დილაუთენია გაიღვიძა ნადირთ მეფემ, ტკბილად გაიზმორა და მდინარისკენ გაეშურა. როგორც ლომთა წესია, ხმამაღლა დაიღრიალა და ამით დანარჩენ ცხოველებს, რომლებიც წყალს ამღვრევდნენ თავისი მოსვლა ამცნო.
უცებ ლომს უჩვეულო ხმაური მოესმა და შედგა, შემოტრიალდა და დაინახა, რომ მისკენ გაშმაგებული ცხენი მორბოდა, მის უკან კი ცარიელი ორთვალა ეტლი ქვებზე მორახრახებდა.
ლომი იქვე ბუჩქებში შევარდა და შისისგან თვალები დახუჭა. თავის სიცოცხლეში პირველ ხედავდა ასეთ რახრახა ცხოველს.
ოდნავ სული რომ მოითქვა, ბუჩქებში ჩამალულილომი, სამალავიდან გამოვიდა, მიიხედ-მოიხედა და ფრთხილი ნაბიჯით ესევ მდინარისკენ წავიდა.
მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, რომ საზარელმა, გამაყრუებელმა ყივილმა შეაძრწუნა - სადღაც, შორიახლოს მამალი იჭაჭებოდა.
ლომი ადგილზე გაშეშდა და აცახცახდა. მამალი კი თითქოს მასხრად იგდებსო, უფრო ხმამაღლა აყივლდა თავისი ჩახრინწული ხმით და თან აფოფრილი, ბიბილოს ქნევით, აქეთ-იქით დაიწყო სირბილი.
მაღალ ბალახში ლომი მხოლოდ ცეცხლოვან ქოჩორს ხედავდა და მისთვის აქამდე უცნობი, შემზარავი “ყიყლიყო” ესმოდა. შიშისგან გულგახეთქილ ნადირთ მეფეს წყურვილი სულ მთლად გადაავიწყდა და შერცხვენილი დაბურული ტყისკენ გავარდა.
ეტყობა, ლომებსაც უთენდებათ ისეთი დღეები, როცა ყველაფერი თავდაყირა დგება და ყოველ ნაბიჯზე ფათერაკი ელით.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |