მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 824 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

- არა, ქვეყანაზე სამართალი არ არის! - გულსაკლავად დაიწრიპინა თრითინას კლანჭებიდან სასწაულით გადარჩენილმა თაგვმა.

- როდემდე უნდა ვითმინო უსამართლობა?! - შესძახა აღშფოთებულმა თრითინამ, რომელმაც ძლივს შეასწრო კატას ვიწრო ფუღუროში.

- ბოლო აღარ უჩანს თვითნებობას! - დაიკნავლა კატამ, შეახტა მაღალ ღობეს და შიშით გადმოხედა დაბლა მოყიალე ქოფაკს.

- დამშვიდდით, მეგობრებო! - თქვა გლეხკაცის ეზოში, გალიაში გამომწყვდეულმა ბრძენმა ბუმ. - თქვენი ჩივილი ცხოვრებაზე სწორია, მაგრამ განა სიმართლე რომელიმე თქვენგანის მხარეზეა?

ამ სიტყვების გამგონე თაგუნამ სოროდან გამოიხედა, თრითინამ ფუღუროდან გამოყო ცხვირი, კატა ღობეზე მოკალათდა, ძარლი კი უკანა თათებზე ჩამოჯდა.

- სამართლიანობა, - განაგრძობდა ბუ, - ბუნების კანონია, რომლის მიხედვითაც დედამიწის ყველა ბინადარს შორის გააზრებული თანხმობა მყარდება. ამ ბრძნული კანონს ემორჩილება ყველა ცხოველი, ფრინველი, თევზი და მწერიც კი. აბა, ნახეთ როგორ შეხმატკბილებული ცხოვრობენ ფუტკრები.

მართალი იყო ბუ. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ფუტკრების სკა, მან იცის, რომ იქ ერთპიროვნულად ბატონობს დედა ფუტკარი, ნათელი გონებით ხელმძღვანელობს ყველას და ყველაფერს, ფუტკრების მრავალრიცხოვან ოჯახში სამართლიანად ანაწილებს მოვალეობებს. ზოგიერთი მათგანის მოვალეობა - ყვავილებიდან ნექტარის მოგროვებაა, ერთნი ფიჭაზე მუშაობენ, მეორენი მომაბეზრებელი ბზიკებისაგან იცავენ სკას, ზოგიც სისუფთავეს იცავს.

არიან ისეთი ფუტკრებიც, რომელთა მოვალეობაა დედა ფუტკარს ემსახურონ - ერთ ნაბიჯზეც კი არ მოშორდნენ მას.

როცა მბრძანებელი მოხუცდება, ყველაზე ღონიერი ფუტკრები ზურგზე შეისვამენ მას და სათუთად დაატარებენ, ყველაზე ჭკვიანი და გამოცდილები კი ათასნაირი შინაური მალამოებით წამლობენ, და თუ ერთი ფუტკარი მაინც გაბედავს არ შეასრულოს თავისი მოვალეობა, მას საშინელი სასჯელი ელის.

ბუნებაში ყველაფერი გონივრულადაა გააზრებული და მოწყობილი. ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს. სწორედ ამ სიბრძნეშია ცხოვრების ჭეშმარიტი სამართლიანობა. 

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ