ერთხელ მეგობართა წრეში ერთი დიდებული სენიორი, რომელსაც მწიგნობრისა და კარგი მთხრობელის სახელი ჰქონდა გავარდნილი, გაცხარებული ამტკიცებდა, ამ ქვეყნად არაერთხელ მოვსულვარო და ვითომდა თავისი სიტყვების დასამტკიცებლად, ბრძენი და სწავლული პითაგორას გამონათქვამსაც კი იმოწმებდა.
ერთ-ერთი მეგობარი წამდაუწუმ ამასხარავებდა სენიორს თავისი დამცინავი შენიშვნებით და მოყოლას არ აცლიდა.
ბოლოს, გაბრაზებულმა, ძველი ფილოსოფიის თაყვანისმცემელმა სინიორმა გადაწყვიტა, დაეშოშმინებინა ქილიკა მეგობარი და განაცხადა:
- ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად ერთი რამ გამახსენდა, იმ დროს, მახსოვს, უბრალო მეწისქვილე იყავი.
ეს სიტყვები აშკარად გულზე მოხვდა მეგობარს, თანაც იმ კაცებს კი არ ჰგავდა, პასუხის გასაცემად სიტყვას ჯიბეში ან ჰაერში რომ დაეძებენ.
- არც არავინ გეკამათება! შენ, როგორც ყოველთვის, მართალი ხარ, როგორ არა, მახსოვს, შენ არ იყავი ის ვირი, ჩემს წისქვილში მარცვლით სავსე ტომრებს რომ დაათრევდი?
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |