მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 492 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ჩაის მცენარეს იმიტომ ეძახიან, რომ მისი ფოთლებიდან ჩაის აკეთებენ. ჩაის მცენარე უფრო ბუჩქს გავს, ვიდრე ხეს; ძირშივე იყოფა რამდენიმე ტოტად და ეს ტოტები სამი საჟენის სიმაღლე იზრდება. მაგრამ ტოტებს შეჭრიან ხოლმე და ორ არშინზე მაღლა არა ზრდიან; ეს იმიტომ, რომ ჩაის ფოთლების მოკრეფა არ გაუძნელდეთ. 

ჩაის ტოტები თავიდან ბოლომდე შეიმოსება ხოლმე მოგრძო ფოთლებით, რომელიც ჯერ ბუმბულსა გვანან, მერე კი ტყავის მსგავსნი შეიქნებიან და ბრწყინავენ. ფოთლებს და ყლორტებს შუა მცენარე გამოიტანს თეთრ და უსუნო ყვავილს, რომელიც შემდეგ ნაყოფად გადაიქცევა. 

ჩაის ბუჩქი ბევრ თბილ ქვეყნებში ხარობს, მაგრამ ჩინებული ჯიშის ჩაი დიდი რაოდენობით მხოლოდ ჩინეთში მოჰყავთ.

ჩაის თესავენ მზის გულთან ახლოს, მდინარეებისა და რუების მახლობლად.

ჩაის ფოთლებს წელიწადში სამჯერ ჰკრეფენ: მარტში, მაისში და აგვისტოში. რაც უფრო ნორჩია ფოთოლი, მით მეტად კარგია ჩაი და პირიქით, რაც უფრო ძველია ფოთოლი, ჩაი მით უფრო მდარეა. 

პირველად მოკრეფილი ფოთლებისგან უკეთესი ჩაი გამოდის, იმიტომ რომ ეს ჩაი ნორჩი, ახალი ფოთლებისაგან შედგება. მეორედ და მესამედ დაკრეფილი ფოთლების ჩაი უფრო მდარე გამოდის და ამიტომ იაფად იყიდება

ყვითელი, მწვანე და შავის ფერის ჩაი ერთსა და იმავე ბუჩქზე იკრიფება და სხვადასხვა ფერი იმიტომ აქვს, რომ ერთნაირად არ ამზადებენ. მისი მომზადების წესი მხოლოდ ჩინელებმა იციან და არ უნდათ უცხო ქვეყნელებს ასწავლონ.

მოკრეფილ ფოთლებს დააწყობენ დიდ რკინის ტაფაზე, რომელსაც ქვემოდან ცეცხლი უნთია და ხურდება. ფოთლებს ერთი გვერდიდან მეორეზედ აბრუნებენ. როცა ფოთლებიდან წვენი გამოვა, მაშინ დაფნის წმინდა ჭილოფზე გაშლიან და ხელის გულით აგორებენ. ფოთლები რომ გაცივდება, ხელახლა ტაფაზე დაყრიან; მერე კიდევ ხელით აგორებენ. ამას რამდენჯერმე გაიმეორებენ, სანამ ფოთლები არ გახმება.

გამხმარი ფოთოლი არის ჩაი, რომელსაც სასმელად ვიყენებთ. სამი გირვანქა ნედლი ფოთლისგან  შეიძლება ერთი გირვანქა გამხმარი ჩაის დაყენება.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ