ერთხელ მშიერ ლომს გალიაში ცოცხალი ბატკანი შეუგდეს. პატარა იმდენად გულუბრყვილო და მიამიტი იყო, რომ ნადირთა მეფის დანახვამ არც კი შეაკრთო.
ფაფარაშლილი, მრისხანე მხეცი, სულელს, ალბათ, დედა ეგონა, მიუახლოვდა, ალერსით დაიკიკინა და უზომო სიყვარულით, თვინიერებითა და აღფრთოვანებით სავსე ფართო, ნათელი თვალები მიაპყრო.
ასეთმა ნდობამ ლომს ფარ-ხმალი დააყრევინა და ბატკნის გაგლეჯა გადააფიქრებინა.
უკმაყოფილო ლომი ღრიალებდა.
იმ ღამეს ლომმა მშიერმა დაიძინა.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |