ფუტკარმა უთხრა პეპელას: მე და შენ ორივენი ყვავილების ნექტარს ვისრუტავთ, მაგრამ სად შენი სარგებლობა და სად ჩემი: მე თაფლს ვაძლევ ადამიანს, შენ კი ქარს ატან შენს მონაგარს.
პეპელამ მიუგო: სამაგიეროდ მე ყვავილების მშვენების სული მეუფლება და უცხოდ მიხატავს ფრთებს, რათა ადამიანი დავატკბო ჩემი სიმშვენიერით. შენ კი ვაგლახად მოკუზულხარ გესლისგან და ხშირად ადამიანს თაფლის ნაცვლად მომაკვდინებელი შხამით უმასპინძლდები, ასე რომ, შენგან საფრთხე მეტია, ვიდრე სარგებლობა.
მორალი: ასევე უჭირს ზოგიერთ გონებაშეზღუდულ მეცნიერს ხელოვანის დანიშნულების გაგება.