მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 5543 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ძველ დროს ერთ ყმაწვილ მებატონეს სული მისდიოდა მარჯვე მონადირის სახელისათვის. მაგრამ, მის საუბედუროდ, შვილდ-ისრის ხმარება და ნადირობა სრულიად არ ეხერხებოდა. რაც უნდა ახლო მანძილიდან ესროლა ისარი ნადირისათვის, უთუოდ ააცდენდა.

ამ ყმაწვილს ჰყავდა ერთი შინაყმა გიგუა, რომელიც ყოველთვის თან დაჰყავდა სანადიროდ. გიგუა საოცარს სიმარჯვეს იჩენდა ნადირობაში: რაც უნდა შორიდან ამოეღო ნიშანში ნადირი, ისარს არ ააცდენდა.

მაგრამ ეს თავისი იშვიათი სიმარჯვე გიგუას სულ არაფრად მიაჩნდა. თავისი ბატონის საამებლად ნანადირევზე ყოველთვის ამბობდა: სულ ჩემი ბატონის დახოცილიაო. ბატონი ცას ეწეოდა სიხარულითა და თავს იწონებდა ტოლ-ამხანაგებში თავისი მარჯვე ნადირობით.

ერთხელ ბატონი თავისი შინაური ყმით სანადიროდ წავიდა. მაღლა მთაზე დაინახეს გადმომდგარი მშვენიერი ხარ-ირემი დიდრონის რქებითა. ბატონმა ესროლა შვილდ-ისარი, მაგრამ ისე შორს ააცდინა, რომ ნადირმა ვერაფერი შეიტყო და ყურიც არ გაიბერტყა. ახლა ამოიღო მიზანში გიგუამ, სტყორცნა ისარი და შიგ გულში გაურჭო ირემსა. ირემი დაეცა მიწაზე და სული დალია.

ირემი საღამოზე შინ მოიტანეს ურმითა. ბედად სტუმრები ბევრი ეწვია ჩვენს მონადირეს და მათთან იგი ირმის მოკვლას ჩემულობდა და კვეხულობდა.

დასხდნენ ვახშამზე და შეექცეოდნენ სხვადასხვა გემრიელ საჭმელს, ირმის მწვადებს და კულებით არაკრაკებდნენ წითელ ღვინოს. გიგუა კი სულ ბოლოს კუნჭულში იჯდა და ვახშმად ჰქონდა მოტანილი მჭადი და ცივი წყალი. საწყალს თვალები ებრიცებოდა მდიდარი სუფრისაკენ.

ბოლოს თამადამ წარმოსთქვა ხელმეორედ: ღმერთმა კიდევ და კიდევ გაუმარჯოს ჩვენს მასპინძელსა და ბევრი ხარ-ირემი მოაკვლევინოს თავისი შეუდარებელი მარჯვენითაო.

მასპინძელმა თავმოწონებით გადაუხადა მადლობა, მოიყუდა კულა და წითელს ღვინოს საამური რაკრაკი დააწყებინა.

გიგუამ ვეღარ მოითმინა, წამოხტა თავისი ადგილიდან და აღელვებული ხმით დაახალა კამპანიას: "ვინ მოჰკლა ხარ-ირემი, ვინ არაკრაკებს კულასაო".

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ