მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2415 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ახალწლის მეორე დღეს შატროვანიდან სოფელ შვლისყურში გადმოსულმა თაყამ ჩემს მეზობელ ღვინჯუა ფოთოლაშვილს ნათლიაობა სთხოვა: 

- ტყუპი ვაჟი მეყოლა, მომინათლეო!

ღვინჯუამ არ იუარა. მირონზე უართქმა არ შეიძლებოდა. მაინც ზრდილობიანად ურჩია ნათლიად უფრო პატივსადები კაცი ამოერჩია.

- შენა ხარ ჩემთვის პატივსადები!

"ვარჩიე, ამოგარჩიე, მირონს ნუ დამიჭერო!" - შესთხოვა თაყამ, თან ჩოხის მასრა ამოაცალა და ჯიბეში ჩაიდო ბედ.

- ხომ დაგიბევე? ნათლიღებას უნდა გადმოხვიდე შატროვანში და ჩემს ოჯახში მირონი შემოიტანო! ხომ იცი საუფლო დღეა, არ გასცდები. ამ დღლით ირემიც კი არ გაექექება ხეს.

- ეგრემც იყოს! - კვერი დაუკრა ბოლოს ღვინჯუამ, რატომღაც თექის ქუდი მოიხადა და თავი მოიქექა..,

ორივენი შეძლებული ოჯახიშვილები იყვნენ. სოფლის თავკაცები, წინაკაცები, ქონებითაც ერთმანეთის მოთანასწორენი, ორივენი პურის და ღვინის მომყვანები; ორივეს უყვარდათ მტკაველზე აყრილი ჯეჯილი და ვაზგაჭედილ ვენახი.

ღვინუას ნათლიად მიწვევა უფრო თამადობის ბრალი იყო, განთქმული იყო ღვინჯუას გლეხური მჭევრმეტყველება... სიტყვის ჭახრაკები იცოდა, ამოძრახულ სიტყვას კილოს უპოვნიდა, ხან ისე დააღრმავებდა, გაჰკვირდებოდი.

ენადკარგი იყო, არ იცოდა ენით მოფინფლვა. მაამებელი არ იყო, სიტყვის მოზარბაზნეც არ გახლდათ! არ უყვარდა მაღალსამტვრევი სიტყვები და ფეხმოკლე აზრი!

- სიტყვა ვთქვათ, ხალხი დავაძარღვიანოთო!

არც ისე ბნელი გეგონოთ ღვინჯუა, ვაჟა-ფშაველას ლექსები იცოდა! ერთხელ, თიანეთში კიდეც შეჰყროდა ვაჟას და ღვინოც ერთად გადაეკრათ, რაც მუდამ საამაყოდ ჰქონდა.

მკვეთრად ჩამრჩა მეხსიერებაში ღვინჯუა: დათვურად ნაკვეთი, მკერდჯაგრიანი, მსხვილად დაყრილი ულვაშებით, ბარაქიანი ცხვირით. სუფთა, სათნო, ძალოვანი, გულოვანი, ღონით ძლიერი...

ყველას მისთვის უყვარდა ღვინჯუას თამადად მიწვევა, რომ სიტყვამზიანობისთან ერთად დაუთრობელიც იყო. „საყველაწმიდოს“ უსათუოდ იტყოდა ისე არ წამოდგებოდა სუფრიდან, სუფრის ლელოს ბოლომდე გაიტანდა. ეს იყო შის მთავრი ლირსება, თორემ, რამდენი თამადა მინახაეს რომ ღრეობის შეაგულში აშლია სუფრა და მასპინძლის ამდენი სამზაღისი და პურ-მარილი მთლაღ წყალში ჩაუყრია. 

დაუთრობელი თამადა ბევრს. ნიშნავდა! განსაკუთრებით „საყველაწმიდოში“ უნღა გამოჩენილიყო ღვინჯუას სასადილვახშმო მჭერმეტყველება, სიტყვის ალიანობა. აქ საბოლოოდ უნდი მოეხიბლა სტუმარმასპინძელი. უნდა დამეკვიდრებინა მოაზროვნიდა და მჭერმეტყველის სახელი!

ეს ბოლო სადღეგრელო ძალზე უყვარდა ღვინჯუას და მით თავს იწონებდა. ამიტომ საანგებოდ, იკლიკანტურად იტყოდა ხოლმე "საყველაწმიდოს". იცოდა თაყამ, ვინ მოჰყავდა თამადად! იცოდა!

ყოველთცის ახალი სახელი მიჰქონდა სუფრიდან ღვინჯუას.

- ვინც ბუდექართველია, უამსადღეგრძელოდ არ უნდა ადგეს სუფრიდან! ჩვენი ქვეყნის პატივია! რა ნება გვაქვს

 

 

 

 

 

 

 

ღვინჯუას, რომ წინ, მთაზე, თოვლი გადმოწოლილიყო თეთრი ვეშაპივით.

ირგვლივ თითქოს დაოთხებული, დაგიჟებული ცხენები ჭიხვინებდნენ; ხან თითქოს მგლები ღმუოდნენ, ძაღლები ღავღავებდნენ;  ჟამიდაჟამ ეჟვნები ჟღრიალებდნენ, წამიერად თვალებში ვარდი აყვავდებოდა; ხან თითქოს ადიდებული, აღვართქაფებული ივრის ხმა ჩაესმოდა და ამ გაგანიაში ვერა გაეგო რა!

თოვლეთური ქარიშხალი მთებზე ჰკიოდა, ჰყიოდა, მინდვრად ზრიალებდა, ხრიალებდა, დგრიალებდა და მახვლანჯებიდან, ორწოხებიდან ახვეტილ ხვავრიელ თოვლს ზედ აყრიდა ღვინჯუას.

მოკრუნჩხული, გაფიჩხული ხან სად ჩაეხეთქებოდა ნაპრალში, ხან თოვლგადავლილ ბუჩქნარებს, ბუწკნარებს, ჯღრდეებს გადააწყდებოდა; ხან რომელიღაც ხის ტოტს ჩაებღაუჭებოდა, ჩაექანჩურებოდა... ოფლი დაასკდა, მუხლი გამოეთქვიფა... ქარიშხალმა კინაღამ ქედი მოგლიჯა! თითქო დაუღონოვდა კიდეც; უარაქათო, დამონავებული, მაგრამ იხტიბარგაუტეხელი, დაულეწელი გულის პატრონი ქარიშხალი ვერ მოიმორჩილა. კიდევ ჩაიჩეხა, ჩაიფლო, კვლავ აქეთ-იქი მიაწყვიტა შემოტეულმა ქარბუქმა... მუხლები ეკვეთებოდა,

ირგვლივ უკუნი იდგა... ეშმაკებისა თუ ქარის შხუილი აყრუებდა, თითქოს ზარფუში ჩამოახურესო, ტეხვრა სტეხავდა; 

ავაზასავით შემოფრენილი ქარიშხალი, სამუქარო, გასამტვერები ხმითა და საყივარით - ეკაპასებოდა, სარისხველი სიტყვით ეჩხუბებოდა და ღვინჯუამ კიდეც წარმოიდგინა თავი თოვლის სანგარზე მკვდარი! წამით, თავისი კუბოს სანთელიც კი ეჩვენა, - ჰეე ბეჩავ, შავბიჭო, სად იღუპები?

- ხმელეთის გამჩენო, შენ დაკეტე ნადირის კბილი, დააბრმავე ყორნის თვალი!

მაგრამ ასეთ ამინდში რომელი ნადირი ან ყორანი გაბედავდა გარეთ გამოჩენას!..

ეჰ, რად აიხირა სუფრიდან წამოსვლა?

- არა, საძაღლღორედ გამხდარ სუფრაზე ჯდომას ისევ ქარბუქთან ბრძოლა სჯობია! - ამბობდა ვიღაც ღვინჯუას გულში, - წყალი თუ აიმღვრევა, კამეჩიც აღარ დალევსო!

მოდი და გაუძელი მოყინულ ნიადაგზე აგორებულ ქარიშხალს, ასპიტ ყინვას!

ბუქი ახრჩობდა, ხელჩართული ებრძოდა, კიდევაც მიამკვდარა და მეტი არა?

ბორბალა ქარი უფრო ბასრმჩხვლეტელობდა, თითქოს ზამთარს მისთვის იკრებდა ღონეს, რომ ღვინჯუას დასტაკებოდა! ნაქარი - თოვლი აღიყორა. სულ აირია ზემოეთი, ქვემოეთი, თითქოს ცისა და ქვეყნის შუა დაბორიალობდა გადაქაჯული ღვინჯუა ქასქანჯიელივით! ქვესკნელის ფსკერში ეგონა თავი! ღამის ბალანიც კი არა ჩანდა, არა თუ იძვრისი!

- ღმერთო, ერთხელ კიდევ დამანახვე საწუთრო, მზისთვალი!

ახლა კი დარწმუნდა ღვინჯუა, რომ ქვეყნის შერყეულობა მოხდა; რომ შეიძრა ის ვეშაპი, რომლის რქაზედაც იდგა დედამიწა. როგორც იყო, გათოშილი თითებით პირჯვაირი გადაიწერა და წმინდა გიორგის შველა შესთხოვა კერატის აღთქმით, - ციდან ჯაჭვი ჩამოუშვი და აქედან გამიყვანეო!

ფეთიანი ქარიშხალი კი საქოლავს უგებდა: ყიოდა, წიოდა, ეძახდა თავის უთვალავ ლაშქარს ღვინჯუას პირქვე დასამარხავად!

კიდევ შემოურგვალა გრიგალმა, ცხვირი მიანაყა, ნაბუნგალით ამოუვსო თვალები. რკინით შეკრულს დაამგვანა ყინვამ საწყალი თამადა!

ღვინჯუა ადამიანს აღარა ჰგავდა; ულვაში მთლად დასჭირხლებოდა, ულვაშს ვიღა ჩიოდა, წამწამებზედაც ყინვის ეკალი აჰსხმოდა. მოეხეტებოდა და თან ყინულს მოაჩხარუნებდა.

- შეჩვენდი! - წამოიღმუვლა ღვინჯუამ, როცა კიდევ ერთხელ რაღაც ორმოსა თუ ჭაში ჩავარდა ყელთამდე და უბე თოვლით ამოევსო! მხოლოდ ახლა მიჰხვდა ღვინჯუა, რომ სუფრიდან გამოქცევის დროს მოშილიფებულად გადახსნილი მკერდი ღეღელა დარჩენოდა. ნათბილარი, ნაღვინარი, სად შეამჩნევდა, ისიც ლტოლვის დროს?! ახლა, როგორღა შეეკრა, როცა გაფიჩხული ხელის მტევანი აღარ ემორჩილებოდა, ხმელეთი, წყლეთი, სულ გაყინულიყო!..

მაგრამ უტეხარი ისევ მიაბოტებდა... კი არ მიდიოდა მუხა-ვაჟკაცი, ბრმულად მიცოცავდა მუხის ფესვივით, ნელა, ზანტად, დაჟინებით, რკინის კვერივით მაგარი, გულგაუდრეკელი.

ნამქერმა ისევ გამუშტა ღვინჯუა ისეთი სიმწრით, ლამის თავპირი ჩამოაცალა. ხან თითქოს ჭყანტობში იფლობაო, ხან კლდოვან ღირღატიდან ფეხს ვეღარ ამოიღებდა, თითქოს მუხლსა და ფეხში ათასი ალქაჯი ჩასჭიდებიაო.

კიდევ ერთხელ ამოყელყელავდა ღვინჯუა, კიდევ ერთხელ გულადად გადასჭრა თოვლის გადანაკვეთი, კოწიაწობით გაძვრა ნამქერის ხვრელობში, თოვლის ღრმა მღვიმეებში, გარდავლო ქარისგან დიდნაგები ზვავის გალავნები და ზედ თოვლის კოშკებზე გადაფრინდა თავისი სახრით. 

ყინტიყორა გადადიოდა, თან ბრე ასდიოდა! უკან რჩებოდა დათვის ნაბოტარები! კიდევ კარგი, მოხეტიალე მონადირე ვერ დაინახავდა თოვლებულ ღვინჯოს, თორემ ყელქედანა დათვი ეგონებოდა და ტყვიას ზედ დააკერებდა - რად უნდა ლაპარაკი!

ფეხაკრეფით, ბარგანაობით იკვლევდა გზას კენტი კაცი, მარტორქასავით! არსად საყუდარი, არსად მეხიდური!

თოვლმა განა ჩამოიკლო, ბარდნიდა და ბარდნიდა, თუმცა ქარი ჰაერში ატრიალებდა... დაბელტდა თეთროსანი მარმარის ზოდები... ნაქარი, ნაყორი..…

ისევ ზვინივით მიაბიჯებდა ყინვით შეჯავშნული, მუხლადი ღვინჯუა, ასჯერ დაცემული, ასჯერვე წამომდგარი - გათოშილი, კრიჭაშეკრული, ყურებდაგლეჯილი, დაოსებული, გამოძალული, გარეგანთხეული... გაჭირვების ყუაზე მიმდგარი!

კინაღამ სული გასწურა! დამძლავრებულმა ქარბუქმა შეაზავთა, შეაყელთა გაშფოთებული ღვინჯუა! ყინვამ უფრო მოუჭირა ჭახრაკი; კისერზე ჯაჭვი, ფეხზე უდრეკი ბორკილი დაადო! - არც ახლა გატყდები, ღვინჯო?

ღვინჯუა მაინც მყარკლდეობდა, - იბრძოდა... ისევ ებღოტებოდა... და ის იყო, სადღაც, სიმაღლეზე წამომდგარმა და თოვლში ღრმად ჩაფლულმა, წამით რაღაცა მოღანღალე შუქს შეჰკრა თვალი, რომ თითქოს ნათელი შემოადგაო -  გაჰკვირდა, - კიდევ დაინახა საწუთრო.

- ეს ხომ მისი სოფელია, შვლისყური! აჰანდე, ესეც მახარიკაანთ გორა, ძირში კი, სოფელი! შეიტყო მართლმავლობა სწორი ვარაუდით, თუმცა ბეგიბეგ უვლია გზის ასწვრივ! ისე შენ გაიხარე, როგორც ღვინჯომ გაიხარა!

ქვემოთ, ტაფობში, ბუნება გაბატკნებულიყო, ბროლის სიჩუმე იდგა; იქ ისე აღარ გაისმოდა ქარის ხივილი! გადაჰხედა წათოვლილ მშობლიურ სოფელს და გულში ჩაიხვია, როგორც ოცი წლის უნახავმა. ვგონებ, თავისი სახლიც იაზრა დიდი ალვისხის გვერდით. 

ღვინჯუასთვის რომ გეკითხათ, ისიც კი დაინახა, სახლიდან ლიფლიფას ოდნავი ნათელი რომ გამოჰკრთოდა. ჯალაბს არა სძინავსო! ალბათ, თითისტარს აბზრიალებს გაბეზრებული! მგონი ბუხარში მღვიძარი ღველფი, მდუღარი ნაკვერცხალიც კი შენიშნა...

ენა ამოიგნო... სანახევროდ დაავიწყდა ქარ-ყინვასთან ომი, დაუდეგარი ბრძოლა და ამოჭიდება; ყინულის ფეხით დაჩხვლეტილი თვალი გააღო, გაახილა! 

- ყოჩაღ, ძმაო ღვინჯო, ყოჩაღ! ერთი შემოკვრით ხე როდი წაიქცევა!

ქარბუქთან გამარჯვებით ნასახელარი, ყინჩიყურად იდგა გაბოტილი, მიწას დამყარებული იღიმებოდა... დატკბა... დაშაქრდა... თვალწინ წარმოუდგა დატოვებული ჭრელი სუფრა, - ბრძოლის პირველი ასპარეზი - თაყა, თანამეინახენი, რძენაწყენი ქათათა, რომელზედაც ახლა მხოლოდ გაეღიმა ქარიშხალთან დიდ ბრძოლაგადახდილს!

ერთხელ კიდევ შემოატარა გონების თვალი სუფრას, შეიხსენა თავისი ნათქვამი სადღეგრძელოები და თავიც მოიწონა... რა ვუყოთ, ქარბუქმა ჯვარზედ აცვა, კინაღამ სული არ მოჰგლიჯა ბოლოკივით, მაინც სახლ-კარს ხომ მიაღწია! 

- აგერ, წმინდა ესტატე, ჩრდილოთ, წმინდა გიორგი! ეალერსებოდა თავის სალოცავებს - აგერ დაბალში, კონცხზე - ღვთიშობელი! - და თვალი გაუშტერა ამაყ ნასაყდრალს... რამდენი საღვთიშობლო-საყველაწმიდო და... უცბად ელდანაცემივით შეკრთა, აფეთდა; რამ დაცეცხლა, რამ გაფათრა, რა მოუვიდა? გულში რამ გამოფეთქა?

- ეს რა მომსვლია, ხმელეთის გამჩენო! - მეხდაცემულივით იდგა ღვინჯუა და არაქათი აღარ ჰქონდა, რომ მუხლებზე დანანებით ხელი დაერტყა.

შელაშქრებული ქარიშხალი აგულისებდა ღვინჯუას, მაგრამ ღვინჯოს ქართან საბრძოლველად აღარ ეცალა, მან უეცრივ რაღაც უმერყეო გადაწყვეტილება მიიღო, ძლივს აიღო გათანგული ხელით სახრე, მოსწყდა ადგილიდან და... ისევ უკან დაბრუნდა და ისევ მგელივით გადაერია თეთრ ნამქერში.

გახარებულმა ქარიშხალმა სამპირად წამოუშინა და წამოუშინა! თითქოს კლდიდან ზვავები აგლეჯილან და ბარად ჩამოქანებულან ღვინჯოს დასანთქმელადო.

ქარს უხაროდა, რომ სამშვიდობოს გამოსული ღვინჯუა უკანვე გაიტყუა; გულს იოხებდა, ზრიალებდა, მთა-ბარს ატყობინებდა ძლევასა და გამარჯვებას!

- ახლა ვერ მომერევი, ვერა, ხომ შევიტყვე მიზეზი! - შესძახოდა ქარს ღვინჯუა.

მიდიოდა შეფოლადებული, დაგულისებული, რკინის მთა რომ შეხვედროდა, გააპობდა! ტანში თითქოს ახალი ხერხემალი ჩაედგა.

ბევრჯერ ფეხი აერია, ბევრჯერ წაიფორხილა; კიდევ რამდენჯერ ჩაირეხვა ჩათოვლილ ღრანტეში, ძლივს ამობორტყდა, სული ძლივს ამოაღწია და... ცისკრის ზარი რომ დაირეკა შატროვანში, ღვინჯუამ მხნედ შეიარა თაყას ჭიშკარი, ეზო-ყურე და თეთრად წანამქრულ კარებზე მაგრა დააკაკუნა, განა მორიდებით?

- ვინა ხარ?

- ნოეს კიდობნის ხურო ვარო! - ვითომც იხუმრა ღვინჯუამ.

აღარ დააყოვნა ნოეს მტრედმაც:

- რომელი ხარო?

პატარძალი დუდღუბა ნაზ მოსიზმრებაში მყოფი, მონადირეზე ტკბილი ფიქრებით შეფუთვნილი, შიშველ მხრებზე შალწამოგდებული, ნათბილარი, ათრთოლებული, კარებთან ნაზად კითხულობდა:

- რომელი ხარო, რომელიო, იმ იმედით, ეგებ, რაიმე სასწაულით მონადირე მობრუნდაო!

- ღვინჯუა ვარ, შენი ჭირიმე, თქვენი ნათლია!

პატარძალმა თუმცა ვერ გაიგო გაყინული კაცის პასუხი, მაინც ოდნავ გამოაღო კარი, თითქოს უნდოდა, ჩუმად

შეეპარებინა მონადირე და გულში ჩაეკრა, როგორც პურის გუნდა ეკვრება გახურებულ თონეს!

- მე ვარ... მე...

ნახევრად ბურანში მყოფ პატარძლის წინაშე იდგა თოვითა და ჭირხლით შეხურხლული, შებორბლილი თოვლის ყორე, რომელიც... ადამიანივით ლაპარაკობდა. პატარძალი შიშისაგან იქვე ჩაიკეცა.

- ნუ გეშინია, ჩემო დაო! ეხვეწებოდა დაფეთიანებულს თოვლის ყორე და თან ზეზე აყენებდა.

- არა, მითხარი, მართლა ვინა ხარ? - ეკითხებოდა გონს მოსული გულგადაფერებული ქალი; - მაშ, ავი სული არა ხარ?

- ავი სული რათ ვიქნები, კეთილი სული ვარ, თქვენს ოჯახში მირონის შემომტანი!

პატარძალი ძლივს დონეზე დადგა. კიდეც შერცხვა თავისი თავისა!

ღვინჯუა ულვაშებს იფშვნეტდა, ყინულის ლოლუებს იმსხვრევდა თავპირზე და თან ლუღლუღებდა:

- ღვინჯუა ვარ, შენი ჭირიმე, თქვენი ნათლია! ჩემი ცოდვით საყველაწმიდო დამვიწყებია, მახარეს გორიდან დავბრუნდი, ძნელია ღვთის ვალი! ეგებ ან ჯაში, ან რქა გამომაწოდო, რომ ჩემი ვალი მოვიხადო! 

- შინ შემობრძანდი, უკაცრავად, ავი სული მეგონე, - ბოდიშობდა დუდღუბა.

- რა ბრძანებაა, მეჩქარებაო, შინ დაიდარდებენო!

- გენაცვათ, ეს რა ღვინის მსუნაგი ყოფილა, საიდან სად წამოსულა ერთი ჯამი ღვინის გულისათვის! - გაივლო გულში მონადირეზე გაქარწყლებულმა დუდღუბამ და ორივე ერთად გამოუტანა, - რქაც და ჯამიც. ისე გალიცლიცებული, რომ ორიოდე შხეფი ზედაც გადაეღვარა, პერანგზე!

ღვინჯუა ეცა მწყურვალებით! ორივე სასმისი ხელიდან გამოგლიჯა.

- აი, აგაშენა ღმერთმა! ახლა კი მოვიხდი ვალს ღვთისა და ქვეყნის წინაშე!

- ღვთისმშობელო, მიშველე, შენ მაპატიე, რომ საყველაწმიდო დაულეველი გაგექეცი! აკი კიდევაც მომაყარე თოვლი და ქარაშოტი! დიდება შენს სახელს! უნებურად მომივიდა! მაპატიე, აღთქმას გაძლევ აღარ ჩავიდენო!

პატარძალი გაოცებით შეჰყურებდა, - ეს შეშმიში რასა როტავსო!

- ღმერთს ვაწყენინე, პატარძალო, ღმერთს წინ გადავუდექი, სიბრიყვით შევეთამაშე! იცი, რა მიყო? სიკვდილის ყბიდან გამოვძვერი!  მთელი სახმელეთო ხომ დამცინებდა, უკან რომ არ გამოვბრუნებულიყავ? ყველაწმიდა შეგეწიოთ! მისი მადლი სწყალობდეს ამ ოჯახს, - სასოებით წარმოსთქვა ღვინჯუამ, - რა ანგელოზიც მუშაობს ადამ და ევას აქეთ, ის შეეწიოს თაყას ოჯახს, ჩემს ნათლულებს, საქრისტიანოს, საქართველოს! შენც შეგეწიოს, პატარძალო! ღმერთო, შენ მაპატიე სიბრიყვე! - ჩამოილოცა გახარებულმა ღვინჯუამ და ისე სულმოუთქმელად დაცალა ჯამიცა და რქაც, შიგ ნამიც არ გაუშვა. კარის დირეზე დააწყო ორთავ სასმისი, რადგან ჩამომრთმევი აღარავინ იყო. პატარძალი შინ შებრუნებულიყო. თავდახსნილმა ღვინჯუამ ასწრაფებით გამოსწია შინისაკენ, ჯალაბისაკენ!

პატარძალიც მალე გამოჩნდა ხელში პატარა თეფშით, ზედ ღორის ლურთები და შოთის ნატეხი ელაგა ღვინოზე დასაყოლებლად, მაგრამ გარეთ აღარავინ დახვდა; დირეზე ყანწს ფეხი წამოჰკრა, შეკრთა, თეფში ხელიდან გაუვარდა და ცივად შინ შეიხვეწა.

დიდხანს ცახცახებდა ლოგინში, თვალებზე საბანწახურული, ფანჯრისკენ მოხედვისა ეშინოდა.

- ნამდვილად ეშმაკი იყო! მაგრამ ეშმაკი რომ არა სვამს ღვინოსაო?

იყო ძიებაში და ბოლოს დაასკვნა: - ალბათ უპატრონო, მშიერი ადამიანის სული იქნებოდაო!

- ვინ იცის, როგორ მოსწყურდა ღვინო საიქიოში, წამოდგა მკვდრეთიდან, ღვინჯუას სახე მიიღო და სიკვდილს გამოეპარა, განა ქართველი კაცი უღვინოდ გასძლებს სადმე? დალია და ისევ ჩაეშვა საფლავში, სულთამხუთავმა არ გამიგოსო!

გამოცოცხლებული ღვინჯუა მკვირცხლად მიაბიჯებდა შინისაკენ. ივრის წითელ ღვინოს თბილად დაევლო ძარღვებში, გაეთბო, აეჩქროლებინა, შეეხურებინა!

- ვერც ეშმაკი მომერია, ვერც ქარაშოტი და ვერც ქათათა! ზოგი ახლაც გადამაყენოს თამადობიდან! ღმერთი ახლა ჩემს მხარეზეა, თავი გავიმართლე, დავზავდით, შევრიგდით, თუ ეს ასე არ არი, - მაშ რად შეიცვალა ამინდი, რად გაკარგდა?

ანჯახი ქარიშხალი დამცხრალიყო, ქვეყანა დამყუდრობულიყო ღვინჯუას შენაცოდარის გამოსწორების გამო!

- როგორ იყო აბორგებული, აჯანყებული, დაონავრებული! იმიტომ, რომ ღმერთს ვაწყენინე!

 

* * * * * * *

 

თოვლიანი ალმასით ანაპერწკლებული, ნაწური ვერცხლით მოსპეტილი გორები თავს უქნევდნენ გამართლებულ ღვინჯუას, მისი საქციელით კმაყოფილები!

დილის სული დატრიალდა...

ის იყო მზე ამოდიოდა...

ღობეზე ყიყლიყო ყიოდა: მზე მე ამოვიყვანეო!

...და ყველას სჯეროდა!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ