედამიწას გაეკრა და გადარჩა. მუხა კი ამპარტავნულად გაჭიმული იდგა. ქარმა დაიგრიალა, ღონივრად მიაწვა მუხის მაღალსა და განიერ ტოტებს და მოგლიჯა ძირიანად.