ერთხელ, მთელი დღე ტყეში უქმად ბორიალის შემდეგ, მშიერი მელა მინდორში, დიდი ხის ქვეშ აღმოჩნდა, რომელზეც კაჭკაჭების ხმაურიანი გუნდი ფრთხიალებდა.
მაღალ ბალახში ჩამალულმა მელამ ჩიტების ფუსფუსს დაუწყო თვალთვალი და მალევე შენიშნა, რომ საკვების ძებნაში ისინი უშიშრად სხდებოდნენ მიწაზე და განურჩევლად ყველაფერს კენკავდნენ - ლეშსაც კი არ ერიდებოდნენ.
- რაც იქნება, იქნება, ვცდი ბედს, - თავისთვის ჩაილაპარაკა მელამ თან მსუქანი, უდარდელი კაჭკაჭების შემხედვარე ნერწყვებს ყლაპავდა.
მერე, თეთრკუდა, მხიარული კაჭკაჭები რომ არ დაეფრთხო, ფრთხილად გაიჭიმა ხის ძირში, პირი დააღო და თავი მოიმკვდარუნა.
მალე ერთ-ერთმა კაჭკაჭმა ბალახში მწოლიარე მელა შენიშნა და ხიდან ჩამოფრინდა.
ცნობისმოყვარეობა კლავდა. უსულო მელას ფრთხილად მიუახლოვდა, იქნებ ენა ამოვკორტნოო, სულწასულმა ნისკარტი მელას ხახაში შეჰყო და მაშინევე, როგორც ხაფანგში, სასიკვდილოდ დაჭრილი აღმოჩნდა.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |