შემოდგომის კარგი დარი იყო. ჭიანჭველებს ზევით ამოეყარათ დასველებული პური და მხეზე აშრობდნენ.
მშიერი ჭრიჭინა მივიდა და სთხოვა: ცოტაოდენი საჭმელი მიწილადეთო.
ჭიანჭველებმა ჰკითხეს: ზაფხულში რას აკეთებდი, რატომ საზამთროთ საზრდო არ მოაგროვეო?
- გენაცვალეთ, ნაგისთვის სად მეცალა, სულ სიმღერას გავძახოდიო, - უთხრა ჭრიჭინამ.
- თუ შენახვის დროს მღეროდი, ახლა რომ გშია, იხტუნეო, - უთხრეს ჭიანჭველებმა.