მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1344 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

გაზაფხულზე დღე დეკემბრიდანვე მატულობს; ცხრა მარტს დღე ღამეს უსწორდება და გაზაფხული ამ რიცხვიდან იწყება. ამ დროიდან მზე უფრო და უფრო გვიახლოვდება, სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მაღლა-მაღლა მოდის, უფრო ადრე ამოდის და გვიან ჩადის, ამიტომ დღე დიდდება, ღამე კი თანდათან პატარავდება.

რამდენიც დრო გადის, მზეც უფრო აცხუნებს და თავის სხივებს უფრო ინტენსიურად გზავნის. ამიტომ ქვეყანა თანდათან თბება. თოვლი მინდვრებში და მთებში დნება, ყინული წყალში თხელდება, ტყდება და წყალს მიაქვს. მდინარეები საშინლად დიდდებიან; რუებში წყალი აღარ ეტევა: ნაპირებზე გადმოდის და გარშემო მინდვრებს რწყავს.

მდინარეებში გასვლა ძნელი ხდება. რომელ მდინარეშიც პატარა ბიჭები ადრე ფეხით გადადიოდნენ, ახლა ურმითაც ვეღარ გადიან. ზოგიერთ მთის ღელეში, სადაც მზე ვერ უდგება, თოვლი გაზაფხულის სითბოს ჯერ კიდევ უძალიანდება, მაგრამ ტყუილად: ბრწყინვალე მზე ამ თოვლს მალე აქცევს წყლად და ადიდებულ მდინარეში გაგზავნის.

გაზაფხული ყველგან ერთდროულად არ დგება: სამხრეთით მდებარე ქვეყნებში უფრო ადრე მოდის ხოლმე. ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებში კი გაზაფხული უფრო გვიან მოდის ხოლმე. მაგალითად, აპრილში ჩვენში მინდვრები მწვანითა და ყვავილებით არის მოფენილი, რუსეთში კი ამ დროს ჯერ ისევ თოვლია; თებერვალში ჩვენთან ისევ ზამთარია, სპარსეთში კი ამ დროს უკვე გაზაფხულია.

გაზაფხულის სითბომ მთელი დედამიწა გააღვიძა. დადნა თუ არა თოვლი ველზე, მაშინვე მწვანე ბალახმა ამოყო თავი. ნათესმა მინდორმა დაიწყო საამური ბიბინი მწვანე ხავერდივით. აქა-იქ ადრეული ყვავილებიც გაიშალა. გაზაფხულის სითბომ ხეებიც გამოაფხიზლა ზამთრის ძილისგან. ხეებმა ჯერ კოკორი გამოიტანა, მერე თეთრი ყვავილები გადაიშალა და ბოლოს ხშირი ფოთლებით შეიმოსა. დიდგულა, ცაცხვი, მურყანი, მუხა, ნეკერჩხალი ერთმანეთის მიყოლებით საამურად იშლება და იფოთლება. ჭალა, სადაც ზამთარში კაცის თვალს არაფერი დაემალებოდა, სრულიად იბურება, ისე, რომ შიგნით არაფერი ჩანს. მინდორი შეღერებული ბალახით აივსო; მრავალი ყვავილი გაიშალა.

ზამთარში ბუნება ყოველთვის ერთგვარია: კაცი სულ ერთსა და იმავე თოვლს ან შიშველ მიწას ხედავს; გაზაფხულზე კი ყოველდღე ახალ-ახალი რამე ჩნდება: აქ თეთრმა თაგვისყურამ ამოყო თავი, იქ ზამბახი გაიშალა და გარშემო საამური სურნელი მოჰფინა; აქ მწვანეში ელვარება დაიწყო მარწყვის პატარა, თეთრმა ყვავილმა, რომელიც გაზაფხულის ბოლოს გაწითლდება და გემრიელ ხილად გადაიქცევა... ბალი, ვაშლი, მსხალი, ნუში, ატამი: ზოგი თეთრი და ზოგიც - თეთრწითელი ყვავილებით იმოსება.

გაზაფხულს თან მრავალი ფრინველი მოსდევს. აგერ, რომელიღაც ფრინველმა მაღლა ცაში დილით ზარივით სიმღერა შემოსძახა: ეტყობა, ტოროლა მოსულა. ცოტა ხნის შემდეგ მარდი და კეთილი მერცხლებიც გვეწვევიან. შროშანი, მოლაღური, მწყერი, გუგული ერთმანეთს მოჰყვებიან... მინდორი, ტყე და ჭალა სხვადასხვა ფრინველით ივსება. მათი გალობა და ჭიკჭიკი, ჭყივილი და სტვენა ბუნებას აღვიძებს. წეროები, გარეული ბატები და იხვები, მაღლა ჰაერში დამწკრივებულები, ჩრდილოეთისკენ მიდიან.

ბულბულიც მალე გააბედნიერებს ჩვენს ქვეყანას თავისი მოსვლით და ჭალას სანატრელ სიმღერებს დასძახებს. ზოგიერთი მოსული ფრინველი ჩვენთან არ ჩერდება, ჩრდილოეთისკენ მიდიან: მაგალითად, წეროები და გარეული ბატები. უმეტესობა კი მთელ ზაფხულს ჩვენთან რჩება, ბუდის კეთებას იწყებენ: დაფრინავენ, ჭყივიან, აგროვებენ ხის ხმელ ტოტებს, ჩალას, ხავსს, ბუმბულს და თავის მომავალ შვილებს ბინას უკეთებენ.

მრავლად ჩნდება ჭიანჭველები, ჭრელი პეპლები, უშნო ბუზანკლები, კაცის შემაწუხებელი კოღო, ქინქლა და სხვა მფრინავი და მცოცავი მწერები, რომელთა ხსენებაც ზამთარში არსად იყო, გაზაფხულზე ათასობით მოეფინებიან ხოლმე მიწას და ჰაერს. ფუტკარი, რომელმაც მთელი ზამთარი თბილ სკაში, ძილში გაატარა, გაზაფხულზე ფხიზლდება. თავის სანთლის ოთახიდან გამოდის, ბზუილით მიფრინავს ყვავილებისკენ და იქ ტკბილ წვენს აგროვებს თაფლის გასაკეთებლად.

გაზაფხულზე მზემ ნადირებიც გააღვიძა: დათვმა, ზღარბმა, ციყვმა და სხვებმა ბუნაგებიდან, ხის ფუღუროებიდან გამოვიდნენ და ტყე-ჭალას მოედვნენ. ადამიანი ნადირს იშვიათად ხედავს და ამიტომ არ იცის, თუ როგორ უხარიათ მათ გაზაფხულის დადგომა. მაგრამ შინაურ საქონელს სიხარულსა და სიამოვნებას ყველა ამჩნევს. ეს საცოდავები მთელ ზამთარს ბოსელში ტყვეებივით იყვნენ გამომწყვდეულები; იქ თბილოდა და საჭმელიც საკმაოდ ჰქონდათ, მაგრამ მოშორებულები იყვნენ მზის შუქს, სუფთა ჰაერსა და თავისუფალ მოძრაობას. მწვანე და ნოყიერი ბალახის მაგივრად, მთელ ზამთარს ხმელი თივით, ფუჩეჩით და ბზით იკვებებოდნენ. მოვიდა გაზაფხული და ასეთი შეზღუდული ცხოვრებიდან შინაური საქონელი გამოიხსნა. ამიტომ დიდი სიხარული აქვთ და ბოსლიდან გამოშვების შემდეგ თავიანთ სიამოვნებას კუნტრუშით გამოხატავენ. ისინიც კი დახტიან, რომლებიც ზამთარმა ისე გაახდუნა, სიარულის დროს ფეხები ეხლართებათ სისუსტის გამო.

ეს დრო ადამიანისთვისაც ძალიან სასიამოვნოა. გაზაფხულის სითბო აფხიზლებს, სუფთა ჰაერი მთელ სხეულს სიცოცხლით უვსებს, მწვანე მინდორი, სურნელოვანი ყვავილებით დაფენილი, თვალს იტაცებს და დიდ კმაყოფილებას აგრძნობინებს; ფრინველების ჭიკჭიკი და მრავალგვარი გალობა ყურსა და სმენას ტკბილად ატკბობს. ერთი სიტყვით, ამ დროს ბუნება სიამოვნებითაა სავსე. მაგრამ ვინც ბუნებასთან უფრო ახლოა, იმას ამგვარი სიამოვნებისთვის არ სცალია. გლეხებს მუშაობის დრო მოუვიდათ. გაზაფხულის მზე გარეთ სამუშაოდ იწვევს. მათაც არ ეზარებათ. ზამთარმა თითქმის სულ გამოლია პური, ქერი, სიმინდი, შვრია, ფეტვი, ბზე, თივა. მუშაობას უნდა შეუდგნენ, რომ მომავალი ზამთრისთვის საზრდოს გარეშე არ დარჩნენ.

თბილი ტანსაცმელი, რომელშიც მთელ ზამთარში გახვეულები იყვნენ, გლეხებმა გაიხადეს და შემდეგი ზამთრისათვის შემოინახეს. სამუშაოდ გაემზადნენ. ზოგი ურემს მართავს, ზოგი გუთანს აკეთებს, ზოგი ფარცხს წნავს. ზოგმა ვაზები ააყენა, გასხლა და სარები შეუდგა. გუთნებიც შეაბა; ხნავენ, ფარცხავენ და თესენ: სიმინდს, ქერს, ფეტვს, შვრიას, ლობიოს და სხვას. ბოსტნები დაბარეს, კვლები გააკეთეს და დათესეს: კარტოფილი, ხახვი, ცერცვი, კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო და სხვა.

ამ მუშაობაში მაისიც გავიდა. აქამდე თბილოდა, ახლა კი დაცხა; მაშასადამე, გაზაფხული დასრულდა და დადგა ზაფხული.

გაზაფხულს ამშვენებს ფრიად სასიხარულო დღესასწაული - ქრისტეს აღდგომა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ