ერთ დღეს, როცა მელა სადილს მიირთმევდა, წინ არაჩვეულებრივ ქურქში გამოპრანჭულმა ყარყუმმა ჩაურბინა.
- ხომ არ დამეწვევით, მეგობარო? ნუ მოგერიდებათ! - შესთავაზა მას უკვე დანაყრებულმა მელამ.
- დიდად გმადლობთ, - ამაყად უპასუხა ყარყუმმა, - ამ წუთას გეახელით.
- ხა, ხა, ხა! - გადაიხარხარა მელამ, - დედამიწის ზურგზე არ მეგულება ყარყუმივით მორიდებული ცხოველი. ან რა ფაქიზები ხართ! საოცარია პირდაპირ, დღეში ერთხელ ჭამთ და ქურქის გასვრას შიმშილი გირჩევნიათ.
უცებ სად იყო და სად არა, მონადირეები გამოჩნდნენ. მელა თვალის დახამხამებაში მიიმალა, ყარყუმი კი თავქუდმოგლეჯილი გავარდა თავისი თავშესაფრისკენ.
მზეს თოვლის დადნობა მოესწრო და ყარყუმის სორო, დილით ჯერ კიდევ მოვლილი და გაწკრიალებული, ტალახით მოთხვრილიყო.
გაქათქათებული ყარყუმი ერთი წამით შეყოვნდა, შეეცადა ბეწვი არ დაესვარა და სწორედ მაშინ განგმირეს იგი მონადირეებმა.
ზომიერება მანკიერებისგან საიმედო დამცველია. ამაყი ყარყუმი თავისი სიწმინდის შელახვას, სიკვდილს ამჯობინებს.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |