ახალგაზრდა მაიმუნი ხიდან ხეზე ხტუნვა-ხტუნვაში ჩიტის ბუდეს წააწყდა და მაშინვე ხელი წაავლო მას. მაგრამ ჩიტები მყისვე გაფრინდნენ სხვადასხვა მხარეს.
მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს არ გაუღიმა ბედმა, მათ შორის ყველაზე სუსტს, რომელსაც ჯერ ფრენა არ შეეძლო.
სიხარულისგან ცას ეწია მაიმუნი, სახლში ბარტყით ხელდამშვენებული დაბრუნდა. ისე მოხიბლა პაწია ბარტყმა, რომ გულზე იკრავდა ეფერებოდა, კოცნიდა, ლოკვა და ნაზად არწევდა.
დედა გულაჩუყებული შესცქეროდა შვილს, ცელქობისათვის არ დაუტუქსავს.
- ერთი შეხედე, დედა, რა სასაცილო და საყვარელია! - აღფრთოვანებული ამბობდა მაიმუნი, - ოჰ, როგორ მიყვარს!
მთელი დღე ეალერსებოდა მაიმუნი ჩიტუნას, წამდაუწუმ გულში იხუტებდა. პაწიამ კი ვეღარ გაუძლო მაიმუნის ხვევნა-კოცნას და გაიგუდა.
დაე, ჩაფიქრდეს, ყველა მშობელი, რომელიც შვილს ამგვარ საშიშ გართობებს არ უკრძალავს, ისინი ხომ ხშირად ცუდად მთავრვდება.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |