მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 9267 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სოფლის სკოლის მასწავლებელი დასეირნობდა ერთხელ სადილის უკან და დაინახა, რომ ერთი მისი მოწაფე ბაღში ხის ძირში იჯდა, წინ დადებულს თავის ქუდში იხედებოდა და რაღაცას ეალერსებოდა.

მას თავს დასტრიალებდა ორი ჩიტი და საცოდავად ჭყიოდა.

- უთუოდ ბუდე გამოუშლიაო, - იფიქრა მასწავლებელმა და გადაუხვია გზას. როცა ბავშვთან მივიდა, დაინახა, რომ მას ქუდში უჯდა ხუთი პატარა ბარტყი, რომლებიც ხის ფუღუროში გაკეთებული ბუდიდან ამოესხა.

- რა გიქნია ეგ, კოტე? - ჰკითხა მასწავლებელმა ბავშვს. განა აქამდე არ იცი, რომ ჩიტის ბარტყების გამოსხმა ცოდოა და ძლიერ მავნებელი ადამიანისათვის? ახლავე ჩასხი ისევ უკან ბარტყები და ისე ფრთხილად, რომ არაფერი დაუშაო.

ბავშვმა გაუგონა მასწავლებელს და ბარტყები ისევ ჩასხა ბუდეში.

მეორე დღეს მასწავლებელი რომ მივიდა სასწავლებელში, მთელი საათი მოსწავლეებს ელაპარაკა გუშინდელს შემთხვევაზე: გუშინ კოტეს მოვასწარი ბაღში, ჩიტის ბარტყები ბუდიდან ამოესხა. ეს ჩვეულება სხვებისათვისაც შემიმჩნევია და ამიტომ დღეს უნდა აგიხსნათ, თუ რა უგუნურობაა ამგვარი მოქმედება.

რა გამოსადეგნი იყვნენ ჩიტის ბარტყები კოტესათვის? საჭმელად ისინი არ ვარგოდნენ და, თუნდა ვარგებულიყვნენ, ისეთი პაწაწინები იყვნენ, რომ გაბდღვნად და შეწვად არ ღირდნენ. შინ იმათი მიჩვევა არ შეიძლებოდა, ფასი იმათ არა აქვთ და არავინ იყიდიდა. კოტე მხოლოდ რამდენსამე საათს ათამაშებდა იმათ, აწვალებდა და ამასობაში სულს ამოართმევდა.

საწყალი ბარტყები უნდა უდროოდ მოჰკლებოდნენ მზეს, ჰაერს, ყვავილებს, ჭიკჭიკს და ყოველს სიხარულს ტყუილუბრალოდ. დედ-მამა ბევრს ნაღველს და სიმწარეს გამოივლიდა და არა ერთხელ დასწყევლიდა ბოროტს ბავშვს, რომელმაც საყვარელი შვილები დაუხოცა.

ცოდვა არ არის ეს? მაგრამ ყველაზე ცუდი იქნებოდა ის, რომ კოტე ბაღებს დიდს ზარალს მისცემდა: თითო ბარტყი დღეში ჭამს, საშუალო რიცხვით, ორმოცდაათ მატლს ან ჭიას;

ამ ჭია-მატლებს დედ-მამა ხეებზე და მცენარეებზე კრეფს და მიაქვს შვილებთან. მაშასადამე, ხუთი ბარტყი დღეში ორას ორმოცდაათ ჭიას გაასაღებდა. ბარტყის ზრდა ბუდეში გრძელდება ერთ თვემდე. ესე იგი, ჩვენი ბარტყები დაფრენამდე ხეებს მოაშორებდნენ შვიდი ათას ხუთას ჭიას.

თითო ჭია ყოველ დღე თქვლეფს თავის წონა ფოთოლს და ყვავილს, ჭიის გაზრდა გრძელდება მთელს თვეს; აქედან ჩანს, რამდენი ფოთოლი და ყვავილი უნდა გააოხროს თითო ჭიამ. გ

აზრდის შემდეგ ჭია ჭამს დღეში თითო გამოსახულ კოკორს, რომელიც ნაყოფად გადაიქცევა ხოლმე. მაშასადამე, ყველა მატლი თვეში ოცდაათს ნაყოფს სჭამს და შვიდი ათას ხუთასი ჭია შეჭამს ორას ოცდახუთი ათას ნაყოფს.

ამიტომ კოტეს რომ უკანვე არ ჩაესხა ბუდეში ჩიტის ხუთი ბარტყი, მათ ბაღსა და მეზობლის ბაღებს დააკლდებოდა წლეულს ორას ოცდახუთი ათასი ნაყოფი.

ახლა ხომ იცით ჩიტის ბუდის ფასი? მოინდომებთ კიდევ ამის შემდეგ ბუდის გამოშლას და ბარტყების ამოსხმას?

მოსწავლეებმა ერთხმად აღუთქვეს მასწავლებელს, რომ ისინი თავის დღეში აღარ გაბედავენ ჩიტის ბუდის ჩამოშლას და ეცდებიან, რომ სხვებსაც დაუშალონ ხოლმე ამგვარი უგუნური და მავნე მოქმედება.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ