აზიის უკაცრიელ მთებში საოცარი ფრინველი ბინადრობს. მას ნაზი, მელოდიური ხმა აქვს, ფრენისას კი უმშვენიერესი და დიდებულია. ცაში დალივლივებს თუ კლდეზე ისვენებს, ფრინველი ჩრდილს არ ჰფენს, რადგან მისი ბუმბული და ფრთები მზის სხივებივით ანათებს.
იგი არც გარდაცვალების შემდეგ ქრება უკვალოდ, რამეთუ მისი სხეული არ იხრწნება, ბრწყინვალე ბუმბული კი წინანდებურად ელავს.
მაგრამ თუ ვინმე შეეცდება შეიპყროს ეს საოცარი ფრინველი და ერთი ბუმბული მაინც ამოაძროს, ნათება მაშინვე ჩაქრება, თავხედ რაინდს კი იმ წუთშივე შავი შური დააბრმავებს.
ამ უიშვიათესი ფრინველის სახელწოდება - ლიუმერპაა, რაც “ნათელმოსილს” ნიშნავს. იგი უჭკნობ დიდებას ჰგავს, რომელიც უკვდავია საუკუნეების მანძილზე.
მისი შელახვა ან მითვისება არავის ძალუძს.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |