სანამ ბულბულის ბარტყებს უშფოთველად ეძინათ ერთმანეთთან ჩახუტებულებს, მზრუნველი მშობლები საშოვარზე გაფრინდნენ.
გველმა თვალი მოჰკრა ამ ამბავს, ბუდისკენ გასრიალდა და ასე იოლად მოპოვებული ნადავლით წინასწარ გაიხარა. მაგრამ, ბულბული ნისკარტში ჭიაყელით უკვე შინისკენ მოიჩქაროდა.
დროზე შენიშნა ბოროტმოქმედი, რომელიც მის ბუდეს ეპარებოდა და ვედრებით შესძახა:
- შეჩერდი! შეიცოდე ჩემი უმწეო ბარტყები! მათი სიცოცხლის საფასურად ისეთ სიმღერას გიგალობ, რომლის მსგავსიც არასდროს არაფერი გსმენია... და მან გალობა და სტვენა დაიწყო.
ნაზი, მომხიბვლელი, ნათელი და გაუგონარი სილამაზის სევდიანი ხმები მოეფინა მთელ ტყეს.
გველი დაიბნა, შეყოყმანდა და გაჩერდა. ბულბულის მომაჯადოვებელ გალობას რომ არ დაჰყოლოდა და მის შხამს ძალა რომ არ დაჰკარგვოდა, ყურები კუდით დაიცო და შინისაკენ გასრიალდა.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |