ერთ დღეს ტალს ისეთი მოხვდა კვესისაგან, რომ აღშფოთებულმა ჰკითხა:
- რას მერჩოდი მხეცივით რომ მეცი? არ გიცნობ და არც მინდა გიცნობდე. შენ, ალბათ, ვიღაცაში გეშლები. თუ შეიძლება, თავი დაანებე ჩემს გვერდებს, მე ხომ არაფერს გიშავებ.
- ტყუილად ნუ ბრაზობ, მეგობარო, - ღიმილით მიუგო კვესმა, - ცოტაც და ნახავ რა სასწაულსაც მოვახდენ შენი წყალობით.
დამშვიდდა ტალი და მოთმინებით იტანდა კვესის დარტყმებს. და ბოლოს, ტალიდან სასწაულმოქმედი ცეცხლი გამოკრთა.
აი, ასე ღირსეულად დაფასდა ტალის მოთმინება.
ზღაპარი იმათთვის მოვყევი, ვინც სწავლაში არც ისე ყოჩაღია, მაგრამ თუ მოთმინებას იქონიებს და სიბეჯითეს გამოიჩენს, დათესილი თესლი აუცილებლად გამოიღებს კეთილ ნაყოფს.
"სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდებაო", - ნათქვამია.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |