მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 595 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ბრინჯი ჭაობის მცენარეა და ჩვენს შვრიას გავს. ღერო ორის არშინის (დაახლოებით ორი მეტრი) სიმაღლის ეზრდება და ზედ ასხია გრძელი და ვიწრო ფოთოლი, ზემოთ აბია მოზრდილი და ცოცხივით გაშლილი თავთავი.

სხვადასხვა ქვეყნებში ბრინჯი გავრცელდა ინდოეთიდან, სადაც გარეული სახით ეხლაც ხარობს. საქართველოს ზოგიერთ ადგილებში ბრინჯის თესვა ჩვეულებად აქვთ და კარგადაც მოჰყავთ. ამ ბოლო ხანს იმერეთის მხარეშაც აქა-იქ შემოიღეს ამ მცენარის თესვა.

ქვეყანაზე იმდენი ბრინჯი ითესება, რომ თითქმის ნახევარი კაცობრიობა იმის მარცვლით ცხოვრობს.

ბრინჯს, როგორც ჭაობის მცენარეს, ნოტიო ადგილი უყვარს; ამიტომ მას ან გამოწმენდილ ჭაობში, ან იმისთანა მინდვრებში თესავენ, რომელთაც წყალდიდობის დროს მდინარეები წალეკავს ხოლმე და მიწას ხანგრძლივს სისველეს აძლევს.

როცა ცხელ ქვეყნებში ბრინჯის ჯეჯილი თავს ამოყოფს, იმავე მიწაში ბრინჯს მეორედ თესავენ; ეს იმისთვის, რომ პირველი მოსავლის მომკის შემდეგ იმავე წელიწადში მეორე მოსავალიც მოუვიდეთ. პირველი ნათესი მეორე ნათესს გაზრდას უშლის; მაგრამ მერე, როცა ოთხი თვის შემდეგ პირველს მოსავალს მოაშორებენ, მეორე ნათესი ტანს ჩქარა აიყრის ხოლმე.

ბრინჯს წვერში მოკლედ მკიან, მერე ძნებად კრავენ, მზეზე ახმობენ და ფარდულებში ინახავენ. თბილ და წყლიან ქვეყნებში ბრინჯმა დიდი მოსავალი იცის; ერთი მარცვალი ასიგან ოთხასამდე მარცვალს მოიბამს; რაც უნდა მცირე მოსავალი იყოს, ერთი კოდი ბრინჯი ოცს კოდს მაინც მოიყვანს; თუ კარგი მოსავალია, კოდზე სამოცი კოდი მოდის.

მაგრამ ბრინჯის მოვლა და მოყვანა ჯანმრთელობისთვის ძლიერ მავნებელია. სადაც ბრინჯი ითესება, იქ ჭაობისაგან ჩნდება სხვადასხვაგვარი ციება, რითაც ბევრი მხვნელ-მთესველი იხოცება. ბრინჯი ისეთი ნოყიერი არ არის, როგორც სხვა ჩვენი საპურე მარცვლები. სამაგიეროდ ის ძლიერ იაფია. კარგი მოსავლის დროს თბილ ქვეყნებში ერთ კაპეიკად (პირობითად ერთ თეთრად) სამს გირვანქა ბრინჯს იყიდი.

ეს არის მხოლოდ ცუდი, რომ ბრინჯისგან პური ვერ გამოცხვება: ბრინჯს წმინდა წყალში ხარშავენ და ისე მოიხმარენ. ბრინჯის ფლავი ჩვენშიაც განთქმულია.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ