მამალმა მგელმა ცხვრის ფარის სუნი იკრა. ფრთხილი და ეჭვიანი, ტყის სიღრმიდან გამოვიდა. მალვით, უჩუმრად ადგამდა თათებს, ჩქამითაც რომ არ გაეღვიძებინა ფხიზელი ქოფაკი.
მგელი ახლოს მივიდა ფარასთან, სადაც ჩასუქებული ცხვრები მჭიდროდ ეკვროდნენ ერთმანეთს.
ნადავლი ორ ნაბიჯში იყო. მიმზიდველი სუნი ისე უღიტინებდა ნესტოებში, რომ მშიერ მგელს მუცელი აუბუყბუყდა და თავბრუ დაესხა.
და სწორედ ამ დროს, თათი ქვას გამოსდო და ფეხი დაუცდა. მარცხისთვის რომ თავი დაესაჯა, იმედგაცრუებულმა მგელმა თათი ასწია და ისე გამეტებით იკბინა, რომ სისხლი წასკდა.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |