ყვავს მოსწყურებოდა და მინდორში დაეხეტებოდა, იქნებ სადმე წყალს წავაწყდეო. უცებ წყლიან სურას წააწყდა.
სურა მხოლოდ ნახევრამდე იყო სავსე. როგორ უნდა დაელია წყალი? შიგნით ვერ ჩახტებოდა, ვერც წააქცევდა, სურა მძიმე იყო.
დაფიქრდა ყვავი და ბოლოს ხერხი მოიგონა: კენჭები მოაგროვა და ნისკარტით სათითაოდ ჩაყარა სურაში. წყალი სურის პირამდე ამოვიდა.
ყვავმა კისერი დაიგრძელა, ნისკარტი სურის ყელში ჩაყო და წყლის სმით გული იჯერა.
ანდაზა: ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა.