მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 7875 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთ პატარა ქალაქში სკოლა იყო გამართული. იმ სკოლაში სწავლობდა სოფლელი პატარა ვანო.

ერთხელ ვანომ ღამის ძილში მეტად საამური სიზმარი ნახა: ვითომც დილით ადრე მიირბინა მდინარის ნაპირზე, რომელიც ქალაქს გვერდით ჩაუდიოდა, და პირის ბანა დაიწყო.

უცებ დედა მოაგონდა და ძლიერ დაღონდა. თვალცრემლიანმა ყურება დაიწყო თავისი სოფლისაკენ. ერთიც ვნახოთ, დაინახა იქიდან მომფრინავი ჩიტები.

ვანომ ჩიტებს შესძახა:


"ჰე, ჩიტებო, ჩიორებო. მალხაზნო და ნაცარებო!

სად ჰყოფილხართ, რა გინახავთ, დედაჩემი არ გინახავთ?"


ჩიტებმა მხიარულად ჩამოსჭყივლეს:


"დედაშენი ამ დილაზე ბანზე იყო გადმომდგარი

და ჭრელს წინდებს ვანოსათვის ქსოვდა ტკბილად მომღიმარი."


მერე მოფრინდა მერცხალი. ვანომ იმასაც შესძახა:


"მერცხალო, კუდმაკრატელა, მოჭიკჭიკე, მონავარდე!

სად ჰყოფილხარ, დედაჩემი არ გინახავს, თუ გიყვარდე?"


მერცხალმა ალერსიანად ჩამოსჭიკჭიკა:


"თქვენი სახლის ერთ კუთხეში ბუდე მქონდა ანაშენი

და ყოველთვის თვალწინ მედგა მხნე, გამრჯელი დედაშენი.

ახალუხს რომ უკერავდა ვანოს დიდი სიამითა,

მე მაღლიდან დავმღეროდი, ვჭიკჭიკებდი ტკბილი ხმითა."


ბოლოს მოფრინდა ბულბული. ვანომ ამასაც შესძახა:


"შენ, ბულბულო, მგალობელო, ქვეყნად სწორი რომ არა გყავს,

სად ჰყოფილხარ, სიდგან მოხვალ, დედაჩემი არ გინახავს?"


ბულბულმა მშვენივრად ჩამოუსტვინა:


"დედაშენი? როგორ არა! ბაღში ვნახე მე ამ ხანად,

ლოყაწითელ ვაშლებს კრეფდა ვანოსათვის გასაგზავნად."


ამ საამურმა სიზმარმა ისე ძალიან გაახარა ვანო, რომ გამოიღვიძა, გათენებულიყო კიდეც. ადგა საჩქაროდ, პირი დაიბანა, წიგნები ხელში აიღო და მხიარულად მიირბინა სკოლაში.

ვანო სიხარულით ფეხზე აღარ იდგა და დედისაგან მოელოდა ჭრელ წინდებს, ლამაზ ახალუხს და წითელ ვაშლებს. თვითონაც ცდილობდა, კარგად ესწავლა და თავისი საყვარელი დედა გაეხარებინა.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ