ბერიკაცმა ტყეში შეშა მოაგროვა, დიდი კონა შეკრა, წამოიკიდა ზურგზე და შინ წამოიღო.
სახლამდე დიდი მანძილი იყო. ბერიკაცი ძალიან დაიქანცა, დააგდო ძირს შეშის კონა და თქვა: ახ, შე ოხერო სიკვდილო, სადა ხარო?
სიკვდილი იმწამსვე გაჩნდა ბერიკაცთან და უთხრა: აი აქა ვარ, რა გინდაო?
ბერიკაცი შეშინდა და უთხრა: შეშის აწევაში მინდა მოშველებაო.