მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 298 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მეფე ვახტანგის სიკვდილის შემდეგ ას ორმოცის წლის განმავლობაში საქართველო ებრძოდა თავის ძველ მტერს - სპარსეთს. ბრძოლა რასაკვირველია იყო არა მუდმივი, არამედ დროგამოშვებითი.

შემდეგ ჩვენს ქვეყანას შემოესივნენ ახალნი მტერი - არაბები. მეშვიდე საუკუნეში ერთმა არაბეთის შვილმა, სახელად მაჰმადმა, თავისი თავი წინასწარმეტყველად გამოაცხადა, შემოიღო ახალი სარწმუნოება და პირველ მცნებად დაადგინა შემდეგი: "არა არს ღმერთი, გარეშე ალლაჰისა, და მაჰმადი არს მისი წინასწარმეტყველიო".

ახალი სარწმუნოება ჯერ არაბეთში იქნა გავრცელებული მახვილითა და ცეცხლით და შემდეგ მრავალ გარეშე ქვეყნებშიც. გავრცელება მოხდა საოცარი სისწრაფით. მაჰმადის მემკვიდრეებმა, სხვათა შორის, სპარსეთიც დაიპყრეს, მოსპეს იქ ზოროასტრის სარწმუნოება, ანუ ცეცხლის თაყვანისმცემლობა, და სპარსელებს მაჰმადიანობა მიაღებინეს. მერე შეიერთეს სპარსეთის ჯარიც და  664 წელს ჩრდილოეთისაკენ გამოილაშქრეს. მათ წინ ვერავინ აღუდგა. შემუსრეს სომხეთი, დაიპყრეს ქართლი, კახეთი და მთელი კავკასიონი.

არაბების წინამძღოლმა მურვან-ყრუმ შეიტყო, რომ საქართველოს მეფე მირი (მირი სტეფანოზის ძე) სამეგრელოში იყო, ამიტომ გადალახა სურამის მთა და დაიძრა იმერეთისკენ.

აქ წინ მიეგებნენ ჯარით არგვეთის მთავარნი: დავით და კონსტანტინე და თავგანწირულად შეებრძოლნენ; მაგრამ ძლეულ იქნენ და თვითონაც ტყვედ ჩაუვარდნენ ხელში მტერს. მურვან-ყრუმ მათ ყოველი წყალობა აღუთქვა, თუ მაჰმადიანობას მიიღებდნენ, მაგრამ იმათ მაცხოვრის ღალატს ტანჯვა და სიკვდილი არჩიეს და წამებული იქნენ ქალაქ ქუთაისში.

ჩვენმა ეკლესიამ დავით და კონსტანტინე წმიდანებად შერაცხა. მათი ნაწილები ასვენია გელათის ახლოს, მოწამეთის მონასტერში. 

მურვან-ყრუ გულის წადილს მაინც ვერ ეწია, ვერ იგდო ხელთ ქართველთა მეფე და იძულებული გახდა თავის საბრძანებელში დაბრუნებულიყო/

მაგრამ არაბთა შემოსევა ამით არ დამთავრდა. ცოტა ხნის შემდეგ არაბთა მეორე წინამძღოლმა გამოილაშქრა ჩვენს ქვეყანაზე და იწყო მისი დარბევა. ამ დროს მეფე მირი აღარ იყო ცოცხალი და მბრძანებლობდა მისი ძმა არჩილი.

არჩილ მეფე წავიდა არაბთა წინამძღოლთან და მიართვა მდიდრული ძღვენი, აღუთქვა ხარჯის მიცემა იმ პირობით, რომ თავი დაენებებინა საქართველოსათვის. არჩილ მეფის ვაჟკაცობამ და სიმშვენიერემ მოინადირა არაბთა წინამძღოლის გული, მაგრამ მეფეს თხოვნა არ აღუსრულა. პირიქით, მოითხოვა, რომ არჩილს მიეღო მაჰმადის სჯული. ჩვენმა მეფემ მტკიცე უარი უთხრა. რის გამოც წამებულ იქნა.

ჩვენმა ეკლესიამ არჩილ მეფეც  წმიდანად შერაცხა.

ამის შემდეგ არაბები დამკვიდრდნენ საქართველოში და მთავარ საცხოვრებლად აირჩიეს თბილისი, სადაც დასვეს საქართველოს მთავარმმართებელი, ემირად წოდებული.

სამართალი მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ შემდეგში არაბები დაწყნარდნენ, დამშვიდნენ და ხათრით ეპყრობოდნენ ქართველებს. ხარჯს იღებდნენ ძალიან მცირეს, თბილისის გარეთ ქვეყნის საქმეებში სრულებით არ ერეოდნენ და სჯულის გამოცვლასაც აღარ თხოულობდნენ ქართველებისგან.

არაბებს ძლიერ უყვარდათ განათლება და ქართველებსაც აქეზებდნენ სწავლის იღებაში. ამასთან არავითარ სხვა მტერს არ უშვებდნენ საქართველოში.

ამითი ისარგებლეს ჩვენმა მეფეებმა, რომელნიც დასავლეთ საქართველოში ცხოვრობდნენ და ყოველმხრივ ძლიერ წინ წაიყვანეს საქართველო. ხანგრძლივი მშვიდობიანობის გამო ჩვენს სამშობლოში მოსახლეობა გაიზარდა, ხალხში დოვლათი დატრიალდა, ქვეყანას ძალა მიეცა და ბოლოს მოიწადინა არაბების განდევნა  და კიდეც ეწია ამ წადილს.

საქართველოს განთავისუფლება არაბთაგან მოხდა ბაგრატ მეოთხის დროს, მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში, მაშასადამე, არაბთა პირველ შემოსევიდან სამასი წლის შემდეგ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ