- ჰეი, ძილისგუდა! ადექი, ბოლოს და ბოლოს! - უთხრა გლეხკაცმა შვილს, - რა ხანია მზე ამოვიდა. არ გრცხვენია ამდენ ხანს საწოლში გდება, ეჰ, შე უქნარა!
- რას მამადლი და მაყვედრი ამ მზეს? - უკვირდა ბიჭს, თან ტკბილად ამთქნარებდა, -
მნათობს საზრუნავიც მეტი აქვს და გზაც გრძელი აქვს გასავლელი. ამიტომაც დგება უთენია. ჩვენი გზა კი სახლის გარშემო მოკლეა, ასე რომ, თუ ერთ საათს კიდევ წავთვლემ, არაფერი დაშავდება.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |