« ა »
აბუეტი - დაბნეული აგარაკი - სახნავ-სათესი მიწა. აზმნობა - ფიქრი; არა აზმნობდეს - არა ფიქრობდეს, არა ჰგონებდეს. აკარაკი - სულელი. ალაფი - დავლა, ნადავლი. ალიყური - სილის გაწვნა. ამაო - უსარგებლო, უქმი. ამბორის ყოფა - კოცნა. ამჴმელი - ამღები. ანაზდეული - უცაბედი, მოულოდნელი. ანგარება - სიხარბე, ვეცხლისმოყვარეობა. ანთრაკი - ერთგვარი ძვირფასი ქვა, ნაკვერცხლის ფერი. არგანი - ჯოხი, კვერთხი. არდაბაგი - სარკმელი. არდაგი - წინსაფარი, ტილო. არება - მიმოდა არებ თვალთა - აქეთ-იქით იხედები. არვე - ცხვრის ფარა. არია - პლანეტა მარსი. ასლი - პურეულთა ჯგუფის ერთ-ერთი ძირითადი სახეობა, ორმარცვალა. ასო - ადამიანის სხეულის ნაწილი, ორგანო. ასპიტი - ძლიერ შხამიანი გველი. აფროდიტი - პლანეტა ვენერა. აღდება - მოდება, მოკიდება (ცეცხლისა); აღდებული - მოდებული, მოკიდებული. აღვსება - აღდგომა. აღკრება - დაკრეფა, აღება. აღლაღება - გალაღება, გათამამება. აღმონაღები - ამონღები, ნარწყევი, ნანთხევი. აღმოსავალი - აღმოსავლეთი. აღმოჴდა - ამოღება, ამოთხრა. აღნადგინები - სარგებელი, პროცენტი. აღტყველვა - ტაშის შემოკვრა სიხარულით. აღტყინებული - ანთებული, აღგზნებული. აღუბორგველობა - აღუშფოთველობა, გაურისხველობა. აღუზვავებელი - ვინც არ არის გაამაყებული, გადადგულებული ან გაამპარტავნებული. (საპირისპირო ცნებაა აღზევებული). აღქმა - აყვანა; აღიქვა - შეისვა. აღძრვა - აჯანყება, აბუნტება. აღჭურვა - შეიარაღება. აყირო - გოგრა. აღჴოცა - აღფხვრა, წაშლა, აღგვა.
« ბ »
ბაბაჭუა - ობობა. ბაბასილი - ძალიან მწარე. ბაია - დანაკის კუდის ფოთოლი. ბასრობა - კიცხვა, დაცინვა, გინება. ბებკი - ძონძი, კონკი, ნაგლეჯი. ბევრი - ათი ათასი (10 000); ბევრეული - ათი ათასეული. ბევრის ბევრეული - ათი ათასჯერ ათი ათასეული ანუ მრავალი, უთვალავი. ბელიერი - ეშმაკი, ავი სული. ბერწი - უშვილო. ბეცება - ბარბაცი. ბიალონი - თხელი და მსუბუქი წამოსასხამი (ხმარობდნენ სასულიერო პირები). ბილდირგა - ხელის ან თითის გასაყრელი. ბისონი - ძვირფასი ქსოვილისაგან დამზადებული სამოსელი, რომელსაც იცვამდნენ მეფეები და მღვდელმთავრები. ბოროტ-მზრახველობა - ბოროტი ლაპარაკი, ლაყბობა. ბოღლიწო - ღვინოში ჩამბალი პური. ბროჭი - ონკანი ბრჭალი - ტერფი. ბურდო - ფეტვის ბზე, გაულეწავი. ბურვა - ხურვა. ბუქი - ქარბუქი. ბჭე - კარი, შესავალი.
« გ »
გადამქართულდა - გადამავიწყდა. გაბაჯანი - სალოკი და შუა თითის განი. გავალაკი - საჩრდილობელი, თავს გადასაფარებელი. გამკაცრება - გაფრთხილება, მორიდება. გამოვრდომა - გამოვარდნა. გამოთარგმანება - განმარტება. გამომჴდელი - გამომგდები, გამომდევნელი. გამოტევება - გამოშვება. გამოღება - გამოსხმა (ნაყოფისა). გამოხვმა - გამოღება, გამოყვანა. გამოწვლილვა - დაწვრილებით გამოძიება, გამოკვლევა. გამოჴუება - გამოკლება. განბასრვა - გაკიცხვა, დაცინვა, დამცირება. განბძარვა - გაგლეჯა. განბჭობა - განსჯა. განგლისპებული - გაანჩხლებული, გაავებული, გაკაპასებული. განგოზი - კირი, გაჯი. განდრეკილობა - განდგომა, გადახრა (მართლმადიდებელი სარწმუნოებიდან). განვაჭრებული - განსყიდული. განვლინება - გაგზავნა, გაშვება. განვლტოლა - გაქცევა. განვრდომა - გავარდნა. განზვავებული - გაამაყებული, გადიდგულებული. განკითხვა - განსჯა, გასამართლება. განკრძალვა, განკრძალება - მორიდება, გაფრთხილება. განკრძალული - გაფრთხილებული, მორიდებული. განლაღება - გალაღება, გათამამება. განლევა - გათავება. განლიგება - გაშტერება, გარინდება, გაჩუმება. განმარტება - გაშლა. განმსტრობა - დაზვერვა. განმტკიცება - გამაგრება. განმხრწნელი - წამხდენელი, სიცოცხლის მომსპობი. განოტება - განდევნა, გაძევება, მოშორება. განპოხება - გასუქება. განრინება - ხსნა, გადარჩენა. განსარინებელი - გადასარჩენი. განსვენება - მოსვენება. განსპეტაკება - გათეთრება, გაწმენდა. განსხიპვა - გაჭიმვა, გაკვრა. განსხმა - გაძევება, განდევნა. განქარვება - გაუჩინარება, გაბრობა. განქიქება - შერცხვენა, გაკიცხვა. განქრევა - გაუჩინარება, გაბრობა, მოსპობა. განჩინება - განკითხვა, განსჯა. განცდა - დანახვა, განჭვრეტა. განცემა - სობა, გარჭმა. განცოფება - გაგიჟება, გახელება. განცხოველება - გაცოცხლება. განცხრომა - ლხენა, შვება, დროს ტარება. განძება - გაძევება, განდევნა. განძვინება - გამძვინვარება, გააფთრება. განწონება - გაჩრა, გარჭმა, ჩასობა. განწყობა - საბრძოლველად გამზადება. განხეთქა - დახევა. განხვმა - გაღება, გახსნა, გახელა. განხრწნადი - მოკვდავი. განჴდა - გახდა, გაძრობა. განჴმელი - დამშრალი; ხმელი, გამხდარი. გარდამოჴდომა - გადმოხტომა. გარე-შემოუწერელი - შემოუსაზღვრელი, შემოუფარგლავი. გარე-წარქცევა - გარეთ მიბრუნება. გარეგან - გარეშე; გარდა. გარეგანი კაცი - ადამიანის სხეული. გარე-მიქცეული - ზურგშექცეული. გარე მოდგომილი - გარშემორტყმული, გარემოცული, ალყაშემორტყმული. გაროქვა - გაძარცვა, ქონების გატაცება. გახელება - გაგიჟება. გება - არ ეგების - არ შეიძლება. გეენია - ჯოჯოხეთი. გვადრუცი - კოლოფი, ყულაბა. გვემა - ცემა. გლახაკი - 1. მათხოვარი, გლახა; 2. ღარიბი, უქონელი, უპოვარი; 3. თავმდაბლობა. გლისპი - ანჩხლი, კაპასი, ავი. გონება-მოუდრეკელი - რეგვენი. გრძნა - არავინ აგრძნას, არავინ შეიტყოს. გულდამზიდველი - გულდამზიზღებელი. გულისთქმა - წადილი, სურვილი. « დ » დაბებკული - დაკონკილი, დაძონძილი. დაბრყვილებული - მოსუსტებული, დაკლებული. დაბურვა - დახურვა. დაბძარვა - დახეთქვა, დაჭრა, დაგლეჯა. დაგება - 1. შერიგება; 2. დაფენა, გაშლა. დადგინება - დანიშვნა, დაყენება. დადგრომა - დადგომა, გაჩერება. დაუდგრომელი - გაუჩერებელი, მოუსვენარი. დადუხჭირება - დაუშნოვება. დავანება - დამკვიდრება, დასადგურება. დაზრქელებული - გასქელებული. დათიჴება - ატალახება. დათხევა - დაღვრა. დათხეული - დაღვრილი. დაკვეთება - დაცემა, დავარდნა. დაკრება - ჩაქვავება, ჩაქოლვა. დალტობა - დასველება. დალტობილი - დასველებული. დამარხვა - 1. შენახვა; 2. დამკვიდრება. დამმარხველი - შემნახველი. დამაშვრალი - დაღლილი. დამთხე - მომზრახი (საბა), ქადაგი. დამოკიდებული - ჩამოკიდებული. დამსჭვალვა - დალურსმვა. დამსჭვალული - დალურსმული. დამტკნარება - შესქელება. დამშთვარი - დამხრჩვალი. დამძიმება - შეწუხება. დაკარწახება - წვივის მოშიშვლება. დამწიკულება - გაჭუჭყიანება, გასვრა. დანაკის-კუდი - ფინიკი, ინდის ხურმა. დანთქმა - დაძირვა, ჩაძირვა. დარაკი - ფარი. დასავალი - დაძავლეთი. დასტაქარი - ქირურგი, ჭრილობათა და მოტეხილობათა მკურნალი. დასტამბო - ნესვი. დასხმა - დაფუძნება. დატევება - მიტოვება. დაფლვა - დამარხვა, დაკრძალვა. დაფლული - დამარხული. დაფოლვა - დაწუნება. დაფხვრა - დაგლეჯა. დაძაბუნება - დაუძლურება, დასუსტება. დაღნიოშება - გაცუდება, დაუშნოვება. დაყენებული - აკრძალული. დაყუდება - დადგომა, ჩადგომა, გაჩერება. დაშთობა - დახრჩობა. დაშთომა - დარჩენა. დაშრტობა - ჩაქრობა. დაცადება - შეჩერება, დაყოვნება, შენელება. დაცადებული - დაყოვნებული, შეჩერებული. დაუცადებელი - შეუჩერებელი, შეუნელებელი, დაუყოვნებელი. დაცემა - დაკვრა (საყვირისა). დაწერტა - დაჩხვლეტა ეკლით. დაწვლილება - დაწვრილება. დაწუხვა - დახუჭვა. დაწყობა - შეთანხმება, შეწყობა. დაჭირვებული - გაჭირვებული; დანაღვლიანებული, დამწუხრებული. დაჴსნა - დარღვევა, დაშლა; დაუძლურება. დამჴსნელი - დამარღვეველი, დამშლელი. დაჴშვა - დახურვა, დაკეტვა. დედაწული - ჯალაბობა, სახლეული. დია - პლანეტა მუშთარი. დიაცი - ქალი, დედაკაცი. დიდება - სახელი, პატივი, ღირსება; გადაჭარბებული ქება. დიდედა - ბებია დიკა - გაზაფხულის ნათესი ხორბალი. დილეგი - საპატიმრო, საპყრობილე. დრაკჰანი - ოქროს მონეტა. დრტვინვა - ბუზღუნი. დრუნგილი - მარმარილო. « ე » ებგური - გუშაგი, ყარაული. ედემი - სამოთხის ბაღი. ემბაზი - სანათლავი ჭურჭელი. ემპლასტრო - მალამო, სალბუნი. ენაბრგვნილობა - ენაჩლუნგობა, ენაბლუობა. ენკრატისი - მოწესე ქალი. ენქერი - ხელსახოცი. ერგასი - ორმოცდაათი (აღდგომიდან სულთმოფენობამდე) ერდო - სახლის ბანი, ზედა ბრტყელი სახურავი. ერმი - პლანეტა მერკური. ექსორია - სამშობლოდან გაძევება, განდევნა.
« ვ »
ვარსამი - დალაქი ვარყალი - შანდალი. ვასილისკო - ბასილისკო, თვალთ მაკვდინებელი მხეცი, გესლიანი (საბა). ვაშკარანი - ტომარა, ჩანთა. ვაჴ(ხ)ში - სარგებელი, პროცენტი, აღნადგინები. ვლტოლა - გაქცევა.
« ზ »
ზავებული - შეზავებული. ზაკვა, ზაკუვა - ცბიერება, თვალთმაქცობა. ზარდაჴშა - პატარა ყუთი, კოლოფი. ზატიკი - პასექი. ზატიკობა - აღდგომა. ზე - 1. ... -ის დროს. მოსეს ზე - მოსეს დროს. 2. მაღლა, ზევით, ზეზე, ფეხზე. 3. „ზედა“ თანდებული. ზემფრინავი - თვითმფრინავი. ზეზი - ოქროქსოვილი. ზეშთა-მჩენი - ამპარტავანი, ამაყი, ქედმაღალი; ზეშთა-მჩენობა - ამპარტავნობა, ამაყობა, ქედმაღლობა. ზეცისა ძალნი - ანგელოზები. ზვავი - ამპარტავანი, ამაყი, ქედმაღალი; ზვაობა - ამპარტავნობა, ამაყობა, ქედმაღლობა. ზვარაკი - შესაწირავი ცხოველი; ზვარაკი ჭამებული - ნასუქარი, შესაწირავად გასუქებული მოზვერი. ზოდი - ზოდიაქო. ზოსტერი - ძვირფასი ქვებით შემკული ტყავის ქამარი. ზრახვა - ლაპარაკი. ზრდა - კვება.
« თ »
თავადი - ბატონი, დიდებული, უფროსი. თავდამოქცევა - თავდაყირა. თავის მიდრეკა - თავშეფარება; თავთა მისადრეკი - თავშესაფარი. თანა-განმზრახი - მრჩეველი. თანა-მოდასე - თანაწევრი, დასის წევრი. თანანადები - ვალი, გადასახადი. თარგმანი, თარგმანება, თარგმნა - განმარტება. თაფლი ველური - „ხე არს მსგავსი ურთხლისა, რომლისა მიერ მსგავსი მანანასი ჩამოეწვეთების“. თაფლუჭი - ერთგვარი მათრობელა სასმელი. თეო - ფარეხის გარშემო საყარაულო ადგილი. თვალვა - თვლა. თვალ-მოუღებელი - თვალმოუშორებელი, თვალაუღებელი. თვით-სჯულება - თავნებობა. თვისი - ნათესავი, მოყვარე, თავისიანი. თხზულება - დაწნული. თხიერი - ტიკი.
« ი »
იგავი - „იგავნი“, ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი. იავარ-ქმნა - აკლება, განადგურება, აოხრება. ინანი - ერთგვარი სურნელოვანი სასხურებელი წყალი. ისმაიტელი - ბიბლიური გადმოცემით, აგარის შვილის ისმაილის ჩამომავალი. შემლგომში ისმაიტელებად იწოდებოდნენ მაჰმადიანები. ისრიმი - მკვახე ყურძენი. იფქლი - ხორბალი, პური. იქედნე - შხამიანი გველი, რომელიც პირიდან მაკდება და მშობიარობის დროს კვდება. იშვით - იშვიათად. იძრვისი - რაც მოძრავია (ცხოველები, ფრინველები და ქვემძრომნი). იწრო - ვიწრო, პატარა (ადგილი); იწროება - სივიწროვე, გაჭირვება. იხ. შეიწრებული. იშვი - იშვიათად.
« კ »
კავშირი - ელემენტი (მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი). კაზმა - იხ. განკაზმა. კაკანათი - ფრინველების მახე. კარაული - სახედარი, ჯორი. კაჩალო - ხორცის ჩამოსაკიდი კაპიანი ხე, ჩანგალი. კაცად-კაცადი - თითოეული. კბოდე - ზღვის ან მდინარის კლდოვანი (ციცაბო, ფრიალო) ნაპირი. კდემა - რიდი, რცხვენა. კვართი - ქრისტეს პერანგი. კვეთება - შეხეთქება, შესკდომა. კირიელეისონ - ბენძნულია, ქართულად ნიშნავს „უფალო, შეგვიწყალენ!“. კლემაქსი - კიბე, წმ. იოანე სინელის თხზულება. კლიტე - გასაღები. კმა - საკმარისი. კოლვიზმა - დიდი მარხულობა. კომსობა - ერისთავობა. კოჭიკური - ნაპარსი თმა. კრეტსაბმელი - ფარდა. კრონოს - პლანეტა სატურნი. კროჭი - ონკანი; კრჩხიალი, კრჩხიალება - საზარელი კივილი. კრძალვა - რიდება. კუკული - ბერის ქუდი. კუროს თავი - ტატაშა, შავი ნარი (აქვს ეკლები).
« ლ »
ლაინი - შეღებილი ნარმა. ლალვა - ჩხუბი. ლანქერი - თოვლის ღვარი. ლანძვი - სარკმელი, ფანჯარა. ლაქა (ლაქისა) - მათრახის ლაქა კუთხ (მათრახის ბოლოს მიბმული ფართო ტყავი). ლიზღობა - მლიქვნელური და უშვერი (კადნიერი) ლაპარაკი. ლირწი - ვნებიანი, მხურვალე (ითქმის ქალთა სქესზე); ლირწება - ვნებიანობა, მხურვალება. ლიტონი - უბრალო. ლიქნა - პირფერობა. ლმობა - ტკივილი. ლოქაფი - დიდი პირის მქონე ქალი. ლტობა - დასველება. ლტოლვილი - გაქცეული. ლურტყი - თოთო.
« მ »
მაგისტროსი - მოძღვარი. მალიად - სწრაფად, ჩქარა. მამონა - უსამართლოდ შეძენილი ქონება. მამწყობარი - შემწყობელი. მანანა - ზეციური პური, რომლითაც კვუბავდა ღმერთი ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელებს უდაბნოში. მანდატური - ხელარგნოსანი, მეფის მცველი მოხელე. მანიაკი - მოთვალულ-მომარგალიტებული საყელო. მანქანება - სხვადასხვა სავნებელი ხერხი, ხრიკი. მაოტებელი - განმდევნელი, გამაქცეველი. მაოხარი - ამაოხრებელი. მართვე - ბარტყი, ბახალა. მახმური - შეზარხოშებული / მთვრალი მარმენიო - ბედისწერა. მარტვილი - წამებული, მოწამე. მაღნარი - მაღალი და ხშირი ტყე. მახა - ასლი. მგბარი - მოხარშული. მგვემელი - მცემელი. მგზნებარი - მოგვი, ცეცხლის მნათებელი ქურუმი. მგმობარი - მგმობელი, ქრისტიანული სარწმუნოების უარმყოფელი. მგრგვალი - მრგვალი მდუმრადი - მდუმარე, უსიტყვო, ჩუმი. მდღევარი - დღიური. მებეჭე - მისანი, რომელიც ბეჭის ძვლით მკითხაობს. მებრუჟეობა - ლოთობა. მეზვერე - მებაჟე, ხარკის ამკრეფი. მეინახე - თანამესუფრე. მეკერმე - კერმის (წვრილი ფულის) ამკრეფი. მეკობრე - ავაზაკი, ყაჩაღი. მეკრე - კარის მცველი. მელი - მელია. მემთრვალე - ლოთი; მემთრვალეობა - ლოთობა; მთრვალობა - თრობა. მთხრებლი - ორმო, თხრილი. მიგება - მიზღვევა; მისაგებელი - მისაზღავი. მიდამო-ვლა - აქეთ-იქით სიარული. მიდგომა - დაორსულება მუცლად-ღება; მიდგომილება - დაორსულება. მიდრკომა - გადახრა, გადახვევა. მითვალვა - მითვლა, თვლით მიცემა. მილიონი - მილი (სიგრძის საზომი ერთეული). მიმდემი - მუდმივი, მარადიული. მიმყოლი - მიმდევარი. მიმწუხრი - საღამოს. მიპყრობა - მიწოდება, მიცემა. მისაგებელი - იხ. მიგება. მისადრეკკლი - თავშესაფარი. მიტაცება - წართმევა, წაგლეჯა. მიღება - წართმევა. მიჩემება - მისაკუთრება. მიწევა - მიღწევა. მიწურვა - მიახლოვება. მიუღო - წაართვა. მიხვეჭა - წართმევა, მიტაცება. მიხვმა - (ჴორცნი) მარიამისაგან მიიხვნა - (ხორცი) მარიამისაგან შეისხა. მიჭვრიტინა - სარკე. მკალი - კალია. მკელობელი - კოჭლი. მკვრელი - დამკვრელი. მკოდოვანი - ღარიბი, ღატაკი, უქონელი; მკოდოვნება - სიღარიბე, სიღატაკე, უქონელობა. მლევანება - გულსავსეობა, გულუხვობა. მოაბა - ტახტრევანდი. მოგება - 1. მოსაზრება, ჭკუაზე (გონს) მოსვლა; 2. შეძენა, მოპოვება. მოგვი - ვარსკვლავთმრიცხველი, ასტროლოგი. მოდასე - დასის წევრი; მოდასეობა - დასის წევრობა. მოდგომა - შემოვლა, შემოხვევა, მოახლოება, შემოვლება. მოდნობა - მონელება. მოდრეკა - მოქცევა, მობრუნება. მოვაჭრებული - მოშოვებული, შეძენილი. მოვლება - მოტარება. მოზავებული - დაზავებული. მოთვალული - თვლებით მოჭედილი. მოკვეთა - მოჭრა, გადატ. მოკვლა. მოკიცხარი - მქირდავი, მკიცხველი, ვინც სხვას დასცინის. მოლალე - მოჩხუბარი, მოშუღლე. მომახურება - მარყუჟის გაკეთება. მომედგრება - გაზარმაცება. მომსყიდელი - მყიდველი. მომტვერება - მტვრად ქცევა, მოსპობა. მომღერალი - მოცეკვავე, მოთამაშე. მომყმარი - მშიერი; მომყმარება - შიმშილი. მონებება - მონდომება, მოსურვება. მონიჭება - დასაჩუქრება, საბოძვარის მიღება. მორბევა - დარბევა, აოხრება. მორისვა - მოპარსვა, გაკრეჭა. მორყვნა - მუცლის მოშლა. მოსავაჭრებელი - საშოვნელი, შესაძენი. მოსიკვდიდ - იხ. სიკვდილი. მოსმიერი - ღვინის მსმელი. მოსპოლვა - მოსპობა, განადგურება. მოსრვა - მოსპობა, ამოწყვეტა, ამოჟლეტა. მოსურნე - შეყვარებული. მოტყინარე - მოგიზგიზე, ანთებული. მოფხვრა - მოგლეჯა. მოქცევა - მობრუნება. მოღება - 1. მოტანა; 2. წართმევა. მოღვაწება - შოვნა, მოპოვება. მოყივნება - მოტყუება, შეცდენა; გამასხრება, შერცხვენა. მოყმობა - შიმიშილით სიკვდილი. მოშთობა - მოხრჩობა. მოშოება - შოვნა, შეძენა; მოშოებული - ნაშოვნი, შეძენილი. მოცალე - მოცლილი. მოძაგება - შეძულება, შეძგაება. მოწესე - მონაზონი ქალი. მოწიწვა - მოწიწება, მოკრძალება. მოწლედ - მოწიწებით, მოკრძალებით. მოწყვედა - ამოწყვეტა, ამოჟლეტა. მოხად - მოვხადოთ - მოვუწოდოთ; მოხადა - გამოიწვია. მოხვეჭა - ქონების შეძენა უსამართლო გზით. მონახვეჭი - შეძენილი ან მოპოვებული უსამართლო გზით. მოხოიშნება - იხ. მეხვაიშნობა. მოწოწნიკი - სოსისი. მოჴდომა - თავდავხმა, მოვარდნა. მპარავი - ქურდი. მრე - მძლე, მომრევი. მრთელი - ჯანმრთელი. მრივსელი - მპარსველი, მკრეჭელი. მროკავი - მოცეკვავე. მრჩობლი - წყვილი, ორი. მსასოებელი - მოიმედე. მსგეფსი - ერთი კვირა. მსოფლიო - ამქვეყნიური. მსტოვარი - მზვერავი, ჯაშუში. მსხემი - მწირი, უცხო; მსხემყოფა - მწირობა, უცხოობა. მსხუნავი - მსუსხავი. მტილი - ბაღი. მუნებური - იქაური. მუნთქვესვე - მაშინვე, იმწამსვე. მფოფინარე - მდუღარე. მქისე - ხორკლიანი. მქსინვარე - ძლიერ მქროლავი; სუსხიანი. მღერა - თამაშობა. მღილი - ჩრჩილი. მყვრელი - ძლოკი, ანკარა, გველხოკერა. მყია - ნაპრალი, ღრე. მყის - უცბად, მაშინვე. მცბიერი - ცბიერი. მცემელი - დამკვრელი (საყვირისა, ფანდურისა და მისთ.). მძიღვი - მჯიღი, მუშტი. მძრომი - ქვეწარმავალი, ქვემძრომი. მძრწოლარე - მოშიშარი, ვინც შიშისაგან კანაკალებს. მწამლველი - მოგვი, გრძნეული. მწერტელი - მჩხვლეტელი. მწვალებელი - ერეტიკოსი, ქრისტიანული ორთოდოქსალური სარწმუნოებიდან გადამდგარი. მწვანვილი - მწვანე ბალახი. მწვირე - წუმპე, მყრალი ტლაპო. მწვლილი - 1. მარცვალი; 2. წვრილი ფული. მწიკვლი - ჭუჭყი; მწიკვლიანი, მწიკვლევანი - ჭუჭყიანი, ბინძური; უწმინდური. მწირობა - მსხემობა, მწირად (უცხოდ, სტუმრად) ყოფნა. მწყაზარი - ლამაზი, მშვენიერი. მწყევარი - ვინც იწყკვლება. მწყემსი - გადატ. მღვდელი, საეკლესიო პირი. მწყობელი - მომღერალთა (მგალობელთა) გუნდის (დასის) წევრი. მწყობრი - მომღერალთა (მგალობელთა) გუნდი (დასი). მწყრომი - მომდურავი, მწყრალი. მწყურნები - ჭყანტობი, წყლიანი ადგილი. მჭამელი - ჟანგი. მჭელი - პეშვი, ერთი მუჭა. მჭირსნედ - ძლიერად, დიდი საჭიროებით. მჴევალი - ნაყიდი ან ნამზითვი ყმა-ქალი, საერთოდ მსახური ქალი. მჯიღი - მუშტი.
« ნ »
ნაანგარევი - სიხარბით ნაშოვნი, მონახვეჭი, ნატაცები. ნაგვემი - ნაცემი. ნათხაზი - ნაწნავი, დაწნული. ნაკრტენი - ბუმბული. ნარცხი - ნარეცხი. ნასხამოანი - ასხმული. ნატყვენავი - ნაალაფევი, ტროფეი. ნაღვარევი - უწყლო ხევი. ნაყროვანი - გაუმაძღარი; ნაყროვანება - გაუმაძღრული ჭამა-ყლაპა ნაწერტი - ნაჩხვლეტი. ნაწყაროები - წყაროსავით მონადენი. ნებ - უნებს - უნდა. ნერწყვა - მიფურთხება; ნანერწყვი - ნაფურთხი. ნესტვი - ჩასაბერი ინსტრუმენტი - სტვირი, სალამური. ნეფხვა - ძლიერი ყინვა. ნიფხავ-პერანგი - საცვლები. ნიში - სასწაული. ნიჭი - საბოძვარი. ნუზლი - საგზალი, სანოვაგე, საჭმელი.
« ო »
ოლარი - წვრილი და გრძელი ოქროქსოვილის წინსაფარი, რომელსაც გულზე კისრიდან კოჭებამდე იკიდებდნენ საეკლესიო პირები ომოფორი - ეპისკოპოსთა სამხრე (მხრებზე მოსახვევი). ორძალი - ორძალიანი საკრავი ინსტრუმენტი; ქნარი. ორთომელი - დიდი სასმისი. ოსანნა - ძველი ებრული სიტყვაა - მიმართვა უფალს - "მაღალთა შინა" ოტება - განოტება ოფაზი - წმინდა, ბაჯაღლო ოხჭანი - დასასრული, ბოლო
« პ »
პალეკარტი - ბერის სამოსელი - გრძელი, ფართო და ნაოჭიანი პარეხი - გამოქვაბული პატიჟი - ტანჯვა, სასჯელი პატარა ლმობა - ტკივილი. პელაგონი - ზღვა პეტალი - ილერკო ქარვასავით შექმნილი კინაკი - ჯამი პირად-პირადი - ფერად-ფერადი, მრავალფერი პირ-აშკმა - პირის დაღება; პირაშკმული - პირდაღებული პირმშო - პირველშობილი პურის-მტე - თანამესუფრე პურშავი - პურძვირი, ძუნწი
« რ »
რაფინდი - დაფნა რბევა - დარბევა, აწიოკება რიდე - თავსაბურავი როკვა - ცეკვა რონინი - სიარული რუდუნება - გარჯა, შრომა რღვნა (წყლისა) - წარღვნა რცხვა - რეცხვა
« ს »
სათლი - ვედრო. საამბორებელი - საკოცნელი საანჯმნოდ - საჯაროდ, საქვეყნოდ, სახალხოდ საბლარდნელი - ჩასაცმელი საბრჴე - მახე საბურველი - თავსაფარი საბუხარი - ბეწვის ან თბილი ქსოვილისაგან დამზადებული სამაჯური, მაჯაზე წამოსაცმელი საგვემელი - რითაც სცემენ, ერთგვარი სატანჯველი საგრძნობელი - შეგრძნების ორგანო (თვალი, ყური, ენა, ცხვირი, ხელ-ფეხი) სადაგველი - რკინის იარაღი, რომელსაც სხეულის დასადაღად ხმარობდნენ. სადრი - მაჰმადიანთა სჯულის თავი. სადუკეველი - ებრაელთა რელიგიური სექტა; უარყოფდა სულის უკვდავებასა და მკვდართა აღდგომას სავაჭრებელი - საშოვნელი, შესაძენი საზრდელი - საჭმელი, საზრდო, საკვები საკანონო - სასჯელის მაგვარი საზღაური, რითაც შეიძლება ცოდვის გამოსყიდვა საკიდრობა - საკიდარი, რაც ასაკიდია სალბუნი - მალამო სამე - მართლაც, ნამდვილად სამთელებელი - გამაჯანმრთელებელი, საკურნებელი სამკვიდრო - მამული და საცხოვრებელი ადგილი სამროწლე - სანახირე სამსალა - საწამლავი სამსჭვალი - ლურსმანი სამწყურვალო - მოსაწყური სამჭედური - ანკესი სანეშტე - ფეხისალაგი სანიჭარი - საბოძვარი, საჩუქარი საპოხლად - გასასუქებლად სარაია - საქათმე. სარეწავი - ხელფასი სარვაგი - ანგარიშიანობა, სარფა სართული - ჭერი, სახურავი სარკმელი - ფანჯარა. სასოება - იმედი სასტიკი - ძლიერი, მკაცრი სასყიდელი - საფასური სასძლო - სასუფეველი საურწყო - რძის ნაწარმი (რძე, ერბო, ყველი და მისთ.) საქონელი - უძრავი ქონება საღნიოშო - სიბილწისა და სიბინძურის ადგილი საყნოსელი - ცხვირი საყოლელი - მოძრავი ქონება საცნობელი - ჭკუა-გონება საძნაური - საძნელო საწერტელი - ეკალი; საჩხვლეტი. საწმისი - მატყლი საჭვირობელი - საჭვრეტელი, საყურებელი საჭურველი - საომარი იარაღი საჭურჭლე - საგანძური სახიობა: სახიობითა ჴმობენ - მღერიან საჴმილი - ცეცხლსაგზებელი; დიდი ცეცხლი, ხანძარი საჴმილავი - ღამის ყარაულობის სამსაათიანი ცვლა სენაკი - ბერის საცხოვრებელი ოთახი სერი - 1. ვახშამი; სერობა - ვახშმობა 2. ჭრილობის ნასახი სერობინი - ექვსფრთიანი ანგელოზი სეფეწული - დიდებულთა ვაჟი, უფლისწული სიბორგილე - სიგიჟე, სიშმაგე სიგლისპე - სიანჩხლე, სიკაპასე სივლტოლა - გაქცევა სირი - ჩიტი სიღნიოშე - სიბილწე, სიბინძურე სიღოდა - უწესური ყოფა-ქცევა; სქესობრივი გარყვნილება სიყმილი - შიმშილი სიცბილი - ცბიერება სიცოფე - სიგიჟე სკორე - ცხოველთა განავალი სკუპა - პატარა ქუდი სმინება - გაგებინება სნება - ავადმყოფობა, სნეულება; სნებოვანი - სნეული, დასნეულებული სოდომური ცოდვა - მამათმავლობა სოფელი - ქვეყანა, წუთისოფელი სპასპეტი - მხედართმთავარი სპეტაკი - თეთრი სრბა - სირბილი სრვა - სენი მომსრველი, ჭირი; ხოცვა-ჟლეტა სტავრა - სირმით საქსოვი ფარჩა, ოქროქსოვილი სტევი - აქლემის მატყლი სტიხარი - სამღვდელო კვართი (მოსასხამი) სტომაქი - კუჭი სულთქმა - ოხვრა-კვნესა, მწუხარება სქემა - ბერის სამოსელი; აცვია იმ პირს, რომელიც ბერობაში უკიდურეს ასკეტურ ცხოვრებას ეწევა (აქედან: სქემოსანი ბერი) სხეპლა - ოქროს ან ვერცხლის წვრილი სირმა
« ტ »
ტაბლა - სუფრა ტაბასტი - ლოგინი; საწოლი. ტაკუკი - ღვინის ხელადა ტალავარი - კარავი ტალანტი - ვერცხლის ან ოქროს ფული ტარიგი - კრავი ტაიჭი - 1. აქლემი. დაკოდილი ცხენი. ტაჯგენაგი - მათრახი. ტევა: არა უტეოს - არ მიუშვას; არა უტევებთ - არ უშვებთ ტვირთვა - დატევა ტრაპეზი - ბერთა სასადილო, ტაბლა ტუნტყლი - ჭუჭყი. ტყება - დიდი მწუხარებისას ხელების თავში რტყმა ტყველვა - ტაშის შემოკვრა
« უ »
უამავრობა - უამრავი, ურიცხვი უაღრესი - საქმით თუ თანამდებობით უფროსი (საპირისპირო ცნებაა უდარესი) უბანი - ქუჩა, შუკა, მოედანი უგლიმი - გულქვა, შეუპოვარი უდარესი - უმცროსი, უმრწემესი უდები - ზარმაცი, მცონარე; უდებება - სიზარმაცე, მცონარება უზავებელი - შეუზავებელი უზაკველი - უბოროტო უზეშთაესი - უზენაესი, უმაღლესი უზმა - უჭმელი ;უზმაობა - უჭმელობა უთმინო - მოუთმენელი უკერველი - შეუკერველი უკმორეწყდომა - ცოტა უკან ჩამორჩენა ულირწველობა - არა-ვნებიანობა უმაშვნო - უვარგისი, ურგები, დახშული (ჰაერი) უმკოდოვნესი - უღარიბესი, უღატაკესი. იხ. მკდოვანი უმრწემესი - უმცროსი უმსჯავრო - უსამართლო უმწერტელესი - ძლიერ მჩხლეტავი. იხ. წერტა უნაყროვნო - არა-მაძღრული. იხ. ნაყროვანი უნდო - 1. უღირსი, ცუდი. 2. მიუნდობელი უნებური - არასასურველი უნჯი - განძი; უძრავი ქონება; უნჯება - განძის (ქონების) შეძენა (დარგოვება) უოხჭნო - დაუსრულებელი, მარადიული, მუდმივი უპოვარი - უქონელი; უპოვარება - უქონლობა უპირატესი - უაღრესი, აღმატებული ურვა - წუხილი ურწყული - უდაბნო; ურწყავი ადგილი უსართულო - უსხლკარო, უთავშესაფრო უსასო - უიმედო; უსასოება - უიმედობა უსასყიდლო - უძვირფასესი, ფასდაუდებელი უსჯულო - არა-ქრისტიანი; მაჰმადიანი უფალი - ბატონი, მეპატრონე უღნიოშესი - უფინთესი, უბილწესი, უსაძაგლესი, უბინძურესი უღონო - უსაშველო; უღონოება - უსაშველობა უშრეტი - ჩაუქრობელი უც - უდევს უცები - უვიცი უცნობო - უსულო, რასაც ცნობა არა აქვს უძილი - დაუძინებელი უწვევარი - დაუპატიჟებელი უწყალო - შეუბრალებელი უქადა - აღუთქვა. უხანოება - ხანმოკლეობა უხრწნელი - 1. წაუხდენელი, უბიწო . 2. უკვდავი, უბიწო; უხრწნელება - უკვდავება უჴამური, უჴამრობელი - ფეხშიშველი უჴმობელი - ხმაამოუღებელი, უხმო, ჩუმი უჴსარი - გაუხსნელი
« ფ »
ფარეხი - ცხვრის სადგომი ფარისეველი - მოჩვენებით საეკლესიო წესების შემსრულებელი, სინამდვილეში კი სრულიად საწინააღმდეგოს მოქმედი ფარშამანგი - ფარშევანგი ფარსანგი - 5 კილომეტრი. ფერეზიკი - დალალი (ვაჭარი, რომელსაც სავაჭრო ქუჩა-ქუჩა დააქვს) ფეშხუმი - საეკლესიო ჭურჭელი, დაბალ ფეხიანი, იხმარება ბარძიმთან ერთად ფილონი - სამღვდლო სამოსელი ფენიქსი - ზღაპურლი ფრინველი; ფენიქსისებრ - ფენიქსივით ფერ-უმარილი - სახის პუდრი. ფიჩვი - ბერის შავი მოსასხამი ფიცხელი - მაგარი ფლატუნი - ჩამონგრეული, ჩამოზვავებული, ნაყარი (მიწა) ფლაფნა - ჩიფჩიფი ფოლი - წვრილი ხურდა ფული ფორიაქის დაცემა - აკლება, აფორიაქება ფოფინი - ფართხალი, ფხარკალი ფრახი - უსირცხვილო ფრიადი - დიდი, დიდძალი ფსალმუნი - დავით წინასწარმეტყველის საგალობელთა კრებული, ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი. ფსალმუნება - გალობა ფუტური - მაშმელი, ფუტურო ფუცება - ფიცი ფშვა - სუნნელების დენა ფხვრა - გლეჯა
« ქ »
ქადაგი - მქადაგებელი ქადება - დამუქრება ქალწულება - უმანკოება, უბიწოება; მეორე სქესთან მიუკარებლობა; ქალწულობის აღთქმის დადება - ქალი ან კაცი, რომელიც უქორწინობის აღთქმას დადებს ქარტა - ქაღალდი ქაცვი - ძეძვი, ძეძვის ეკალი ქედი - კისერი ქერობინი - უპირველესი და უმაღლესი ჩინის ანგელოზი ქვაბი - გამოქვაბული ქვეყანა - მიწა, დედამიწა ქვე-ჩამოზვლევა - ჩამოზვავება, ჩამონგრევა ქლამინდი - მეფეთა და სამღვდელო პირთა უსახელო, ფილონის მსგავსი წამოსასხმელი ქლურცვა - ჩუმად ტირილი. ქოთება - ღელვა (ზღვისა) ქორი - 1. მტაცებელი ფრინველი. 2. სართული, ჭერი
« ღ »
ღადო - ტალღა ღაწვი - ლოყა ღირღლოვანი - ოღრო-ჩოღრო, ღელე-ღულიანი ღოღო - კამეჩის შვილი ღრჭენა - ღრაჭუნი, კრაჭუნი
« ყ »
ყაფუზუნა - მაიმუნი ყაჯირი - ძერა ყელფანდური - ვიოლინო ყვიბარი - მომცრო ჭური, ქოცო ყვრიმალი - ყურის არე ყიბლანი - კომპასი ყლინჯი - ჰალსუტხი ყურდგელი - კურღელი
« შ »
შანთი - გახურებული რკინა შარი - ბამბის ქსოვილი შარავანდედი - სხივი (მზისა) შატროვანი - ნაქარგი შებრუჟებული - ღვინონასვამი, ოდნავ მთვრალი შეგბობა - მოხარშვა შეგმანება - სქესობრივი კავშირის დაჭერა შევრდომა - მუხლებით დაჩოქება; შევრდომილი - მუხლებდაჩოქილი შეიწრებული - შევიწროებული, გაჭირვებული შეკდემა - შერცხვენა შელმობა - იხ. ლმობა შემთხვევა - შეხვედრა შემოზღვა - სამაგიეროს გადახდა. შემსჭვალვა: არა შეამსჭვალავ (=მიაჩერებ, გაუშტერებ) თვალთა შემუსრვა - დამტვრევა, დალეწვა, დამსხვრევა; შემუსრვილი - დამტვრეული, დალეწილი, გატეხილი შემწვარი - დამწვარი შემწვირიანებული - გასვრილი, გაწუმპული, გათხუპნული შემწიკვლება - გაჭუჭყიანება, გასვრა, ამოთხუპნა; შემწიკვლებული - გაჭუჭყიანებული, გასვრილი, ამოთხუპნული; შუემწიკვლელი - უბიწო, უმწიკვლო შენაწევრება - შეკავშირება; შენაწევრებული - შეკავშირებული შენებულობა - შენობა შერაცხა - ჩათვლა შესაქმე - დაბადება, შექმნა (ძველი აღთქმის პირველი წიგნი) შესვენებული - გარდაცვლილი შეტევა - შეშვება შეტყუილი - ტყუილი შეუმწიკვლელი - შემწიკვლება შეურაცხი - ცუდი, დაწუნებული შეშთობა - შეპყრობა და მოხრჩობა; დაჩაგვრა; შეშთობილი - მოხრჩობილი, დაჩაგრული შეწვა - დაწვა შეჭუვნება - შეწუხება შეჭურვა - საჭურველის ასხმა, შეიარაღება შვიდჴერი - შვიდრტოედი; შვიდსანთლიანი შანდალი შთათხევა - ჩაქცევა, ჩაგდება შთამოჭრა - ჩამოვარდნა, ჩამოჭრა შინაგანი კაცი - ადამიანის სული (ბუნება). შიშთვილი - ჩამოსახრჩობი თოკი; შიშთვილის-ბმა - თავის ჩამოხრჩობა
« ჩ »
ჩამოჭრა - ჩამოვარდნა; იხ. შთამოჭრა ჩარყაფი - ქარგა ჩაფულა - ქალამნის მსგავსი ამოსასხმელი ფეხსაცმელი ჩაფხუტი - მუზარადი, რკინის ქუდი ჩინჩვა - სავაჭროზე ფასის დაკლებისთვის ლაპარაკი ჩოყლაყი - კავალერი. ჩუკენობა - ჴელით დაცემა, ონანიზმი
« ც »
ცანდალი - სანდალი, ხის ან ტყავისძირიანი ფეხსაცმელი, რომელსაც თავზე თასმებით იმაგრებენ ცახე - მტვრის უმცირესი ნაწილი, რომელიც ჰაერში მზის შუქზე მოჩანს ცემა - 1. ტრყმა. 2. დაკვრა. 3. კბენა ციბა - ლეკვი. ციცა - კატა ცინდალი - კატის კნუტი, ცნობილი - გონზე მყოფი ცოლ-კეთილი - კეთილცოლიანი ცოლ-უკეთური - ავი, ანჩხლი ცოლიანი ცუდ-დიდება, ცუდ-დიდებობა - ამაო დიდება ცუნდრუკება - მოყვასის მიმართ მალულად ბოროტების ჩადენა ცქაფი - მატყუარა ცხებული - კურთხეული ცხედარი - საწოლი, ტახტი ცხოველი - ცოცხალი ცხრო-ჴურვება - ციებ-ცხელება
« ძ »
ძალი - ნაწლავი ძალნი ზეცათანი - ზეცისა ძალნი ძე ადამისი ან ადამის ძე - კაცი, ადამიანი ძვილ - ძლივს ძი - კითხვითი ნაწილაკი „თუ“, „აბა თუ“: რა-ძი ძნიად - ძნელად ძრცვა - გახდა ძრწოლა - შიში
« წ »
წალა - ჩირქი, წუთხი წამახვა - გალესვა, გამწვეტება წარბ-მაღლობა - მედიდურობა, ამაყობა წარგება - წაგება, მიცემა, გაცემა, დახარჯვა წარგვრა - წართმევა და წაყვანა (ან წაღება) წარგრაგნა - გადახვევა გრაგნილივით წართქმა - წარმოეთქვა წარვლტოლა - გაქცევა წარმართი - უსჯულო, არაქრისტიანი წარმდები - მეტიჩარა წარმოლტოლვილი - გამოქცეული, გადმოხვეწილი წარმრღვნელი - წამლეკავი წარპარვა - მოპარვა, გაპარვა წარპყრობა - გაწვდა, მიშვერა წარტაცება - გატაცება; წარტაცებული - გატაცებული, წაღებული წარტყვევნა - დაპყრობა და დარბევა (ქალაქისა) წარწირვა: წარეწიროს სასოება - იმედი გადაიწყვიტოს წარხედვა - გახედვა წარხვმა - წაღება; წარხვმული - წაღებული წერტა - ჩხვლეტა. იხ. ნაწერტი, საწერტელი, უმწერტელესი წეს: შენ გიწესს - გიძახის, გიწვევს წელვა - ჭრილობის მიყენება, დაკოდვა წველი - ჩალა წვიმებული - ნაწვიმარი, მოწვიმული წვლილადი - წმინდა (ნაქსოვი) წვრთა - სწავლა, მეცადინეობა, ვარჯიში წიაღსლვა - წყალს გაღმა გასვლა წილჴდომილი - წილში ნარგები წინადაცვეთა, წინადაცვეთილება - მეტკვეთილება. ებრაელთა რელიგიური ჩვეულება: მამრობითი სქესის ახალდაბადებულ ბავშვს მერვე დღეზე აჭრიან სასქესო ასოს წინა კანს. ეს ჩვეულება გავრცელებულია მაჰმადიანებშიც. წიწვა - რცხვენა წუთხი - სისხლნარევი ჩირქი წუმწუბა - გოგირდი წყლტუ - უთმო
« ჭ »
ჭახრაკი - საწნეხი, რომლითაც ხდიან ზეთს ჭიჭნაური - აბრეშუმი ჭიტლაყი - პანღური; წიხლი ჭმახე - შეძმარებული (ღვინო) ჭრელებული - ჭრელ-ჭრელი, აჭრელებული ჭოჭი - ჭაობიანი ადგილი.
« ხ »
ხადა, ხადილი: მამად ვჰხადით (ვუწოდებთ) ღმერთს ხაბაზი - პურის მცხობელი. ხადუმი - საჭურისი მსახური. ხალენი - მღვდელთა და ბერთა სამოსელი, მაზარა ხამი - ხამი აბრეშუმი, ყაჭი ხარატული - მოჩუქურთმებული ხარისხი - საფეხური (კიბისა) ხარჭა - ხასა, საყვარელი ხელი - გიჟი, შმაგი ხვასტაგი - ოთხფეხი საქონელი ხვინჭკა - კენჭზე პატარა ქვა. ხოლაზნა - სამართებლის ქვა ხორგი - მდინარეში მოცურავე ყინვის ნახეთქი ხორშაკი - სიცხე-პაპანაქება ხოჭიჭი - აკვანი ხრტიალი - ხრიალი (მომაკვდავისა)
- ჴ -
ჴამლი - ფეხსაცმელი ჴდომა - მივარდნა, თავდასხმა ჴელარგნოსანი - ხელჯოხიანი, მანდატური ჴელის აღპყრობა - დახმარება, შემწეობა ჴელქვეშე - ხელქვეითი, ქვეშევრდომი ჴვებული - მოკლებული ჴვედნა - დაჩაგვრა ჴუმილი - ყარაული, დარაჯი, მცველი ჴურთი - წკეპლების კონა ჴშული - დახშული, დაკეტილი |