მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 655 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

შაბათ დღეს მღვდელი თავისი მრევლის დალოცვა-კურთხევისა და ტაძრის მშენებლობისათვის შესაწირის შესაგროვებლად გაემართა. საღამო ჟამს ადგილობრივ მხატვართან ამოჰყო თავი.

როცა მის სახელოსნოში შევიდა, მღვდელი ისე გულმოდგინედ იქნევდა ნაკურთხ წყლიან სასხურებელს, რომ მომავალი ფრესკებისთვის განკუთვნილი მოხატული ტილოები სულ მთლად დაასველა.

როცა მხატვარმა დაინახა, რომ ნამუშევარი საბოლოოდ გაფუჭდა, განრისხდა.

თავისი შეცდომა რომ დაეფარა, მღვდელმა დამშვიდება დაუწყო მხატვარს.

- ნუ ბრაზობ, შვილო ჩემო, წესია ასეთი! და მეც ისე ვიქცევი, როგორც კანონი მიბრძანებს, რამეთუ ვიცი, რომ ამით კეთილ საქმეს ჩავდივარ. ყველა, ვინც სამართლიანია, უფლის სიტყვებით უნდა ხარობდეს. “დედამიწაზე ჩადენილი ყველა კეთილი საქმისათვის ზეცა ერთიასად გადაგიხდის სიკეთით! - ერთიასად! დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები და ნუ ბრაზობ.”

მხატვარმა მოიცადა, სანამ ენაწყლიანი მოძღვარი სახელოსნოდან გავიდოდა, მერე კი ფანჯარასთან მიირბინა და როცა მიმავალი მღვდელი დაინახა, ერთი ვედრო წყალი თავზე გადაასხა.

- მიიღე, მამაო! - გადმოსძახა მხატვარმა ზემოდან, ერთიასად მიიღე ზეცისგან გაფუჭებული ნახატებისათვის! ერთიასად!

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ