მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5603 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

I

 

ლომს ნადირთა მეფეს ეძახიან. მისი ერთი შეხედვაც კი კაცს დაარწმუნებს, რომ მეფის სახელი ტყუილად არ დაურქმევიათ. ახოვნებითა და გაბედულებით ლომს ვერც ერთი ნადირი ვერ შეედრება.

სილამაზე, სიძლიერე, სხეულის კარგი მოყვანილობა და განიერი მკერდი ლომს მშვენიერ სანახავ მხეცად ხდის. საოცარია მისი ღირსებით სავსე მიხვრა-მოხვრა, საშინელი ღონე, გამბედაობა და დიდი სიმამაცე. 

ლომი ამაყია, თანაც სულგრძელი და კარგი თვისებების მქონე. ის მხოლოდ მაშინ მტაცებლობს, როდესაც მშიერია; მხოლოდ მაშინ განრისხდება და იბრძვის, როდესაც შეხვდება თავის საკადრის და დაუნდობელ მტერს.

ლომი უმიზეზოდ არავის ავნებს. მისი თვალები ბნელ ღამეში ცეცხლივით ელვარებს, კბილები ალმასივითაა, გრძელი ფაფარი თავსა და ბეჭებზე სქლად აყრია და დიდებულ სახეს აძლევს. გრძელი და ყოველთვის წვეტიანი ბრჭყალები კატასავით თითებში აქვს დამალული და როცა დადის, ბრჭყალების წვერებს მიწას არ აკარებს. კუდი გრძელი და ღონიერი აქვს და მისი ბოლო ხარის კუდს გავს.

ლომი კატის ჯიშის არის და ცხელ ქვეყნებში ცხოვრობს. მარტო ცხოვრება ძალიან უყვარს. როცა ბრდღვინავს, მთელი ტყე ხმას აძლევს, თითქოს ქუხსო. არაბები რომ მის ხმას გაიგონებენ, იტყვიან ხოლმე: "ლომს ქუხილი გააქვსო".

ლომს საცხოვრებლად მოსწონს წყლის ახლოს მდებარე დაბურული, ტყიანი ღელეები. მთიან ადგილებში ცხოვრება მაინცდამაინც არ უყვარს. თუ ლომმა იპოვა ძალიან მივარდნილი ადგილი, სადაც კაცის ფეხი არ დადგმულა, იქ დიდი ხნით დაბინავდება და მარტო ცხოვრობს. ის იკვებება სხვადასხვა ცხოველის ხორცით. როდესაც ერთ ადგილას საჭმელი შემოაკლდება, მაშინ საცხოვრებელს იცვლის და სხვაგან გადადის.

ლომი მხოლოდ ღამე ნადირობს. როცა თენდება, ბუჩქნარში იმალება და მთელი დღე ისვენებს, მაგრამ როგორც კი მზე ჩავა და ცაზე ვარსკვლავები გამოჩნდებიან, ლომი სანადიროდ გამოდის და თავისი ღრიალით ყველას აცნობებს, აღარ მძინავსო. მაშინ მისი საშინელი ხმის გამგონე ყველა ცხოველი კანკალებს, ჩუმდება და იმალება, მაგრამ ლომის გამჭრიახ თვალებს რა გამოეპარება ან ვინ გაექცევა მის წვეტიან და ბასრ ბრჭყალებს!

ლომი ბევრ შინაურ ცხოველს ანადგურებს. ცხვარი, ძროხა, თხა, ცხენი და აქლემი ლომის საყვარელი საჭმელია.

აი, დაღამდა... არაბმა თავისი საქონელი შერეკა სადგომში, რომელსაც მაღალი ღობე აქვს შემორტყმული. შიმშილისაგან გამგელებული ლომი აქეთ-იქით დადის. მიუახლოვდა სადგომს და ღობეზე გადახტა. საქონელი დაფრთხა და საცოდავი ბღავილი დაიწყო, თითქოს ლომს შებრალებას ეხვეწებიანო. შეშინებული ძაღლები პატრონთან მიცვივდნენ და ყეფის მაგივრად საცოდავი წკმუტუნი დაიწყეს. საწყალი მწყემსიც შეშინებულია და იმალება. ან კი რა უნდა ქნას? ლომთან რას გააწყობს? მწყემსს შუბი აქვს, მაგრამ ლომს შუბზე უფრო მჭრელი კბილები, შუბის მოქნევასაც არ დააცდის, თვალისდახამხამებაში მივარდება და მოკლავს... მწყემსი იმალება, რომ თუ საქონელს ვერაფრით უშველის, თავისი თავი მაინც გადაარჩინოს.

ლომი თანდათან საქონელს მიუახლოვდება, აირჩევს რომელიმე ცხოველს, თავს დაესხმება და ერთ წამში სულს გააფრთხობინებს; მერე თავის ბასრ კბილებს ჩაარჭობს და ღობის იქით გადააგდებს, ბოლოს თვითონაც სადგომიდან უკანვე გადახტება, დაავლებს პირს თავის მსხვერპლს და ბუნაგში ისე ადვილად მიაქვს, თითქოს პატარა ჩიტიაო.

როცა ლომი შინაურ ცხოველებში გაერევა, დაგლეჯა არ იცის. ტყუილად საქონლის დასახიჩრებას არ კადრულობს.

ლომი გარეულ ცხოველებზე სხვანაირად ნადირობს: ნადირის დაჭერა ისეთი ადვილი არ არის, როგორც შინაური საქონლის: ზოგი ნადირი შორს ხედავს; ზოგი კი ისეთი სწრაფია, რომ ლომი ვერ ეწევა. ამ შემთხვევაში ლომი კარგი მონადირესავით იქცევა: იგი მოძებნის ხოლმე წყლის ახლოს მოხერხებულ ადგილს, ბუჩქებში უსაფრდება ნადირს და უთვალთვალებს.

აი, დაღამდა და ცა ვარსკვლავებით მოიჭედა. უცებ ბინდში გამოჩნდა მშვენიერი ირემი. მას უკან სხვა ირმებიც მოსდევენ. მაგრამ უნდა შეხედო რანაირი სილამაზით მოუღერებია ყელი, როგორი დაცქვეტილი აქვს ყურები და რა მარდად ატრიალებს თავის გამჭრიახ თვალებს. ირმის ყურს არ გამოეპარება ფოთლის შრიალიც კი და ჩქამიც რომ გაიგონოს, სწრაფად ბრუნდება უკან და ისარივით მიქრის.

ირმები მდინარეს მიუახლოვდნენ და წყალს სმა დაიწყეს. ამ დროს ბუჩქიდან ლომმა უეცრად ისკუპა და ერთ ირემს სწრაფად ზედ დაახტა. სხვა ირმები გაიფანტნენ, მაგრამ ერთი კი ბრჭყალებში ჩაიგდო და ლომს მეტი არც უნდა.

 

II

 

ძალიან გამბედავი მონადირე უნდა იყოს, რომ ლომზე ინადიროს. მონადირე იშვიათად გაბედავს ლომთან პირისპირ შებრძოლებას. თუ მაინც გაბედა და სძლია, მაშინ სახელი შორს გაუვარდება და ხალხიც გმირს დაუძახებს. ბევრ მონადირეს უნდა, რომ ხალხში ლომის მძლევლის სახელი გაიგდოს, მაგრამ ზოგჯერ ძვირად დაუჯდება ხოლმე ნატვრის ასრულება.

ლომზე სხვადასხვაგვარად ნადირობენ. შეგროვდება ორმოცი-სამოცი კაცი, თოფებით შეიარაღდება და ლომის ბუნაგთან წავა. როცა მიუახლოვდებიან, სამრიგად დამწკრივდებიან. პირველი რიგი ცდილობს ლომი ბუნაგიდან გამოაგდოს. ამისთვის თოფს რამდენჯერმე გაისვრიან. ბოლოს აღშფოთებული ლომი ბუნაგიდან გამოვარდება, თვალებს საშინლად აბრიალებს და მონადირეებს მრისხანედ უცქერს. ამ დროს მონადირეებს თოფები მზად აქვთ, ფეხზე ჩახმახშეყენებული. ფიცხლად დააგრიალა თოფები მონადირეთა პირველმა რიგმა, ლომი შეხტა და წინ გაექანა, მაგრამ ერთი თვალის დახამხამებაში დაახალა თოფები მეორე რიგმა და ლომი მიწაზე დაეცა.

ბევრჯერ მოხდება ხოლმე, რომ ორი და სამი ტყვიით დაჭრილი ლომი კიდევ ცოცხალია და მაშინ უნდა უყურო, როგორი მძვინვარებით მივარდება თავის მტერს და რა გაშმაგებული იბრძვის. ამგვარი ნადირობა ძალიან საშიშია.

ერთხელ სამოცი არაბი წავიდა, რომ როცა დედა ბუნაგში არ იქნებოდა, ძუ-ლომისთვის პატარა ბოკვერი მოეპარათ. მართლაც მოპარეს და უკან ბრუნდებოდნენ, მაგრამ გზაში გაცოფებული ძუ-ლომი დაეწიათ. უკან მომავალი მონადირე უშიშრად დაუხვდა და ლომს გულში ორი ტყვია დაახალა, მაგრამ ლომი არ შეეპუა, მივარდა და მკლავი მოაგლიჯა. მეორე მონადირემ ამ დროს ტყვია შიგ ყბაში მოარტყა, მაგრამ ლომი არ მას შეეპუა, მოუბრუნდა, წააქცია და გვერდი გამოგლიჯა, ზედ დააჯდა სული ისე დალია.

ბევრჯერ ისე ხდება, რომ ერთი ლომი ასზე მეტს არაბს გააქცევს ხოლმე. ლომმა ბრძოლიდან გაქცევა არ იცის. იგი ან მტრის ხელით კვდება, ან გამარჯვებული გამოდის ბრძოლიდან. ერთხელ ერთმა ლომმა ორასი კარგად შეიარაღებული არაბი დაიფრინა, ერთი კაცი მოკლა და ექვსი დაგლიჯა.

გაზაფხულზე, როცა ლომის ბოკვრების დაყრის დრო მოვა, წყლის ახლოს რამე უდაბურ ადგილს მოძებნის და იქ ბინავდება; აქ დაყრის სამ ან ოთხ ბოკვერს, რომელთაც თვალები მაშინვე ახელილი აქვთ. ექვს ბოკვერზე მეტი ლომს არასოდეს არ ეყოლება.

ახლად დაბადებული ბოკვრები კატის ტოლები არიან. ხვადი ლომი ძუ ლომს საჭმლის შოვნაში ეხმარება. ძუ ლომს ძალიან უყვარს თავისი პატარა ბოკვრები და სიამოვნებით უყურებს მათ ცელქობას.

ორი თვის შემდეგ ბოკვრები სიარულს იწყებენ. პირველად კატის კნუტივით კნავიან, მერე თანდათან ხმა ეცვლებათ, უბოხდებათ და სიმარდეც ემატებათ. დედა ექვსი თვე ზრდის შვილებს, მერე ბოკვრები უკან გაყვებიან სანადიროდ და საჭმლის საშოვრად.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ