ჭიანჭველას აეკიდებინა ოთხი თავის ოდენა სიმძიმე ტვირთი, მიათრევდა და ჩიოდა:
ჩემდენ შრომაში სულიერი არ არის, მაგრამ ჩემი ქება არავისგან გამიგონია; აი უღონო და ბზუილა ფუტკარი მარტო ყვავილებზე დაფრთხიალებს და ჯაფა არ ადგება, მაგრამ მაინც ყველა მის ქებაშია; მეტი უსამართლობა კიდევ იქნებაო?
ფუტკარმა გაიგონა და უპასუხა: ეგ იმიტომ ხდება, რომ საკუთარი თავისთვის ირჯები და შენს შრომას ვერავინ იყენებს, ჩემი შრომა კი ღმერთსაც ადგება და ადამიანსაცო.