გვრიტი მახეში გაება. დაიწყო საცოდავად ფრთხიალი; ცდილობდა როგორმე მახისთვის თავი დაეღწია.
მის ახლოს ახალგაზრდა მტრედი იჯდა. შველის მაგივრად მტრედმა დაუწყო გულსაკლავი დაცინვა: არა გრცხვენია? შუადღისას მახეში როგორ გაები; მე ასე ადვილად ვერ მამატყუებდნენო.
ერთიც ვნახოთ, თვითონ მტრედმაც საცოდავად დაიწყო ფართხალი. თურმე დაწნულ ძუაში გაბმულიყო.
ანდაზა: ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო.