მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 9462 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო ერთი ხელმწიფე. ჰყავდა იმას კარგი ქალი. გამოაცხადა: ვინც სამ ტყუილს ეტყვის, ქალს იმას მივათხოვებო.

რამდენი თავმომწონე ბიჭი მიდიოდა, თითო ტყუილს ეტყოდნენ, - მეორე ტყუილს ვეღარ ახერხებდნენ და ჭრიდა თავს. რამდენიმე ათას კაცს მოსჭრა თავი.

ერთმა მეძროხემ გაიგო ეს ამბავი, წამოვიდა სახლში, უთხრა დედას: - უნდა წავიდე, დედი, უთხრა სამი ტყუილი - ხელმწიფის ქალი ცოლად შევირთოო.

დედამ დაუშალა: - შენზე კაი ბიჭებს სჭრიან თავსო.

წავიდა მაინც.

მოახსენა პირველი ტყუილი:

- მე ძროხიდან მოვედი. დედას შეედგა საჭმელი და მარილი აკლდა. გავიქეცი მარილეთში, აღზევანს, მოვიტანე მარილი და ვჭამეთო.

- მოდი ხვალეო, უთხრა ხელმწიფის ქალმა.

მეორედ მოახსენა ტყუილი: - ზღვის პირას ბინა მქონდა. დავთესე გოგრა და წყლის გაღმა გავიდა. გავედი იმის სვავზე, გამოვიტანე, მოვხარშე და გეახელი ახლაო.

ახლა უთხრა გაბრაზებულმა, რო: - მოდი ხვალე, მოგაჭრი თავსაო.

ახლა რა მოიფიქრა ამ ბიჭმა? მოგლიჯა დიდი, სამსაპალნიანი ქვევრი და მთელი ღამე მუშაობს ეს ბიჭი, დილაადრიანად მიაგორა ქვევრი ხელმწიფის კარებთან.

იმ წინა დღეს ორი ტყუილი რომ მოახსენა ამ ბიჭმა, ხელმწიფემ შეშინებულმა გააფრთხილა ვეზირები, რო, ის რო იტყვის ტყუილს, თქვენ თქვით მართალი არისო. მოისყიდა ხალხი რაღა!

მოაგორა დილაადრიან ბიჭმა ქვევრი, გათენებული არც კი იყო, მიაძახა ხელმწიფეს: - მამაო, ასეთი სამი ქვევრი სამი ოქრო მამაჩემს თქვენთვის ესესხებია და ეხლა სარგებლით უნდა ჩამაბაროთო.

რა მოახსენა ეს ტყუილი და ვეზირები ყვირიან: - მართალია, მართალია!

ხელმწიფე ყვირის: - თქვე მამაძაღლებო, როდის არი მართალი, ტყუილიაო!

აბა, რაღას იზამდა, გახადა მეძროხეს ძველი ტანისამოსი, დასვა ხელმწიფედ და ახლაც იქ არიან ბედნიერად.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ