ვირმა შებინდებამდე იმდენი იბორიალა მინდორ-მინდორ, რომ ბაგამდე მითრევის ძალაც აღარ ჰქონდა. იმ წელს მკაცრი ზამთარი იდგა, გზები გაყინულიყო.
- მეტი აღარ შემიძლია, ცოტას შევისვენებ, - თქვა სიქაგამძვრალმა ვირმა და ყინულზე დაწვა.
უცებ საიდანღაც ცქვიტი ბეღურა მოფრინდა და ვირს ყურში ჩასჭიკჭიკა:
- გონს მოდი, ვირო, გზაზე კი არა, გაყინულ ტბორზე წევხარ!
მაგრამ ვირს ძილი ისე მორეოდა, რომ აღარაფერი ესმოდა. ვირმა ტკბილად დაამთქნარა და ღრმა ძილს მიეცა. მალე ნესტოებიდან ორთქლი გამოუშვა, ყინულმა სითბოსაგან დნობა დაიწყო, ბოლოს კი ჭახანით გასკდა.
გაყინულ წყალში რომ აღმოჩნდა, ვირს იმწამსვე გაეღვიძა, თავზარდაცემული შველას ითხოვდა, მაგრამ უკვე გვიან იყო. საბრალო ვირი დაიხრჩო.
არასდროს არ წაუყრუოთ კეთილ რჩევას, განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენთვის უცნობ ადგილას იმყოფებით.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |