ერთ მშვენიერ დღეს, როცა ერთი სენიორი გზას გაუდგა, რათა ხალხი ენახა და თავიც გამოეჩინა, ქუჩაში თავის ძველ ნაცნობს შეხვდა.
მოულოდნელი შეხვედრით გახარებული და გულის მოოხების სურვილით აღსავსე, გაცხარებული შეუდგა მეგობრის გამოკითხვას:
- ვაჰ, ვერც გიცნობს კაცი! ადამიანის ფერი არ გადევს, მზერაც ჩაგქრობია, რამე უბედურება ხომ არ მოხდა?
- ვაი, რომ, მოხდა, - სევდიანად პასუხობდა იგი და თან თვალს არიდებდა მოსაუბრეს, - ასეთი რამ მაშინ მემართება ხოლმე, როცა...
- კი მაგრამ, როგორ შეგიძლია ასე მშვიდად ილაპარაკო ამაზე? დაუყოვნებლივ უნდა მიმართო ჩვენს განთქმულ ექიმს. ყველა ავადმყოფობას დროზე უნდა მიხედვა, - იგი კიდევ დიდხანს უხრავდა ტვინს სხვადასხვა სნეულებებზე ლაქლაქით და ხმის ამოღებას არ აცლიდა თავის ნაცნობს, - ძვირფასო მეგობარო, ერთი ეს მითხარ, დიდი ხანია, რაც შეატყვე თავს ხასიათი ასეთი ცვლილებები?
- ყოველთვის, როცა შენს თვითკმაყოფილ სიფათს ვხედავ, შენი შეხვედრით გულშემოყრილს მერე მთელი ქვეყანა მძულს ხოლმე.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |