მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 628 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სოსოს მაყვალი ძლიერ უყვარდა. სიხარულით მოელოდა იმ დროს, როცა ვენახში მაყვალი დამწიფდებოდა.

ერთხელ, შუა ზაფხულში, მაყვალი რომ დამწიფდა, სოსო თავისს მამას ვენახში შეჰყვა. შევიდა თუ არა, მაშინვე ღობეებისკენ გაექანა, მაყვალმა ამოსვლა იქ იცოდა. მწიფე მაყვალი მართლა ბევრი დაუხვდა, მაგრამ, დახე სოსოს უბედობას, გარშემო სულ მაღალი ჭინჭარი ჰქონდა შემორტყმული, თითქო მაყვლისთვის ვისმეს ყარაულებად დაუყენებიაო.

სოსომ კარგად იცოდა, რა წყეული მცენარეა ჭინჭარი, როგორი ცხარე კბენა იცის. ამიტომ მაყვალს დიდი სიფრთხილით დაუწყო კრეფა, სცდილობდა ხელი ან პირი ჭინჭრისათვის არ მოეხვედრებინა. მაგრამ მის კბილებს მაინც ვერ გადურჩა. ორგან-სამგან ხელები დაესუსხა და ერთი მაღალი ჭინჭარი ცხვირზედაც მოხვდა. 

სოსოს ძალიან ემწვავა, დაღრეჯილი და თვალცრემლიანი მამისკენ გაიქცა და უთხრა: 

„მიშველე, მამილო, შეჩვენებულმა ჭინჭარმა დამსუსხა, ხელები ძლიერ მეწვის, ჩემს დღეში მაყვალი არ მეჭამა, ის მერჩივნა,"

- განა მაგისი წამალი არ იცი? უთხრა მამამ: ადვილი მოსარჩენია, შვილო. სოსო წყლის პირას მიიყვანა და დასუსხულ ადგილებზე სველი მიწა დაადო. ცოტა ხნის შემდეგ სოსოს ტკივილი თითქმის სულ დაუამდა.

- რადგანაც ჭინჭრის წამალი მასწავლე, მაშ ისიც მითხარი, ეს ჭინჭარი ადამიანს რით და როგორ კბენს? - ჰკითხა სოსომ მამას. 

მამამ სოსო ჭინჭართან მიიყვანა და უთხრა: 

- აი, დახედე, ჭინჭრის ფოთლებს წვრილი ბუსუსი ასხია; ამ ბუსუსს დააცქერდი, როგორი წვეტიანი ბოლო აქვს ნემსივით; აი, ამ წვეტებით იკბინება ჭინჭარი. ამისი კბენა კაცს ხორცს იმიტომ უსივებს, რომ ბუსუსი შიგნით შხამიანი წვენით არის სავსე. როცა წვეტიანი ბუსუსი კანი ჩაერჭობა, ბოლო მოტყდება, იქიდან შხამი გამოვა და სხეულში ჩავა. მაშინ ნაკბენი ადგილი ადამიანს დაეწვება, აექავება და გაუსივდება.

ზოგიერთ ქვეყნებში ისეთი შხამიანი ჭინჭარი იზრდება, რომ იმის დასუსხვისაგან კაცი ადვილად ვერ მორჩება. აი მაგალითად: ინდური ჭინჭარი ისე მწარედ იკბინება, რომ კაცს მთელ ხელს უსივებს და თითქმის ერთი კვირა საშინლად სტკივა. ზოგჯერ საქმე იქამდეც მივა, რომ დასუსხული ნაწილი კაცმა უნდა მოიჭრას, რომ სიკვდილს გადარჩეს. ბევრგან ჭინჭარი დიდი ხის ზომის იზრდება.

- მაშ ეს წყეული ჭინჭარი მარტო კაცის საწვალებლად ყოფილა გაჩენილი, წამოიძახა სოსომ. 

- შენ, ჩემო სოსო, კარგი დამახსოვრება ვერ გცოდნია, უთხრა მამამ. აღარ გახსოვს განა, რომ გაზაფხულზე ქალებს ვენახებში გაჰყვებოდი ხოლმე, ქორფა ჭინჭარსა ჰკრეფდით, შინ მოგქონდათ, არჩევდით და გემრიელ მხალს აკეთებდით? განა აღარ გახსოვს, რომ ყველაზე ბევრს იმ მხალს შენ სჭამდი ხოლმე? რატომ მაშინ არა ჯავრობდი ჭინჭარზე? სხვა ქვეყნებში ჭინჭარს კიდევ მრავალგვარად იყენებენ: გრეხენ ჭინჭრის თოკებს, აკეთებენ ჭინჭრის ქაღალდს, ქსოვენ ჩითებს და ტილოს; ეხლა ჩვენში ცდილობენ შემოიღონ ჩინური ჭინჭრის თესვა, რომლისგანაც ძალიან კარგი ტილოები იქსოვება.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ