ირემი მონადირეებს ვაზებში დაემალა. მონადირეებმა თვალიდან დაკარგეს ირემი და ასცდნენ. ირემს გაუხარდა და ვაზის ფოთლებს დაუწყო კორტნა. ფოთლები შეინძრა, მონადირეებმა შენიშნეს და თქვეს: ირემი უთუოდ იქ დაგვემალაო; ესროლეს თოფი და დაჭრეს.
კვდებოდა ირემი და თან ამბობდა: ახია ჩემზე; ფოთლებმა დამმალეს, სიკეთე გამიკეთეს, მე კი კორტნა დავუწყეო.