მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 671 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

როცა მართვემ ბუდიდან თავი ამოჰყო, კლდის ძირას უამრავი ფრინველი დაინახა.

- დედიკო, ვინ არიან ეს ფრინველები? - იკითხა მან.

- ჩვენი მეგობრები! - უპასუხა დედა არწივმა შვილს, - მართალია, არწივი მარტოობაში ცხოვრობს, ასე მიუჩინა განგებამ, მაგრამ გარემოცვა მასაც ჭირდება, აბა სხვაგვარად რა ფრინველთა მეფეა?! ჰოდა, ყველა, ვისაც ქვემოთ ხედავ, ჩვენი ერთგული მეგობრები არიან.

დედის განმარტებით კმაყოფილი მართვე ინტერესით უთვალთვალებდა ფრინველთა ნავარდს და მას შემდეგ მათ თავის ერთგულ მეგობრებად თვლიდა.

- ვაი, ვაი, საჭმელი მოგვტაცა! - შესძახა უცებ მართვემ.

- დამშვიდდი, შვილო, მათ ჩვენთვის არაფერი მოუპარავთ. მე თავად გავუმასპინძლდი, ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე, რასაც გეტყვი! როგორი მშიერიც არ უნდა იყოს არწივი, მან აუცილებლად უნდა უწილადოს თავისი ნადავლი მეზობლებს, ასეთ სიმაღლეზე ყველა ფრინველს არ შეუძლია საკვების მოპოვება, და ამიტომ უნდა დავეხმაროთ მათ.

ყველა, ვისაც სურს ერთგული მეგობარი ჰყავდეს, კეთილი და მომთმენი უნდა იყოს, ყურადღებას უნდა იჩენდეს სხვისი გასაჭირის მიმართ.

დიდებასა და პატივისცემას ძალით კი არა, სულგრძელობითა და გაჭირვებულისთვის უკანასკნელი ლუკმის გაყოფით იმსახურებენ.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ