დაბურულ ტყეში მოხუცი განდეგილი ცხოვრობდა. მას სიმშვიდე, მარტოობა უყვარდა და ტოროლასთან მეგობრობდა.
ერთ დღეს მეზობელი სასახლიდან მასთან ორი შეიარაღებული ადამიანი მივიდა და სთხოვა დახმარებოდა მათ ავადმყოფ ბატონს, რომლის მდგომარეობაც, მიუხედავად განთქმული ექიმების ცდისა, დღითიდღე უარესდებოდა.
მოხუცი, თავისი მეგობრის, ტოროლას თანხლებით შეიარღებულ კაცებთან ერთად მაშინვე გზას გაუდგა და მალე იგი სასახლეში შეიყვანეს.
- საშველი აღარ არის, - ჩუმად თქვა ერთ-ერთმა მათგანმა, როგორც ჩანდა ყველაზე მთავარმა.
განდეგილი კი ზღურბლთან იდგა და თვალს არ აცილებდა თავის ფრთოსან მეგობარს. ტოროლამ რამდენიმე წრე დაარტყა ოთახს, მერე კი მაღალ რაფასთან მიფრინდა, ზედ ჩამოჯდა და ავადმყოფს მიაშტერდა.
- გამოჯამრთელდება! - მტკიცედ თქცა მოხუცმა, თან ფრინველს ადევნებდა თვალს.
- როგორ ბედავს ეს ხეპრე, ეს უვიცი სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას! - ერთხმად შესძახეს აღშფოთებულმა ექიმებმა.
ამასობაში კი ავადმყოფმა თვალები გაახილა და როცა მის წინ რაფაზე ჩამომჯდარი ჩიტი დაინახა, გაღიმება სცადა.სასახლის მბრძანებელს ღაწვები ნელ-ნელა შეუფაკლდა, ძალა დაუბრუნდა და ყველას გასაოცრად, სუსტი ხმით წარმოთქვა:
- ცოტა უკეთ ვგრძნობ თავს.
გავიდა რამდენიმე დღე და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელებული დიდებული რაინდი, ტყეში ეახლა განდეგილს, რათა მადლობა გადაეხადა მისთვის.
- მე ნუ მემადლიერები! - უთხრა მას მოხუცმა, - შენ ჩიტმა მოგარჩინა. ტოროლა ძალიან მგრძნობიარეა ყველა ავადმყოფის მიმართ. თუ ავადმყოფის გვერდზე მყოფი განზე იხედება - გამოჯანმრთელების იმედი აღარაა და შველაც აღარაფრით შეიძლება.
თუ ტოროლა ავადმყოფს თვალს არ აშორებს, მაშინ იგი აუცილებლად დასძლევს ავადმყოფობას. თოროლას, თავისი კეთილი, თანამგრძნობი მზერით ჯანმრთელობა მოაქვს.
ჩვენს ცხოვრებაშიც ასეა. სიკეთე გულისხმიერ ტოროლას ჰგავს, ყოველგვარ არაჯანსაღს, მახინჯსა და უკეთურს გაურბის და პატიოსანი, კეთილშობილი ზრახვებისა და საქმეების მხარდამხარ ცხოვრებას ამჯობინებს.
იმ ჩიტების მსგავსად, რომლებიც ბუდეებს ჩრდილიან ტყეებსა და აყვავებულ მინდვრებში ქსოვენ, სიკეთეც მუდამ გულისხმიერი, თანამგრძნობი გულის ბინადარია.
ჭეშმარიტი სიყვარული უბედურების დროს გამომჟღავნდება ხოლმე, როგორც სინათლის სხივი, რაც უფრო ბნელია ღამე, მით უფრო ანათებს.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |