ბუნიკებითა და ბასრი შუბებით შეიარაღებული მონადირეები უჩუმრად, სულ უფრო ახლოს და ახლოს ეპარებოდნენ ლომს.
ძუ ლომმა, რომელიც ძუძუმწოვარა ბოკვერებს აჭმევდა, უეცრად უცხო სუნი შეიგრძნო და მაშინვე მიხვდა, რომ საფრთხე ელოდა, მაგრამ გვიან იყო. მონადირეებს უკვე ალყაში მოექციათ იგი და მზად იყვნენ, ყოველ წუთს განეგმირათ.
როცა ძუ ლომმა შეიარაღებული ადამიანები დაინახა, შეცბა. იფიქრა გაქცევით ვუშველიო თავს, მაგრამ იმწამსვე გონს მოეგო: მაშინ ხომ მისი ლეკვები გახდებოდნენ მონადირეების იოლი ნადავლი. და დედამ გადაწყვიტა საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაერჩინა შვილები.
მასზე დამიზნებული ბასრი შუბები რომ არ დაენახა, დედა ლომმა თავი ძირს დახარა, შეუპოვარი ნახტომით დააცხრა ადამიანებს და გააქცია ისინი.
უმწეო ლეკვები კი გადარჩნენ.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |