მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 299 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ეს ამბავი ჯერ არ მომხდარა, მაგრამ ხვალ აუცილებლად მოხდება. ვიცი, იტყვი, რა ამბავია ამისთანაო. ყური დამიგდე და ყველაფერს მოგიყვები.

ერთმა ხნიერმა ბრძენმა მასწავლებელმა, დღესა და გუშინ კი არა, ხვალინდელისას ვამბობ, ორ მწკრივად დააწყო თავისი მოწაფეები და გარდასულ დროთა ხვალის მუზეუმში წაასხა. იქ სულ ერთიანად ძველისძველი ჩიხომახო რამეები იყო - სამეფო გვირგვინები, დედოფლის კაბები და ბევრ ისეთ ჯაბახანასაც ნახავდი, აი, ქალაქ მონცაში დღეს ტრამვაის რომ ეძახიან.

ერთ-ერთ თვალმოსახვედრ ადგილას კი მტვერჩამკვდარი სიტყვა ტირილი დაედოთ.

იმ ხვალინდელმა მოწაფეებმა ბევრი უკირკიტეს, ხან წაღმა იკითხეს, ხან უკუღმა და მაინც ვერაფერს მიხვდნენ. მერე მიეხვივნენ თავიანთ მასწავლებელს და შეკითხვებით აიკლეს, ერთმანეთს ლაპარაკს აღარ აცლიდნენ.

- ტირილი რას ნიშნავს, პატივცემულო მასწავლებელო! - გაკვირვებული კითხულობდა ზოგიერთი.

- მაგას ძველები სამკაულად ხომ არ ხმარობდნენ? - პასუხს თავიანთსავე კითხვაში ეძებდნენ მეორენი.

- ეგ რაღაც ეტრუსკების დროინდელ სიტყვასა ჰგავს, - ღრმააზროვნად ამბობდნენ მესამენი.

ვერა, ვერც ერთი ვერ მიხვდით, ეუბნებოდა მასწავლებელი, მაგ სიტყვით ოდესღაც ტკივილს გამოხატავდნენო. მერე სუყველანი თავდაცობილ პატარა საცრემლესთან მიიყვანა, აი ნახეთ, ამაში ცრემლი ასხიაო. ნაგვემი მონის ცრემლი იყო თუ ობოლი ბავშვისა, არავინ იცოდა და ზედაც არაფერი ეწერა.

წყალივით ყოფილაო, ერთხმად წამოიძახეს ხვალინდელმა მოწაფეებმა.

აი, უნდა გენახათ, ეგ წყალი რამდენს უმდუღრავდა თვალებს, მერე ეგრე აღარ ილაპარაკებდითო, ხმას აუწია ხნიერმა მასწავლებელმა.

აჰა, ეტყობა, სანამ თვალებში ჩაისხამდნენ, ჯერ ადუღებდნენო, ისევ თავიანთებურს უკრავდნენ ხვალინდელი მოწაფეები.

არა, ტყუილად ვუხსნი, ესენი ცრემლის გამგებები არ არიანო. - იფიქრა მასწავლებელმა და ახლა სხვა დარბაზში გაიყვანა. იქ უფრო მარტივი რამეები გამოეფინათ - ციხის საკნები, ბორკილები, პოლიციის ჯაშუშები, ერთი სიტყვით, სუყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი, რაც კი რამ დრომოჭმული და ოჩხომაჩხო იყო.

 

* * * * * * * *

მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ