მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 518 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მიწისძვრა მეტად საშიში მოვლენაა. ამ დროს დედამიწის ქვეშ ისმის საზარელი გრგვინვა, რომელიც ჭექა-ქუხილს მოაგონებს, დედამიწის ზედაპირი ზღვასავით ადის და ჩამოდის, შენობები იქცევა, თავზარდაცემული ადამიანები ცდილობენ როგორმე მინდორში გაასწრონ და ნანგრევების ქვეშ არ მოჰყვნენ.

საქონელი საცოდავი ხმით ბღავის, მდინარეები ნაპირებიდან გადმოდის და ფარავს თავის გარეშემო ადგილებს; ზოგი მთა სკდება და იქცევა. ამგვარი მიწისძვრა უდიდეს ქალაქებსაც რამდენიმე წამში ნანგრევებად აქცევს ხოლმე.

რა აჩენს მიწისძვრას?

მეცნიერების გამოკვლევით, ჩვენი დედამიწა მთლად მაგარი და ცივი არ არის. მაგარი და ცივი მას აქვს მხოლოდ ზედაპირი, შუაგული კი (მათ შორის ქვებიც) საშინელი სიცხისგან სრულიად გამდნარია. ერთი სიტყვით, დედამიწა წააგავს კვერცხს, რომელსაც კანი მაგარი აქვს, გული კი რბილი და თხელი, იმ განსხვავებით, რომ კვერცხი მთლად ცივია, დედამიწას კი გული მეტად ცხელი. დედამიწის ქერქი თანაბარი არ არის: ზოგან ჩაღრმავებული და ჩაზნექილია. ამ ჩაღრმავებულ ადგილებში დაგროვებული წყალი შეადგენს ზღვებსა და ოკეანეებს.

რასაკვირველია, სადაც მიწის ქერქი ჩაღრმავებულია, იქ იმ ქერქს სისქე აკლია და უფრო თხელია. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ზღვის ძირიდან დედამიწის თხელ ქერქში წყალმა სადინარი გზა იპოვა, იდინა, იდინა და ჩავიდა დედამიწის გულში. რა უნდა მოხდეს ამ დროს? რადგან დედამიწის გულში საშინელი სიცხეა, ამიტომ ეს წყალი მაშინვე ორთქლად იქცევა, საშინლად განიერდება და ტევადობისთვის დიდ ადგილს ითხოვს. 

(თუ შეგიმჩნევიათ როდისმე. ცოტაოდენი ორთქლი საარაყე ქვაბში ხუფს როგორ ბუმბულივით მაღლა შეისვრის ხოლმე, ალბათ მიხვედრილი იქნებით, რომ ორთქლს საოცარი ძალა აქვს). 

ახლა წარმოიდგინეთ, რომ დედამიწის გულში ზღვებიდან ბევრი წყალი ჩავიდა და შიგნით ბევრი ორთქლი დაგროვდა. ეს ორთქლი, რასაკვირველია, საშინელი ძალით დაიწყებს მაღლა მოძრაობას, ერთი ადგილიდან მეორეს მიაწყდება, დედამიწის ქერქს ზემოთ მძლავრად მოაწვება, რომ დაძლიოს, გზა გაიკვლიოს, ამოხეთქოს და ზევით ამოვარდეს.

ცხადია, რომ ამ დროს დედამიწის ის ადგილი, სადაც ორთქლი ქვემოდან აწვება, უნდა გაქანდ-გამოქანდეს, ავიდ-დავიდეს, ერთი სიტყვით, მიწისძვრა უნდა მოხდეს.

რამდენადაც უფრო ბევრი ორთქლია დაგროვებული დედამიწის შუაგულში, იმდენად უფრო ძლიერი იქნება მიწისძვრა.

მიწისძვრა იქამდე გაგრძელდება, სანამდე ორთქლი დედამიწაში სადმე დიდ ნაპრალს არ იპოვის და ზემოთ არ ამოვარდება. დედამიწას ზოგიერთ მთებში აქვს ამგვარი ნაპრალები, საიდანაც მიწის ძვრის დროს ვეებერთელა შადრევანივით ამოქუხს ხოლმე ორთქლი და თან ამოაქვს მეტად ცხელი, გამდნარი ნივთიერება. შენიშნულია, რომ, რა წამს რომელიმე მთის ნაპრალიდან ორთქლი და ცხელი ნივთიერება დაიწყებს დენას, იმ წამსვე მიწიძვრაც შესუსტდება ხოლმე.

მაგრამ რა საფუძველი აქვს მიწისძვრის ამგვარ ახსნას? რაზე არის დამყარებული ის აზრი, რომ დედამიწის გული გამდნარია და საშინლად ცხელი ნივთიერებისაგან შედგება?

მეცნიერების მიერ აღმოჩენილია, რომ დედამიწაში, ოცდახუთი მეტრის სიღრმეზე ზამთარ-ზაფხულ ერთანირი სითბო ტრიალებს. რაც უნდა ცხელი ზაფხული იყოს და რაც უნდა ცივი ზამთარი, ამ სითბოს არც მოემატება და არც მოაკლდება.

ამის მაგალითს ნათლად გვიჩვენებს ჭის წყალიც: თუ ჭა ღრმად არის ამოთხრილი, მისი წყალი პაპანაქება სიცხეში ძალიან ცივი გვეჩვენება და ცივ ზამთარში - თბილი. ეს იმიტომ, რომ წყლის ტემპერატურას თითქმის არც აკლდება და არც ემატება

იმ სახელმწიფოებში, სადაც მადნებს თხრიან, ალაგ-ალაგ მიწაში ძლიერ ღრმად ჩასულან და შეუმჩნევიათ, რომ რამდენადაც უფრო ქვემოდ მიდის მიწაში კაცი, იმდენად უფრო მომეტებული სითბო იგრძნობა. გაზომეს ეს სითბო თერმომეტრით და დარწმუნდნენ, რომ იმ ადგილიდან, სადაც ზამთარ-ზაფხულ მუდამ ერთი და იგივე სითბოა, ყოველი ორმოცი მეტრის ქვემოთ, თითო გრადუსი სითბო ემატება. გამოიანგარიშეს და დაადგინეს, რომ მიწის ქვემოთ, ას ორმოცდაათ მეტრ სიღრმეზე ისეთი საშინელი სიცხე უნდა იდგეს, რომელიც ალღობს და ადნობს ყოველგვარ ქვასა და რკინეულობას.

მიწის შუაგულში რომ სწორედ იმისთანა სიცხე ტრიალებს, ეს იქიდანაც სჩანს, რომ ის გამდნარი ნივთიერება, რომელიც ხანდახან ამოდის ზოგიერთი მთის ნაპრალებიდან, არის საშინლად ცხელი, ასე რომ მთის ფერდობზე დენის დროს რკინას ერთ წამში ადნობს და თავის სიმხურვალეს არ კარგავს რამდენიმე წლის განმავლობაში.

აშკარაა, რომ მიწისძვრაში წყალიც მონაწილეობს: როცა მიწისძვრის დროს, რომელიმე ნაპრალიდან ცხელი ნივთიერება ამოიფრქვევა, მასში დიდი რაოდენობით ორთქლი ურევია. ეს ორთქლი იმდენად ბევრია, რომ მთელ მთასა და მის შემოგარენს ნისლითა და ღრუბლით ფარავს და აჩენს ხშირ და მსხვილ წვიმას, მაინაც კი, როცა ცაზე ღრუბელი საერთოდ არ ჩანს.

ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ ძლიერი მიწისძვრა და მთების ნაპრალებიდან ცხელი ნივთიერების ამოხეთქვა, უმეტესწილად ხდება ზღვასთან ახლოს მდებარე ქვეყნებში. ზღვისგან დაშორებით მდებარე, შუაგულ ხმელეთზე, ეს ორი მოვლენა ძალიან იშვიათია.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ