მარილით დატვირთული ვირი უცებ წყალში წაიქცა. მარილი დადნა, ტვირთი ბევრად შემსუბუქდა და ვირი ადვილად ადგა.
რა კარგია, იფიქრა ვირმა. წყალმა კიდეც გამაგრილა და ტვირთიც შემიმსუბუქა.
რამდენიმე დღის შემდეგ ვირს ღრუბლები აჰკიდეს და იმავ გზაზე წაიყვანეს. შუა წყალში რომ შევიდა, ვირი განზრახ წაიქცა, ეგონა ტვირთი ახლაც შემიმსუბუქდებაო. ღრუბლები წყლით გაიჟღინთა, ტვირთი დამძიმდა, უგუნური ვირი ვეღარ წამოდგა და წყალში დაიხრჩო.