- წესი და კანონი არ არსებობს თქვენთვის თქვე უსაქმურებო!? - ვეღარ მოითმინა ერთ დღეს მუშა ფუტკარმა, როცა ვერაფერი შეასმინა მუქთახორა მამალ ფუტკრებს, რომლებიც უსაქმოდ დაფრინავდნენ სკის გარშემო, - ოღონდ არ იმუშაოთ! შეგრცხვეთ მაინც! საითაც არ გაიხედავ ყველა შრომობს, ყველა ზამთრის მარაგს აგროვებს.
თუნდაც ერთიციდა ჭიანჭველას შეხედეთ, პატარაა, მაგრამ ბეჯითი. მთელი ზაფხული წელში წყდება, შრომობს, ცდილობს არცერთი დღე არ გამოტოვოს, ზამთარი ხომ კარზეა მომდგარი!
- შენც ნახე რა მისაბაძი კაცი! - შეუღრინა ერთ-ერთმა მამალმა ფუტკარმა მუშა ფუტკარს, რომელმაც ტვინი წაუღო თავისი რჩევა-დარიგებებით, - შენი ნაქები ჭიანჭველა ყოველ მოსავალზე მარცვლებს ანადგურებს, და კიდევ, ეგ წუწურაქი, ყველანაირ ნაგავს სახლში მიათრევს.
მუქთახორას ნუ აჭმევ და სალაპარაკო მიეციო ნათქვამია. არც სხვის ლაფში ამოსვრას მოერიდება, თავად კი ყოველთვის მონახავს თავისი უსაქმურობის გასასამართლებელს.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |