მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 632 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ციყვი აკეთებს საკუჭნაოს ნაძვის ან სხვა ხის ტოტებში. აქ აგროვებს და ინახავს თხილსა და კაკალს ზამთარში საკნატუნებლად. თაგვი საკუჭნაოს მიწაში იშენებს, სადაც ინახავს საზამთროდ პურის მარცვალს, მუხუდოს და მცენარეების ფესვებს. აქლემს კი თავისი საკუჭნაო ზურგზე აქვს.

აქლემი არის ცხელის უდაბნოს მცხოვრებელი. ასეთი უდაბნო ძალიან ძნელი სასიარულოა. აქ ოც-ორმოც ვერსს ისე გაივლის კაცი, რომ ვერ ნახავს ვერც ერთი ღერ ბალახს, ვერც ერთი მწვანე ფოთოლს. გარშემო ყველგან ყრია მარტო გახურებული ქვები და მოფენილია ყვითელი, მშრალი და ცხელი ქვიშით; მხოლოდ აქა-იქ ადგილებში მოწანწკარებს პატარა, თხელი რუები, რომლის გარშემო ხარობს ხეები და ყვავილები. უდაბნოში ამგვარ ნაყოფიერ და მწვანით შემოსილს ადგილებს ოაზისები, ანუ კორდები ჰქვია.

ერთს ამგვარს ოაზისში არაბებმა გაშალეს თავისი კარვები. აქ დაიბადა პატარა აქლემი. შავგვრემანი არაბი ბავშვები ეთამაშებოდნენ კოზაკს, ხუჭუჭიანს თავს დებდნენ მის რბილ კისერზე და ისე იძინებდნენ. საჭმელი ერთი ჰქონდათ; როგორც ბავშვები, ისე ის კოზაკი იკვებებოდნენ აქლემის ტკბილი რძით.  რამდენიმე წლის შემდეგ კოზაკი გაიზარდა და გადაიქცა ღონიერ აქლემად და თავისი პატრონის ერთგულ მოსამსახურედ.

ტუჩები აქლემს ძალიან ხმელი და მაგარი ჰქონდა; ამიტომ არ დაესერებოდა ხოლმე, როდესაც გლეჯდა მაგარ ეკლიანს მცენარეებს, რომლითაც იკვებებოდა. აქლემი ამ მცირედი საჭმლითაც კმაყოფილი იყო და ისე გაიზარდა და გაღონიერდა, რომ თავისი ზურგით ატარებდა თავისს პატრონსაც და მძიმე საპალნესაც.

საჭმელი არა მარტო აქლემის ხორცსა და სისხლს, კანსა და ძვლებს ერგებოდა, არამედ ცოტა რამ საზრდოც ინახებოდა მის სხეულში იმ დროისათვის, როდესაც აქლემს მოუხდებოდა შორს მგზავრობა უწყლო და უსაჭმლო უდაბნოში. საჭმლისგან კეთდებოდა აქლემის სხეულში ქონი, რომელიც ზურგზე ამოსულ კუზში გროვდებოდა.

აფრიკის აქლემებს მარტო ერთი კუზი აქვთ; სხვა აქლემებს, რომლებიც შუა აზიაში ცხოვრობენ, ორ-ორი კუზი აბიათ. პირველ აქლემებს ეძახიან ცალკუზიანს, ანუ დრამადერებს, მეორეებს - ორ-კუზიანს.

გარედან  აქლემების კუზი შემოსილია ხშირი და გრძელი ბალნით; შიგნიდან კი შედგება ნაზი და დაცალკევებული კანისგან. ეს კანი დაყოფილია მრავალ პატარ-პატარა უჯრედებად და ემსგავსება ღრუბელს. მხოლოდ აქ კანსა და კანს შუა უფრო მცირე ცარიელი ადგილია, ვიდრე ღრუბელში და ყველა მხრიდან გარშემო ეს ცარიელი ადგილები დახურულია. ყველა უჯრა პაწაწინა საკუჭნაოა აქლემისთვის, თვითოეულ უჯრას ყოველ დღე ემატება ქონი. თუ აქლემს საკმარისი საჭმელი ეძლევა, მაშინ კუზი მას მაღალი და გაჭიკნილი (გავსებული) აქვს. მხედარი თავ-მოწონებით ზის მასზე, როგორც ბალიშზე.

აქეთ-იქით გვერდებზე აქლემს ჰკიდია საპალნის ცალები, საგზაო ხორაგით სავსე გოდრები და წყლის ტიკები. ამ საჭმლის საკუჭნაოს გარდა აქლემს კიდევ აქვს წყლის საკუჭნაო რომელიც საჭმელზე ბევრად საჭიროა, მეტადრე ცხელ ქვეყნებში.

კუჭთან აქლემს აქვს კანის მრგვალი უჯრები. ეს უჯრები ისე იღება და იკეტება, როგორც მჭედლის საბერველი. როცა წყაროზე ჩასვლა მოუხდება ხოლმე, აქლემი სვამს გასაოცრად ბევრს წყალს, ეს იმიტომ, რომ ივსებს წყლის საკუჭნაოს. წყალს აქლემის კუჭი ინახავს იმ დროისათვის, როდესაც უდაბნოში ერთი ცვარითაც პირის გასველება არ შეიძლება.

- აი ქარავანი შორს გზას გაუდგა. გზა მიდის ხრიოკ ქვიშიან უდაბნოზე. გზას კვალი სრულიად არ ემჩნევა, რადგანაც ქვიშისაგან არის წალეკილი. წინამძღოლი მზის მდებარეობით იგნებს გზას და ქარავანს მიუძღვის. კარგა ხანია, რაც გზაზე არიან, მაგრამ მისასვლელი ადგილი ჯერ შორს არის; სასმელ-საჭმელი ქარავანს ელევა და მოჭირვებას (გამძლეობას, მოთმინებას) ითხოვს. აი იქამდის გაჭირდა საქმე, რომ მოგზაური თავის აქლემებს ჯერზე აძლევს მხოლოდ ცოტა დანაყილ ინდის ხურმის გულს და ტირიფის რამდენსამე ყლორტს. ხორაგის თითქმის დაცარიელებული კალათიდან. წყალი ტიკებში აღარ არის, ქარავანი უწყლოდ იღუპება.

აი ამ დროს აქლემი გამოზოგვით ხმარობს თავის საკუჭნაოში შენახულს ქონს და წყალს. მართალია აქლემს კუზი დაეფუშა და დაუპატარავდა, წყალიც თითქმის გამოელია, მაგრამ ორგანიმზში შენახული მარაგები მაინც ასაზრდოებს; აქლემი ჯერ კიდევ არა კარგავს ღონეს და მხნედ მიყავს თავისი პატრონი დანიშნულ ადგილას.

ზოგჯერ აქლემი სხვა სახითაც გადაარჩენს ხოლმე ქარავანს. აქლემი, რომელიც სველს ჰაერს საკვირველად შორს ყნოსავს, როგორც კი იგრძნობს მას თავისი მაღლა აწეული ცხვირით, მაშინვე საჩქაროდ გაეშურება თავისი გრძელი ფეხებით იქით, საიდანაც სისველის სუნი სცემს, და ცოტა ხნის შემდეგ პირუტყვი და მისი მხედარი დასვენებულები დგანან დიდი ბზის ჩრდილის ქვეშ, რომელიც დახუნძლულია გემრიელი ნაყოფით და სადაც მოჩხრიალებს მწვანე ბალახით გარშემორტყმული ცივი წყარო.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ