ლომი ორ ხარს თავს დაესხა. ხარები მეგობრულად შეერთდნენ, რქენა დაუწყეს მას და მოიგერიეს.
მაშინ ლომმა ხერხს მიმართა და ერთ ხარს უთხრა:
- თუ მეგობარს ჩამოშორდები, არაფერს დაგიშავებო
ხარმა დაუჯერა და მეგობარს ჩამოსცილდა.
ლომმა ამით ისარგებლა: ჯერ ერთი ხარი დაგლიჯა და შემდეგ კი - მეორე.
ანდაზა:
"ბრიყვი მეგობარი
მტერზე უარესიაო."
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები