ზღაპარი I
შეურცხვეს წვერ-ულვაში!.. ნუღა შერჩეს თავზე თმა! რისხოს წმინდა გიორგიმ სამას სამოცდა ხუთმა.
განთქმული წინაპარი და იმის ღირსს სახსოვარს არ აუნთოს ლამპარი!..
გმირი არა ჰყოლია, რა კაცია ის კაცი? და რა ჩემი ტოლია?!.
გმირთა გმირი ყოფილა და ვისიც სწორი იმ დროს სხვა აღარვინ შობილა.
თვითონ წმინდა-გიორგის, ქრისტე-ღმერთის ბრძანებით, მოუნათლავს თურმე ის!.
ხმალიც უჩუქებია; მისი მსგავსი მახვილი სხვას აღარვის რგებია!..
სჭრიდა, როგორც ჩალასა, და მკლავს მისი მომქნევი არ ატანდა ძალასა.
კედელზე რომ ჰკიდია? შინ არ გამიჭედია!.. არც სხვისგან მიყიდია!!..
ისე ვით ნატვრის-თვალი!.. ეგ მახვილი „ის არის“ წმინდა გიორგის ხმალი!
არა თუ სამკაული!.. არ შეველევი მაინც, გინდ მომცენ წონა ფული!!
გაჰქრა ძველი დროება, ჩამოვარდა ამ ქვეყანად მშვიდობა-მეუდროება!..
დაადგა გზა და კვალსა: . პატივი აეყარა , ძველებურ ფარს და ხმალსა.
უჭირავს თოხსა და ბარს!.. იმონებენ ხმელეთს... ზღვას. ასწორებენ მთა და ბარს!..
გაახილო თვალიო, გადაკეთდეს სახნისად შენი უქმი ხმალიო!..
ახლანდელ ოცნებისა!.. და არცა ვარ გამტეხი მამა პაპის მცნებისა!!.
ერთი ნაცარქექია, ერთ დროს მართლა ვაჟკაცი, მაგრამ დღეს კი ბექია!..
ის იყო მისი ბინა!.. უსაქმურად ჰგორავდა, სვამდა, სჭამდა, ეძინა.
იგონებდა წინაპრებს და მით გულს აყოლებდა გადასულ სიზმარ-ზღაპრებს!..
II
მეოჯახე, ერთგული... ქმრის უსაქციელობით უსკდებოდა მას გული.
რას უზიხარ კერასო? ჩვენი ყოფა-ცხოვრება გააქვს ჩხიკვ-ყვავ-ძერასო!..
ადე, გაინძერიო! მოყვარე გაახარე!.. დააღონე მტერიო!
აწ ჩვენი დიდებაო!.. იმასაც წაგვართმევენ.. ვინ მოგვერიდებაო?!
წადი, უგდე ყურიო, თუ არ გინდა გაგვიწყდეს საზრდო, ლუკმა-პურიო!“
და ტყვილა ნუ წყრებიო!.. ჯერ ადრეა!.. ჩემ საქმეს კიდევ მოვესწრებიო.
იმ ჩვენ საკუთრებასო? მე ვიცი და ამ ხმალმა!.. ვაი, მის მოსწრებასო!
ცოლმა აღარ აცალა; სამუშაოდ გააგდო, დაატანა მას ძალა!..
მხიარული!.. სიცილით... ამბობს: „ჩვენი საყანე აკი დაუხნავსთ დილით!..
აი, ღმერთმა უშველოს, - ი, ვიღაც მოკეთეა, - აცოცხლოს!.. ადღეგრძელოს!..
- ცოლმა შემოუძახა, - განა შენთვის შრომობენ?! წაგართმევენ, შე გლახა!!“
ვისა აქვს ეგ უფლება?.. მამაპაპისეულის დაკარგვა შეიძლება?!..
ვინ სთქვა: დამიხანიო?.. იმან გინდ სთქვას, გინდ არა: მე ვფლობ დიდი ხანიო!?.
შემოვუშვა დროებით, მაშ კარში გამომაგდებს... იცხოვრებს მყუდროებით?!
ამ ჩემ მამა-პაპის ხმალს!.. ისე დავკეპ პირწმინდად, გავუერთებ რბილს და ძვალს!!“
ხმასაც ვერ გამცემს ტყვილა!! სისწორ-სიმართლე ქვეყნად სუყოველთვის ყოფილა.
და გულში გაიცინა... მოსძებნა ისევ კერა, დაწვა და დაიძინა.
III
მოახლოვდა მკათათვე; აუჩივლდა ცოლი ქმარს: „ადე, თვარა, ღმერთმანი, სიმწრით გადენ ცხვირში ძმარს!
იმ შავი დღის ყანასო!.. მაშინ მეც თავს მოვიკლავ, შენც გაგიყრი დანასო!“
გაახელინა თვალი; გააგდო, როგორც იქნა!.. გაატანა ნამგალი...
ძლივს არ შევაგონეო!.. ასე არ მოვქცეოდი, აღარ იყო ღონეო.
მიალაგა, მოაწყო; მოამზადა სადილი... ხმიადი გამოაცხო.
დაბრუნდება მალეო, მოვუმზადებ ყველაფერს, იმას ვენაცვალეო!“
მოთქმითა და ტირილით: „ვაი!.. ის ჩვენი ყანა გადუმკიათ ამ დილით...
დაგვდგომია თვალიო!.. ვეღარა გავიგე რა მისი გზა და კვალიო!..“
შეუწუხდა ცოლს გული; ლეჩაქს იხდის, თმას იშლის, მოსთქვამს გამწარებული:
ამას მოველოდიო! დამიტირეთ!.. დამქოლეთ!.. დამადევით ლოდიო!!..
ქვეყნის სამოწყალოდო! ვის რა უნდა შევჩივლოთ? ჩვენს თავს დავაბრალოთო!!“
ვერ რა შევაგონეო!.. აწ შევიბამ ქვას ყელზე, სხვა აღარ მაქვს ღონეო."
გული როცა იჯერა, მოიწმინდა ცრემლები და ისევ ქმარს ეძგერა!..
ჩამოიღე ეგ ხმალი!.. სხვა გზა არ გაქვს! ეგ არის ერთად ერთი წამალი.
არ დასტოვებს არც თაველს... მოვა მის წასაღებად და შენც იმ ჩვენს დამღუპველს
მტერია თუ მოყვარე, დაიჭირე, იცოდე და შეკრული მომგვარე.
მეც ავიღებ შენზე ხელს! გაგიმწარებს სიცოცხლეს! და განანებ ამ სოფელს!
IV
XI
სახლს რომ მიუახლოვდა, ცოლი დახვდა მტირალი!.. თმა გაშლილი მოსთქვამდა: "ვაიმე ჩვენი ბრალი!..
შინ ჩამოგვესახლაო და ჩვენ ავლა-დიდებას ის პატრონობს ახლაო!..
მალე აიბარგეთო!.. თქვენ სახლ-კარი ვინ მოგცათ? ჩქარა დაიკარგეთო!"
ვნახოთ, რა იქმნებაო!.. ყოველივე ამ ქვეყნად არის უფლის ნებაო!..
აქ ვინ მოგიყვანაო? ჩემი ჯორის წამყვანი შენ არა ხარ განაო?!..
შენ ეპატრონებიო? რად? შენი რა მმართებს, ღმერთს რას ეუბნებიო?
ტკბილად, მეგობრულადო, შენ-კი გაუტანელო, შინ მიხტები მტრულადო?!
მართმევ?.. არ იქნებაო!.. აწ კი კმარა!.. ამდენი მეყო მოთმინებაო!!
ერთი ხათაბალაო!.. თვარა ცუდად შეგაქცევ, თუ ვიხმარე ძალაო."
უთხრა: რას მიჰქარავო?! ვინ ხარ! და სად მოსულხარ!.. ხომ არაფერს მპარავო?
ჭკუით შევიძინეო!.. შენ რად გინდა, ბრიყვი ხარ, დაწექ და იძინეო."
სთქვა: მაშ კარგი, ვნახოთო, "ვაი, დედავ, მიშველე!" ვინ ვის დავაძახოთო?!"
ეცი მაგას ერთიო, რომ მოაგონდეს ისევ ჩვენი ქრისტე-ღმერთიო!"
გაექანა, ეძგერა, აუცხუნა გვერდები!.. ვაჭარმა დაიჯერა.
"ვაი! ვაი! ვკვდებიო! გამიშვი და ღმერთმანი, ძმურად მოვრიგდებიო!
აღარ დავკეტ კარებსო!.. რა დროს ჩვენი ჩხუბია, მტერი გაიხარებსო?!
"არა! რად ირჯებიო?.. ახლა ჭკუა ვისწავლე აღარ მოვტყუვდებიო!
არ გქონია პირიო! შენთან ლხინი არ მინდა და არც შენი ჭირიო!
იქითვე მიბრძანდიო!.. თან წაიღე ხრიკები, ეშმაკური ფანდიო!..
ამას ნუღა ელიო!.. არ გაჩერდე ხელ-კეტო! არ შეუშვა ხელიო!
ვაჭრის ზურგზე ტრიალობს, ზურგის კანი აუწვა ვაჭარს... ყვირის, ღრიალობს:
არაფერს თქვენს საწყენსო!.. არ დავდგები... გამიშვით... გეფიცებით გამჩენსო!"
ტირილით დ ღრიალით, ჯოხი მისდევს კვალდაკვალ სულ ჰაერში ტრიალით.
ჯოხს უყვირის "ჰბრიგეო"!! მე მაგასთან უშენოდ ვერა გავარიგეო!!"
ეყოფა აწ, კმარაო!. მადლი გამჩენს მაგისგან, რომ მე დამიფარაო!..
გაჭირვების ტალ-კვესო! შელოცვილო გრძნეულის, ხმალზე უძლიერესო!..
წამლად ხმარობს საწამლავს... რომ გაჰკურნოს სნეული, თვით სატკივარს უმალ ჰკლავს.
დღეს გამიხდი საჭირო!.. დღეიდან კი სხვა წამალს ითხოვს მომავალი დრო.
ჩამოგკიდებ ამიერ, როგორც ძეგლს გადასულის!.. დარჩით მრავალ-ჟამიერ!..
შესწირა მადლი უფალს, დაუბრუნდა მის ოჯახს, ჩაუკვირდა მომავალს!..
მტრებს ყველგან ერიდება, "ვაშა!.. ვაშა!.." იმის ბედს! და მის გამჩენს დიდება!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |