ფარშავანგმა უთხრა გველს: ძმობილო, რა მშვენიერი პერანგი გაცვია და არ აფასებ. ნაცვლად იმისა, რომ გზაზე გამოფინო, გაიძრობ და სადღაც ძეძვიანში მალავ. მე მომბაძე. ნახე, რა ხშირად ვშლი ხოლმე ჩემს ბოლოს, რათა დიდი და მცირე დავატკბოო ჭვრეტით.
გველმა მიუგო: ეჰ, ძვირფასო, შენთვის შენი მარაოს გაშლა თვალის ერთი დახამხამებაა, მას გართობის და სიამის გარდა არა მოაქვს რა შენთვის, მე კი ჩემს პერანგს ისეთი ტანჯვით ვიძრობ, რომ აღარ მრჩება ხალისი მის გამოსაფენად და სეირის გასამართადო.