მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 717 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ერთ დღეს ყვავმა სადღაც კაკალი იშოვნა და სამრეკლოზე გაფრინდა. მოკალათდა და გემრიელი ლებნის ხელში ჩასაგდებად ფეხებში მომწყვდეულ ნადავლზე ნისკარტით გამეტებით შეუდგა კაკუნს.

არ ვიცი, დარტყმა აღმოჩნდა ძალიან ძლიერი, თუ ყვავს უმუხთლა ბედმა, კაკალი კლანჭებიდან გაუსხლტა, ქვევით ჩაგორდა და კედლის ნაპრალში მიიმალა.

- ო, კეთილო ქომაგო-კედელო! - შეევედრა ყვავის ნისკარტის დარტყმებისაგან ოდნავ გონს მოსული კაკალი, თან თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე – ნუ დამღუპავ, შემიბრალე! შენ ისეთი მყარი და დიდებული ხარ, ისეთი მშვენიერი სამრეკლო გაქვს. ნუ გამაგდებ, შემიფარე!

ზარები ყრუდ და გამკიცხავად აგუგუნდნენ, - კედელს აფრთხილებდნენ, თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებ, კაკალს არ ენდოო.

- ნუ მიმატოვებ ობოლს გაჭირვებაში! - ისევ ევედრებოდა კაკალი, ცდილობდა ზარების გაბრაზებულ გუგუნში ხმა მიეწვდინა კედლისთვის, - ის იყო მშობლიური ტოტი უნდა მიმეტოვებინა და ტენიან ნიადაგზე ჩამოვვარდნილიყავი, რომ ბოროტი ავაზაკი თავს დამაცხრა და როცა გაუმაძღარი ყვავის ნისკარტში აღმოვჩნდი, დავიფიცე - თუ სიკვდილს გადავურჩი, სიცოცხლის ბოლომდე რომელიმე ორმოში გავიტრუნები, წყნარად და მშვიდად გავატარებ მეთქი დარჩენილ დღეებს.

კაკლის ვედრებამ გული აუჩუყა და ააცრემლა ბებერი კედელი, ზარების გაფრთხილების მიუხედავად, კედელმა გადაწყვიტა, მასპინძლობა გაეწია კაკლისათვის და თავის ნაპრალში დაეტოვებინა.

დროთა განმავლობაში კაკალს შიშმა გადაუარა, მოშინაურდა, გათამამდა და ფესვები გაუშვა. ფესვები სტუმართმოყვარე კედელში მიძვრებოდნენ. სულ მალე კედლის ნაპრალიდან პირველმა ყლორტებმა გამოხეთქეს. ისინი ერთად მიიწევდნენ წინ და ძალას იკრებდნენ.

კიდევ ცოტა ხანმა განვლო და კაკლის ნორჩი ყლორტები ამაყად დაჰყურებდნენ თვით სამრეკლოსაც კი. ყველაზე მეტად კი ფესვებისაგან კედელი დაზარალდა, რადან ისინი სულ უფრო იტოტებოდნენ, არყევდნენ და ანგრევდნენ ძველ ნაგებს და უმოწყალოდ ფანტავდნენ აგურებსა და ქვებს.

ძალიან გვიან მიხვდა კედელი, რამდენად ცბიერი აღმოჩნდა შეუხედავი, საწყალი კაკალი, რომელიც მშვიდ ცხოვრებას ჰპირდებოდა მასპინძელს.

ნდობისათვის მწარე სინანულის და თავის გაკიცხვის მეტი რაღა დარჩენოდა კედელს, მან ხომ ბრძენი ზარების გაფრთხილება არ შეისმინა.

კაკლის ხე გულგრილი სიამაყით იზრდებოდა, სამრეკლო კი სულ უფრო და უფრო ინგრეოდა.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ