ვაზი მადლიერებით შეჰხაროდა გლეხკაცს.
გაზაფხულზე მიწა რომ შემოუბარა, უნდა გენახათ როგორ ფრთხილობდა ბარი მის ნაზ ფესვებს რომ არ გამოსდებოდა, რა სიყვარულით ევლებოდა თავს, გამძლე სარს უმარჯვებდა და უფრო ლაღად რომ გაზრდილიყო, ზედ ახვევდა.
ასეთი ზრუნვით გახარებულმა ვაზმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ტკბილი, სურნელოვანი მტევნებით დაესაჩუქრებინა ადამიანი.
როცა რთველის დრო დადგა, ვაზი თავიდან ბოლომდე მსხვილი მტევნებით იყო დახუნძლული.
გულმოდგინე პატრონმა ერთი მეორეზე მიყოლებით დაკრიფა ისინი და ფრთხილად ჩააწყო კალათში. შემდეგ დაფიქრდა, სარები ამოთხარა და შეშად გამოიყენა.
უმადური გლეხკაცისაგან დაუმსახურებლად განაწყენებულ ვაზს ახლა მთელი ზამთარი შიშველ მიწაზე გდება და გაყინვა ელოდა. სამაგიეროდ, შემდეგ წელს წინანდებურად გულუხვი როდი იყო.
წინდაუხედავ გლეხკაცს ძვირად დაუჯდა თავისი სიხარბე.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |